უნდა შევიცვალო წესები!
ეს რჩევა არავის მოუცია ჩემთვის,
მაგრამ ის, რაც ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მითხრა ამ დილით, სხვა არაფერი იყო თუ არა რჩევაც,
დარიგებაც და თხოვნაც.
მამის ხელიდან ჭეშმარიტი რწმენისათვის მოწამოებრივი სიკვდილით
აღსრულებული ქალწულის, ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, ანუ დღეს დილით, წამოვფრინდი
საწოლიდან თუ არა, პირველი რაც გავაკეთე, სამზარეულოსკენ გავიქეცი და ორი მოზრდილი ლობიანი
15 წუთში უკვე ღუმელში ცხვებოდა. მერე გულდამშვიდებუულმა,
რომ ოჯახს მივხედე, წყალი გადავივლე და საბანაო ხალათში გამოწყობილმა ცხელი, ორთქლადენილი
სინი გაზქურიდან მაგიდაზე დავდგი. ჩემი შვილიც გავაღვიძე. მერე მივხედე თავს, ჩავიცვი
და როცა ჩემი გაკეთებული ლობიანი გამახსენდა, მივხვდი, რომ მისი სუნი მხოლოდ მე მხიბლავდა
და სხვას არავის...
_ დე, არ საუზმობ? _ ვიკითხე ნაწყენმა.
_ იოგურტი ვჭამე დე, _ მივიღე პასუხად.
გავნერვიულდი, მეწყინა, გავბრაზდი კიდეც, მაგრამ არაფერი მითქვამს.
_ გეწყინა დეე? _ მესმის უცებ.
თანხმობის გარდა რაღა დამრჩენია? მე ხომ მისთვის მოვინდომე... გუშინ საკმაოდ გვიან მივედი სახლში, დავადგი ლობიო, მოვხარშე, გავამზადე გულსართი,
სანამ ლობიო იხარშებოდა, ფენოვანი ცომი მოვამზადე, ვაბრტყელე, ვკეცე, ვაბრტყელე, ვკეცე,
მერე ისევ... მოკლედ, ვიწვალე და ჩემი ბებიების, ნინას და თამარას ჩვენს ოჯახში დამკვიდრებული
ტრადიცია არ დავარღვიე, ეს კი იოგურტიო, მეუბნება.
_ ვაი დეე, შენ დედობისთვის ხარ განწირული! _ მომეხვია
ჩემი შვილი თბილად, სიყვარულით...
არადა, ბებიაჩემი ნინა, ბარბარობა დღეს ვინმეს რომ დაგვიგულებდა
სადმე სტუმრად წასულს, პირველი ამას კითხულობდა: ‘’როგორი ლობიანით გიმასპინძლეს, ბებო, (სიტყვაზე) ნიკურაძეებმა?
თამარა მთლად
ასეთი ჩაკირკიტებულიც არ იყო, მაგრამ მას მეორე უკიდურესობა ახასიათებდა: ის არასდროს
კითხულობდა ვისი ლობიანი, საცივი, გოზინაყი და ა.შ. იყო მის მომზადებულზე უკეთესი,
რადგან მასავით, მისი მტკიცე რწმენით, ვერავინ ამზადებდა ვერც ერთ სადღესასწაულო ნუგბარს.
ჰო... ჩვენ ასეთ ოჯახებში გავიზარდეთ, ბებიაჩემებმა
დარწმუნებული არა ვარ, რომ ილიოპოლელი ბარბარეს, დიოსკორეს ასულის სულისშემძვრელი ამბავი კარგად იცოდნენ ( ან იცოდნენ და ვცოდავ), მაგრამ ხალხში გავრცელებულ წესებს კი გულმოდგინედ
იცავდნენ.
მე კი გადავწყვიტე, რომ წესები შევცვალო.
ჰო, ყველა წესი, რომელიც ჩემი ოჯახის კვებას შეეხება,
უნდა შევცვალო.
უნდა გავიაზრო და დავიჯერო, რომ შვილებზე ზრუნვა სულაც
არ ნიშნავს იმას, რომ დაუსრულებლად ვუცხო, ვუხრაკო ათასგვარი ნუგბარი. უნდა დავიჯერო, რომ დღესასწაული სხვაგვარადაც შეიძლება, რომ ლამაზად აღნიშნო.
თუნდაც ისე, როგორც ეს დღეს თამუნამ აღნიშნა ‘’სტიმულში’’
დღეს აქ ჭეშმარიტად სადღესასწაულო განწყობაა. მხატვარ
ნინო ფერაძის ხელით, სპეციალურად ბარბარობის დღესასწაულისთვის ანგელოზებით მოხატული
ნაძვის ხის ფერად-ფერადი ბურთები, გოგონების განწყობა... ამას გარდა უზარმაზარი საჩუქარი ქალბატონებს, ''20+10 სტიმულისაგან'' ანუ 30 პროცედურის ვაუჩერი 20 პროცედურის ფასად, აქცია, რომელიც 25 დეკემბრამდე იქნება ძალაში. (ამ ლინკზე უფრო დაწვრილებითაა ამის შესახებ:
და სტიმულის სამზარეულოს მაგიდაზე
ერთი დიდი, არა უზარმაზარი, ლობიანი. J
მეღიმება ლობიანის დანახვაზე. ანუ, ჩემი დილანდელი რადიკალიზმი
სულაც არ არის გამართლებული?
როგორ, დიეტაში ლობიანიც გვაქვს? J
დავიღუპე, მგონი გაბავშვება დამეწყო, რადგან სრულიად
მარტივ საკითხებზე ვმერყეობ პატარა გოგონასავით.
აი რატომ უნდა გყავდეს ექიმი, როდესაც დაავადებას ებრძვი.
აი, რატომ უნდა გყავდეს მრჩეველი, როდესაც პრობლემა
გაქვს.
აი რატომ უნდა დასვა შეკითხვები, როდესაც გრძნობ, რომ
ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებ.
თამუნა მეუბნება, რომ დღესაც და სხვა ყველა დღესასწაულზეც,
სრული უფლება მაქვს სადღესასწაულო ნუგბარი მივირთვა. რომ ასე, შესაძლოა 300 გრამით მოვიმატო,
მაგრამ სამაგიეროდ გადავირჩინო ფსიქიკა. J
_ ოღონდ, მოზომილად!
_ მომძახის მერე. განა ბოლომდე გაგახარებს
ეს სოფელი? J
ვწევარ ‘’ტაფჩანზე’’ და სხვა პაციენტებს ვესაუბრები.
მაინც რა სურთ ქალებს?
იმის მიხედევით თუ ვიმსჯელებ, რაც აქ, ჩემს თვალწინ,
‘’სტიმულში’’ ხდება, ქალებს
სიცოცხლე უნდათ.
ამიტომაც შრომობენ სახლშიც, სახლის გარეთაც და ახლა
უკვე სხვა ქვეყნებშიც.
ქართველ ქალებს ლამაზი სიცოცხლე უნდათ!
ამისათვის დავდივართ ‘’სტიმულში’’,
ამიტომ დავრბივართ ჩვენს მტვრიან ქუჩებში...
ამიტომ ვუვლით ჩვენს შვილებს და დილაუთენია, ამიტომაც
ვამზადებთ ლობიანებს.
ამიტომ ვადებთ სალბუნს უცხო მიწებზე დაავადებულ მოხუცებს.
ამიტომ ვუმღერივართ უცხო რჯულის ბავშვებს ჩვენს იავნანას.
ამიტომ ვაღწევთ წარმატებებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში.
ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ოდესმე, ეგებ მალეც, ჩვენი მამაკაცები იმდენ
ღონეს მოიცემენ, რომ მათზე დაყრდნობის, დასვენების უფლება მოგვეცემა,
ჩვენ ჭეშმარიტების ძიებაში ვართ... ამიტომაც გვიყვარს ჭეშმარიტების მაძიებელი წმინდა მოწამე, ქალწული ბარბარე, მამის მახვილის
ქვეშ თავდადებული.
ეგებ ამიტომაც ვამბობთ, რომ დღეს ბედობაა, მიუხედავად
იმისა, რომ ეკლესია ამ აზრს ეწინააღმდეგება?
ვენაცვალე ჩემი ბებიების სულს! ისინი ჭეშმარიტად ქართველი ქალბატონები იყვნენ და არაფერი ეშლებოდათ!
ხო, მართლა... არც ერთი არ იყო ჭარბწონიანი. J
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს!
‘’სტიმულის’’ ყველა თანამშრომელსაც გულითა და სულით
ვულოცავ.
მარად თქვენი, იმედია, დროებით მსუქანი. J
Комментариев нет:
Отправить комментарий