მე ჩემი თავი კარგი დიასახლისი მეგონა, მაგრამ ნურას
უკაცრავადო, მითხრა ჩემმა ბედისწერამ, როცა ჩემი ორივე ყურით მოვისმინე ერთი ძალიან
კარგი ქალბატონისაგან, თუ როგორ ემზადება საახალწლო სუფრის გასაწყობად.
სულგუნი და ნადუღი სამეგრელოდან ჩამომაქვსო. იმ სოფლის
სახელიც მითხრა, რომელიც მხოლოდ ჩვენი გაძევებული პრეზიდენტის ბიოგრაფიიდან მსმენია...
სულგუნი რომ მეგრელებისაგან უნდა იყიდო ეს ისეთი ''ჭეშმარიტებაა'', ამის მიზეზს ახსნა არ
სჭირდება... ჰოდა, გააგრძელა...
დედლები და წიწილები იმერულიო, რადგან ის ოჯახი, რომლისგანაც
ვყიდულობ, მხოლოდ იმერული, უსასუქო სიმინდით ზრდის ფრთოსნებს, ჰოდა ისრიმაყვალში ჩაწყობილ
წიწილს რა ფასი აქვს, თუკი წესიერად ნაკვები არ იქნაო. მეგონა ქათმებზე საუბარი აქ
დასრულდენოდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ვარ... კარგი დედალი მისი ბუმბულით გამიცნობაო...
სიმინდით გაზრდილი ქათმის ბუმბული, სხივიანიაო, ბრწყინავსო.
გოჭი მეთქი? ჩავეძიე... ახლა ვნანობ, რადგან ამაზე ისეთი
პასუხი მოვისმინე, მეეჭვება კიდევ ოდესმე თავს უფლება მივცე და გოჭის ხორცი ისევ გავსინჯო.
თურმე გოჭებს, აქვე, დუშეთთან აზრდევინებს ერთ სანდო
ოჯახს. სანდოობა კი იმაში სჭირდება, რომ ეს ნდობით აღჭურვილი ოჯახი გოჭებს ძალიან ‘’მკაცრად’’
ექცევა, არ აძლევს საკუთარი, საკმაოდ მოზრდილი ზომის გაკრიალებული სადგმომიდან გამოსვლის
უფლებას. ამ გზით მათ, გოჭებს, საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ, სისუფთავეში კოტრიალი,
სუფთა საკვების თქვლეფა და ღრუტუნი უწევთ... და ამის გამო განსაკუთრებულად გემრიელებიც
არიან. J
მე იმერელი ვარ და ცოტა გული დამწყდა, მხოლოდ ქათმებით
რომ შემოიფარგლა ''წლის დიასახლისი'', ამიტომაც იმერული ხაჭაპური გავიხსენე.
უიო, აბა რაო! იმერული ხაჭაპური დუშეთში და მანგლისში
ამოყვანილი ყველით ვის უნდაო? ყველი მხოლოდ
საჩხერისო!
ასეთი ''ჭეშმარიტებები'' სხვებიც ჩამოთვალა:
თაფლი შატილიდანო!
ნიგოზი და ლობიო რაჭიდანო!
ეკალა და პრასი იმერეთიდანო!
ბადრიჯანი და სხვა ბაღჩეული აგერ, საგარეჯოდანო! თურქული პომიდორი არ გამაგონოთო!
მწვანილი
ჩურჩხელა კახურიო!
...
ღვინოზე არაფერი უთქვამს... ღვინოს, დარწმუნებული ვარ, მისი მეუღლე შეარჩევს.
თეთრს კახურს, შავს კი რაჭულს!
დაილოცოს ჩვენი ქვეყანა!
ღმერთმა ყველა საქართველოს მოქალაქეს მისცეს მსგავსი
ბარაქის საახალწლო სუფრაზე მიტანის საშუალება!
მაინც რატომ გვიყვარს ახალი წელი?
ამ ასუბრმა მაფიქრებინა, რომ
საახალწლოდ განვლილის შეჯამება ხდება... შეჯამება, რომელსაც
სუფრის მრავალფეროვნებით გამოვხატავთ...
სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი დიასახლისი ვერ გაშლის 2016–ის
პირველ სუფრას ისეთს, როგორსაც ამას მისი გემოვნება და სურვილები კარნახობს,
რადგან ამ სუფრით
ჩვენ მხოლოდ ჩვენს გავლილ ნაბიჯებს კი არ ვაჯამებთ, არამედ ჩვენი ქვეყნის გადადგმულ
ნაბიჯებსაც.
თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ერთნი ვართ?
დიახ, წინ ახალი წელია. დედაქალაქი ზიმზიმებს, მე კი
მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აუცილებლად გავიკეთებ სხეულის საკორექციო პროცედურას
სტიმულში, თავს უფლებას ვეღარ ვაძლევ გესაუბროთ დიეტაზე, ვარჯიშზე ან ცელულიტზე...
ხვალ მექნება 2015 წლის შეჯამება!
ვნახოთ რა მიღწევები მაქვს უკვე თითქმის გასულ წელს!
ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ''მსუქანს'' უკვე 10 000 მკითხველი ჰყავს!
ალბათ უმრავლესობაში ქალბატონები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, მამაკაცებიც იჭყიტებიან აქ მალულად!
ხვალამდე!
10 000 !!!! magari msuqani xar shen!
ОтветитьУдалить