среда, 16 декабря 2015 г.

''ნარცისი'' ანუ როგორ ვებრძოლოთ ''დაძონძილ'' სხეულს





მადლობა ღმერთს, ჩემი წონა ქვედა ნიშნულისკენ პროგრესირებს...



... და ყოველ დილით, გიჟივით ვათვალიერებ ჩემ სხეულს სარკეში, რადგან ყოველდღიურ ცვლილებებს ვხედავ.


მე ლამაზი დავიბადე! J

ძალიან იოლია ამ ნარცისტული განცხადების გაკეთება, როდესაც არავინ იცის ვინ ხარ, ოღონდ მართალს ვამბობ. J გამხდარს ყოველთვის იდეალური ფორმები მქონდა და როგორც ყველა ლამაზი ქალი, ამით ვამაყობდი კიდეც და საკუთარი თავის თვალიერებაც სიხარულს, ბედნიერებას მანიჭებდა.

ახლა მე ამ სილამაზეს ვიბრუნებ. J

ჰოდა, სტიმულში ჩემნაირი ‘’ნარცისი’’ გამოცხადდა.

თამუნა კოპებშეკრული დახვდა. ეს იმდენად გასაოცარია თამუნასგან, რომ გავვოცდი.
‘’ნარცისმა’’ თავისი Roberto Cavall ის ფირმის ნატურალური ბეწვის ქურთუკი და chloe-ს ხელჩანთა ლიკას სამუშაო მაგიდასთან, სკამზე მიაყარა, Armani-ს
 პირველი ხაზის ჯინსის შარვალი და Alexander McQueen

მაისური ვაკუსტაილერზე შემოდო, Balenciaga ბატინკები იქვე დაყარა, ლამაზ ტანგაში გამოწყობილი სასწორზე შეხტა და სიხარულით შეჰკივლა _ არ მომიმატიააა, რა კარგიააა! მშვენიერი გოგო იყო, დაწყობილი სხეულით, ჭარბი წონა დაახლოებით 5–6 კილოგრამი თუ ექნებოდა.


_ თამუნააა, _ გასძახა თამუნას, მოდი ნახე რა ლამაზად მაქვს ერთი ადგილი.
თამუნა სხვა პაციენტს ადგა თავზე და არც ამოუხედავს ისე გამოეპასუხა.

_ შენს ერთ ადგილს ნამუსი რომ ჰქონდეს, გულის ფორმას მიიღებდა იმხელა გული მაქვს შიგნით ჩაქსოვილი!

_ ორი კვირა გავაცდინე და გრამიც არ მომიმატია, ხომ მაგარი ვარ? ნახე, ნახე რა ლამაზად მაქვს!

გამეცინა, იმიტომ რომ მე თავად დავცქეროდი ამ დილით ჩემს ღიპს ასეთი აღფრთოვანებით. სიმართლე რომ ვთქვათ, აღფრთოვანებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ რას მოუხერხებ შენში ჩასახლებულ ლამაზმანს? J

სხვებსაც გაეცინათ და ქება–დიდებაც არ დაიშურეს, ოღონდ თამუნამ არაფრით გაიმეტა არც ღიმილი და არც საქებარი სიტყვა.

_ ორი კვირა! კიდევ კარგი, აღიარებ! მთელი ორი კვირა იარე გახსნილი შრეებით! დაწყებული პროცედურა არ დამასრულებინე, ზუსტად მაშინ მოგინდა არდადეგები უკვე მიღწეული შედეგი რომ უნდა დამეფიქსირებინა და პროცესები დამეხურა!
ოჰოოო!!! რამდენი დღეა აქ დავდივარ და უკვე მეგონა, რომ ახალს ვერაფერს შევიტყობდი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ისე, რა მეგონა, ოცდაათწლიან გამოცდილების გაზიარებას ვინმე მოახერხებდა ერთ დღეში?!

ჰოდა, თამუნას ჩავუჯექი სიახლის გასაგებად.

_ თამუ, რას ნიშნავს გახსნილი პროცესი?

_ როდესაც პროცედურებს ვიწყებ და ექოსკოპიის აპარატით გითვალიერებთ სხეულს, მე თქვენს ჭარბ წონას შრეების დონეზე ვხედავ და განვიხილავ. მერე, ყველა შემდეგი პროცედურა აი, ამ ''ჩაქვავებული'' შრეების დაშლას და ორგანიზმიდან გამოდევნას ემსახურება. მაგრამ როდესაც სასურველი წონისკენ მიდის ორგანიზმი, აუცილებელია, რომ ეს გახსნილი შრეები დაიხუროს და ორგანიზმი დამშვიდებული დავტოვოთ. ეს იმისათვისაა აუცილებელი, რომ თქვენი კანი არ მოეშვას და ‘’ფარდად’’ არ დაეკიდოს სხეულს.

_ გამოდის, რომ მე ახლა გახსნილი პროცესით დავდივარ?

_ ასეა, ახლა შენი კანი, მის ქვეშ მოთავსებული კუნთები, კანქვეშა ცხიმი ღიაა ნებისმიერი სტიმულაციისთვის.

_ მაგრამ მე კანი არც მომეშვა და არც არაფერი ჩამომკიდებია ‘’ფარდად’’. პირიქით.

_ ეს იმიტო,მ რომ ორგანიზმი მუდმივი იმპულსების ქვეშ გვყავს.

_ და ამ პროცესის უმეთვალყურეოდ დატოვებამ კი შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს?

_ რა თქმა უნდა!

_ ამიტომაც გაბრაზდი დღეს?

_ ჰო, ძალიან შემეტყო? გავბრაზდი უპასუხისმგებლობაზე. ულამაზესია და'' ცეცხლს ეთამაშება''.

_ ისე, მოშვებული, ნაოჭაყრილი კანი ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც 35 წლის ზემოთ იჩენს თავს იმ ქალბატონებთან, რომლებმაც ექიმის მეთვალყურეობის, ვარჯიშის, ცურვის, სირბილის გარეშე დაიკლეს განსაკუთრებულად დიდი წონა.

_ ასეა, ეს პრობლემა იმ ქალბატონებსაც აწუხებთ, რომლებმაც პირველებმა გაბედეს და  ლიპოსაქცია მისი გამოჩემისთანავე გაიკეთეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენს პლასტიკურ ქირურგებს შეურაცხყოფა მივაყენო, რადგან ამ ინოვაციური მეთოდის გამოჩენის პირველ წლებში ეს პროცედურა ( თუ ოპერაცია?) გაცილებით დაბალ დონეზე ტარდებოდა. მსოფლიო მედიცინამ უბრალოდ არ იცოდა მეტი. მაშინ ყველა პაციენტს აფრთხილებდნენ, რომ წონის მომატების და ხელახალი დაკლების პირობებში, მას აუცილებლად შეაწუხებდა ეს უზარმაზარი პრობლემა _ მოშვებული კანი. ოღონდაც, სილამაზის იოლი გზების ძიებაში, ძნელად თუ ფიქრობ შედეგებზე.

ამ პრობლემის, მოშვებული, ჩამოკიდებული კანის მოშორების ყველაზე სარისკო გზა, ისევ პლასტიკური ქირურგიაა, რადგან საკმაოდ რთულია ასეთ დროს სხეულს ბუნებრივობა შეუნარჩუნო, მეორე გზა კი აქ არის, სტიმულში. 

_ რამდენად შესაძლებელია სტიმულში ასეთი პროცედურების გაკეთება და რა შედეგები მოაქვს მას?

_ არავის ვურჩევ ფიზიკური დატვირთვის, ჯანსაღი კვების გარეშე წონაში დაკლებას. თუ ადამიანს საშუალება არა აქვს, რომ ექიმთან მივიდეს წონის პრობლემის გამო, ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ფეხით ისეირნოს სუფთა ჰაერზე, რადგან არასწორად წონაში დაკლებას საშინელი შედეგები მოაქვს და ეს დაძენძილი, ჩამოკიდებული ქსოვილი, უხეშად რომ ვთქვა, გაცილებით რთულად’’დასაშტოპკი’’ ხდება და მისი აღდგენაც გაცილებით დიდ პერიოდს მოითხოვს, ვიდრე ამას წონის დასაკლებად დაგეგმილი, თანმიმდევრულად დაწყებული, აწყობილი  პროცესები საჭიროებს. ეს განსაკუთრებით რთულია ბალზაკის ასაკს გადაცილებულ ქალებში.

_ თამუნა, რაკი უხილავი ვარ, გულახდილობაც შემიძლია. ბოლო ხანებში წონაზე მეტად ეს მოშვებული კანი მაწუხებდა, რომელსაც მე სიბერის კანს ვეძახი.

_ როგორ ფიქრობ, რატომ მოიგონეს მეცნიერებმა ის მეთოდი, რომლითაც სტიმული ხელმძღვანელობს?

_ მე მეკითხები თამუ? J იმიტომ რომ გავახალგაზრდავდეთ, იმიტომ, რომ სილამაზე მხოლოდ სიგამხდრე არ არის.

_ კარგი მოწაფე ხარ. მართალი ხარ ნაწილობრივ, რადგან ეს მეთოდი სწორედ იმიტომ  გახდა მეცნიერთა კვლევის საგანი, რომ მაშინ დაეხმარონ ადამიანებს, როდესაც მათ ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები იწყება. ეს მეთოდი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ როგორც ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გამოგონილი მეთოდი. ამ პროცედურებსაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ ის ენერგეტიკა და ბიორიტმი შევუნარჩუნოთ ჩვენს პაციენტებს რაც ახალგაზრდობაში ჰქონდათ. რა მნიშვნელოობა აქვს გამხდარი  ხარ თუ მსუქანი, როდესაც ძალიან დიდი ბოდიში და ‘’ჩაფუშულ ტომარას'' გავხარ? ჩვენ ხომ პრეტენზია იმაზე გვაქვს და ახლაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქალები ვიყოთ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს, ასევე სამწუხაროდ, არ არის აუცილებელი, რომ ყველა აქ მოვიდეს, მაგრამ ვინც ჩვენთან არ მოდის, ვინც არ ვარჯიშობს, ჯანსაღად არ იკვებება, არ ცდილობს გალამაზდეს, მან იცოდეს რომ ის შეგუებული, დანებებული, ხელებდშვებული ადამიანია თუნდაც იმ ადამიანებისაგან განსხვავებით, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებულ უდიდეს სიკეთეს საკუთარ თავზე ჩვენი დახმარებით შეიგრძნობს.

_ ჩაგეკითხები... მაგრამ ამ ‘’დაძონძილი’’ სხეულისთვისაც ხომ არსებობს საშველი?

_ გავიმეორებ ისევ: ძალიან გვიჭირს და ძალიან დიდი დრო სჭირდება აღდგენას, ვიდრე ხელუხლებელი სხეულის ფორმაში მოყვანას, გალამაზებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.

ქალი შეიძლება თავს უვლის, მაგრამ რა დონეზე იცის ქალმა თავის მოვლა, როგორი გემოვნების ქალია ესეც ემჩნევა. ქალმა ისე უნდა მიხედოს თავს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მის სილამაზეში ვინმე ჩაერია. ეს არის მაღალი გემოვნება. მე მინდა, რომ ჩემი ქალები ასეთები იყვნენ, იმისთვის,  რომ ყველგან, თუნდაც საცურაო კოსტუმში, ზღვაზე, ვერავინ მიხვდეს, რომ მისი სილამაზე ჩარევისგანაა. ჯანსაღი, ბუბნებრივი, ახალგაზრდული სხეული, ეს არის ჩემი მიზანი...

_ მე დაძონძილი ვარ?

_ არა.

_ ნარცისი?

_ არა, შენ ქალი ხარ!


ღმერთო, როგორი კომპლიმენტი მივიღე!!! J

Комментариев нет:

Отправить комментарий