წლის ბოლოს, ჩვენდა უნებურად, ჩვევის, ცრურწმენების
თუ რაციონალურად მომავალი წლის დაგეგმვის სახელით, ყველანი განვლილ წელიწადს ვაჯამებთ.
რადგან თქვენი სახით მკითხველი ანუ მომკითხველი მყავს,
გადავწყვიტე, მეც გავაკეთო ჩემი მოკრძალებული ბლოგის შეჯამება და ეს, ამ შემთხვევაში
უფრო რაციონალური ქმედება იქნება ვიდრე სხვა რომელიმე მიზეზი.
ჩემი ‘’წერად დაჯდომის’’ და ამ ბლოგის წარმოების მიზეზიც
და საბაბიც ჩემი ჭარბი წონაც გახლდათ და რადგან, სამწუხაროდ, მე არ ვარ დედამიწის
ერთადერთი ჭარბწონიანი, გადავწყვიტე ჩემი წონასთან ბრძოლის დღიურები აქ, ‘’მსუქანში’’
მეწარმოებინა. ეს გადაწყვეტილება დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის, იმედი მაქვს,
ის, რასაც მე განვიცდი და ვგრძნობ, იგივე პრობლემით, ჭარბწონიანობით, შეწუხებულ, დაფიქრებულ,
გაწამებულ ჩემს თანამემამულეებსაც გამოადგებათ მოტივაციად.
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, იმდენად რისკიანი და გამბედავი
ვერ აღმოვჩნდი, რომ ჩემი დღიურები საკუთარი სახელით მეწარმოებინა. გამბედაობა კი ნამდვილად
მჭირდებოდა, რადგან მე საკუთარ ფოტოებს ვაქვეყნებ ჩემს დღიურებთან ერთად.
იხ.აქ:პირველი დღე
ან ეს ‘’დამალვა’’ იმისთვის დამჭირდა, რომ ის, რასაც თქვენთვის ვაქვეყნებ, თქვენთან ერთად მეც სამუდამოდ დავივიწყო... არ მინდა, რომ ჩემი სხეულის
წონით დამახინჯებული ნაწილები ვინმეს დაამახსოვრდეს. მინდა, რომ ჩემი გარეგნობა ისეთად
აღიქვან ჩემმა ახლობლებმა, როგორადაც იმედია გადავიქცევი ''სტიმულის'' დახმარებით.
ასეა თუ ისე, ახლა, როდესაც გასული წლის შეჯამება მაქვს
გეგმაში, ერთადერთი რასაც წლის მიღწევად ვუთვლი თავს, ეს დღიურები, ჩემი ბლოგი ‘’მსუქანი’’
და საკუთარი გადაწყვეტილებაა, _ ვებრძოლო წონას ''სტიმულის'' დახმარებით.
სტიმული წონის კორექციისა და სილამაზის ცენტრია, რომელიც
უკვე 30 წელიწადია ჩაბმულია ცხიმის დაშლის ''ქართულ მარათონში'' და ამისთვის მთელი დანარჩენი
მსოფლიოს უდიდეს ტენოლოგიურ მიღწევებს იყენებს. ( სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერები
ასეთი ''გულმოწყალე'' აპატრატების გამოგონებაზე არ მუშაობენ J )
მე დაწვრილებით აღვწერე ის პროცედურები, რომელსაც აქ,
ამ ცენტრში მიკეთებენ. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამან მკითხველის დიდი ინტერესი
გამოიწვია. ვისაც არ უნახავს, შეუძლია ეს იხილოს აქ:ტრანსდერმული პროცედურა, ლმფოდრენაჟი და ვაკუსტაილერი, მიოსტიმულაცია, ულტრაბგერა, ციური ვარსკვლავი.
სიმართლე რომ ვთქვა, სტიმულში მისვლის პირველი დღიდან
დღემდე ( ჯერ ერთი თვე არ გასულა), ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში. ახლა, როდესაც
ჩემს ჩანაწერებს ვკითხულობ, ვხვდები, რომ ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა მელოდა
წინ, აბსოლუტურად ზედაპირული ყოფილა, რადგან როგორც სტიმულის მთავარი ექიმი თამუნა
იდუკაშვილი ამბობს, მე მხოლოდ წონას კი არ ვებრძვი, არამედ ჩემში ჩასახლებულ გველეშაპს.
ბრძოლა აქ მორევაზეა, ამ ბრძოლაში ადამიანი ჭკუაში, ნებისყოფასა და გამძლობში გადის გამოცდას.
რატომ?
თითქოს რა უნდა იყოს უფრო იოლი ვიდრე წონაში დაკლებაა,
როდესაც საქმეში ჭკვიანი აპარატები ერთვებიან?
მაგრამ არა! რაც არ უნდა მოიფიქრონ მეცნერებმა, როგორი
მახეებიც არ უნდა დაუგონ ცხიმს, ის ვერ დამარცხდება თუ ადამიანს გაცნობიერებული არ
აქვს _თუ მისგან განთავისუფლება გინდა, როდესაც ერთი ხელით გასცემ, მეორეთი არ უნდა მიიღო, თუ გაცნობიერებული არ აქვს,
რომ დიეტა, ჯანმრთელი პროდუქტებით კვება და საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ოქროს სტანდარტია ჭარბ წონასთან ბრძოლაში.
მაგრამ მაშინ რა საჭიროა ის ‘’ჭკვიანი აპარატები’’ რომელსაც
მეცნიერები ყოველწლიურად აუმჯობესებენ? მაშინ რატომ დადიან სილამაზის ტრფიალი ქალბატონები
აქ, ‘’სტიმულში’’?
ამ კითხვის პასუხი ‘’სტიმულის’’ ყველა პაციენტმა საკუთარ
სხეულზე უკვე გამოსცადა, (იხ.აქ:გალიფესთან ბრძოლის ამბავი) იმანაც იცის, ვინც ჩემს ბლოგს ადევნებდა თვალყურს დასაწყისიდანვე,
ახლად შემოერთებულებისთვის კი განვმარტავ: ეს პროცედურები ერთი ორად აჩქარებს წონის
კლებას და რაც მთავარია, თქვენ ლამაზად ხდებით. ანუ, თქვენ წონის დაკლებასთან ერთად
სამუდამოდ ემშვიდობბებით დაკიდებულ ღიპს, მოშვებულ მკლავებს, ‘’დაძონძილ’’ ფარდად ქცეულ
კანს. აქ თქვენი სხეულის გაახალგაზრდავება, გააბრეშუმება იწყება...
მე უკვე გამოვაქვეყნე სტიმულში მკურნალობის ორი კვირის
შედეგები...
იხილეთ აქ:ორი კვირა.
ამიტომ აღარ გავიმეორებ უკვე ნათქვამს.
ამ დიდი ნახტომის თუ წარმატების მიუხედავად, მე კარგად
მაქვს გააზებული, რომ ჩემი ‘’ომი’’ ჯერ მხოლოდ დაიწყო და წინ ძალიან დიდი გზა მაქვს
გასავლელი.
ეჭვებიც გამიჩნდა. ეგებ ვიჩქარე და პირველი შედეგები ორი კვირის თავზე არ
უნდა გამომექვეყნებინა? რადგან თიითქმის ასკილოიანი ადამიანის დაკლებული 7–8 კილოგრამი
თვალისათვის შესამჩნევი არ არის.
ჰოდა, სწავლა სიბერემდეო და გადავწყვიტე ახალი შედეგები
2016 წლის იანვრის ბოლო დღეებისთვის გამოვაქვეყნო. რადგან ვთვლი, რომ ნამდვილად არ
არის საჭირო ჩემი სიმსუქნით დამახინჯებული სხეული ვინმეს ზედმეტად ვუფრიალო თვალებში და ამით ცუდ განწყობაზე დავაყენო.
კიდევ რა მინდოდა მეთქვა.
კვება
რა შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში ამ მხრივ ამ მოკლე პერიოდში?
მგონი შეიცვალა მთავარი: საკვებთან ჩემი დამოკიდებულება
და წარმოდგენები დიეტაზე.
მთავარი შცდომა, რომელსაც ყველა ჭარბწონიანი უშვებს
დიეტის დაწყების პირველ ხანებში, ის გახლავთ, რომ ჩვენ, მსუქნები, გათვლას წონაში სწრაფ
კლებაზე ვაკეთებთ და არა სწორ კლებაზე. მეც იგივე შეცდომა დავუშვი და მიუხედავად იმისა,
რომ ჩემი ექიმი დაუსრულებლად მოითხოვდა, ის კვების რეჟიმი დამეცვა, რომელიც გონიერებასთან
არის ახლოს, მე დაუსრულებლად ვუწევდი წინააღმდეგობას. პრიმციპში, მე შიმშილის გრძნობა
დავამარცხე... მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა მთავარი. შენ, ადამიანი, ამ უზარმაზარი სამყაროს
ერთი ციდა ნამცეცი, ასე იოლად ვერ იმარჯვებ ბუნებაზე. ბუნებას დაფიქრებით უნდა ებრძოლო
თუკი გინდა, რომ ის შეცვალო... მოკლედ, ჩემი პირველი წონის მკვეთრი კლების შემდეგ წონა
გამეყინა... ( იხილე აქ:მარცხი თუ რეალობა?)
ცოდვებმა მიწიეს J
რადგან იმაზე ნაკლებ კალორიას ვიღებდი, რასაც თამუნა უკეთებდა რეკომენდაციას.
მაგამ ამან კი არ გამომაფხიზლა,არამედ გამაბრაზა და გადავწყვიტე,
ისევ არ დამეჯერებინა თამუნასთვის და განტვირთვის დღეები მომეწყო: ერთი, ორი!
სასტიკად პატივმოყვვარე აღმოვჩნდი _ როგორ, მე შიმშილი
დავამარცხე, ჩემი ორგანიზმი კი ხაფანგს მიგებს?
როგორ, მე ყოველ დღე უძვირფასესი პროცედურებით ვანებივრებ
ჩემს ორგანიზმს, ის კი არ მემორჩილება?
მაგრამ... ვერ ვაჯობე ბუნებას!
ასეთი მკაცრი განტვირთვის შემდეგ მივხვდი,
რომ ძალა მთლიანად გამომეცალა და უკვე იმისი თავიც აღარ მაქვს, რომ გაუნძრევლად ვიწვე, ვთქვათ, მიოსტიმულაციის აპარატზე.
გავიზომე წნევა _ იდეალური.
გავიკეთე სისხლის ანალიზი _ იდეალური.
''გშია''? ვეკიტხები თავს.
''არა, არ მშია'', მპასუხობს ჩემი თავი.
''გტკივა რამე''? ვეკითხები ისევ.
''არა, არაფერი მტკივა, მაგრამ ცუდად ვარ'' J
რატომ?!
თამუნამ ''განგაში'' ატეხა და მითხრა, რომ ''სტიმულის'' კარს
დამიკეტავს თუკი არ დავუჯერებ და ჩემს ქათამს, თევზს, ხილს... არ მივირთმევ J
მაგრამ ღმერთო, როგორ მძულს ეს ქათამი!
როგორი სუნი ასდის ამ თევზს!
როგორ მიყვარდა და როგორ, ტირილამდე, შემზიზღდა კიტრიც,
პომიდორიც,
ერთადერთი რაც ისევ შემიძლაი ვჭამო, ფორთოხალია J
დიახ, ესეც მახეა! ბუნებისგან დაგებული მახე, რომელიც
ლამაზ, ჯანმრთელ, საღ ადამიანად, 3 კილოიან, 3 კილოიან და 700 გრამიან სრულყოფილ არსებად მოგავლენს
ამქვეყნად და არასდროს, არაფრით არ გპატიობს დაშვებულ შეცდომებს_ გემოთმოყვარეობას,
სისუსტეებს, რომელიც ჭარბად ცხიმის, ცომელულის, ალკოჰოლის, ათასგვარი ნუგბარის გამოყენებაში
გამოიხატება.
გძულს ის საკვები რაც ნებადართულია?
გაიხსენე რამდენი დანაშაული, რამდენი ბოროტება გაქვს
ჩადენილ საკუთარი თავის წინაშე და წამალივით მიიღე ეგ ულუფა.
აი, რა შეიცვალა ჩემში და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს:
საკვები ადამიანის ენერგიის წყაროა და არა სიამოვნების
წყყარო.
საკვებით ჩვენს უჯრედებს ვკვებავთ და არა საკუთარ განცდებს.
საკვები _ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის
და არა _ საკვები სიკვდილისთვის...
ჰოდა, უფალი, რომელიც ძალიან სამართლიანია, ამ სიამოვნების
მიღების უფლებასაც გაძლევს, როცა არ სცოდავ და იმ ცოტათი კმაყოფილდები, რომელიც შენი
ჯანმრთელი არსებობისთვის არის აუცილებელი.
ახლა, როცა ახალი წელიწადი იწყება, როცა ირგვლივ ამდენი
ადამიანი დაჰქრის პროდუქტების შესაძენად, როცა ''სტიმულსაც'' დაეტყო ახალი წლის მოახლოება
და მხოლოდ ძალიან მოტივირებული ქალბატონებიღა დადიან ამ წლის ბოლო პროცედურების გასაკეთებლად აქ,
მე უკვე დაგეგმილი მაქვს ჩემი 2016,
თუ ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთი ოჯახის წევრებს
და ახლობლებს კარგად მიმყოფებს, თუ არც ჩემს ქვეყანაში იქნება არეულობა... ანუ თუ იმაზე
ფიქრის უფლება ისევ მექნება, რომ წონაში დავიკლო, 2016–ის გაზაფხულს ტანკენარი შევხვდები.
თამუნას გავანდე და თქვენც მინდა გითხრათ, საიდუმლოდ J
2016 ის გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ‘’მასთან’’
გილოცავთ ყველას ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!
შევხვდებით 4 იანვრიდან.
ჩემი ‘’სტიმული’’ ამ დღეს განაახლებს პაციენტების მიღებას.
super msuqani xar shen gogonchala!!!!!
ОтветитьУдалить