среда, 23 декабря 2015 г.

ლამაზი და ტანადი საახალწლოდ





ეს ულამაზესი ნაძვის ხე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში რთავდა და კაზმავდა ჩვენი ექიმი, სხვა, ასეთივე გაპრანჭული ნაძვის ხეების კონკურსში იღებს მონაწილეობას.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უკვე ორი დღეა, ''სტიმულში'' სხვა თემა აღარ განიხილება.

ჰოდა, ჩვენ ამ თემაზე ჩვენი ''ვერდიქტიც'' გვაქვს :)

ჩვენი თამუნას ნაძვის ხე, ყველას ჯობია!

ეს ''ყველა'' კი ცოტა არ გეგონოთ, ამ  ''გიჟურ'' კონკურსში ხომ ასამდე ყელმოღერებული ნაძვი იღებს მონაწილეობას.

არც ჩვენ ვართ ცოტა... 

რამდენი ვართ სტიმულის პაციენტი? 


სამწუხაროდ, არ არსებობს სტატისტიკა, მაგრამ ჩვენ,  საქართველოს ყველა გონიერი მოქალაქე ქალის ნახევარს მაინც წარმოვადგენთ :) მე კი ვცდილობ, მეორე ნახევრამდე, ვინც ჯერ არ იცის, მივიტანო ის ინფორმაცია, რომ ჩვენ ვარსებობთ. :)


დიახ, ჯერ მთელი დუნია ჩვენა არა ვართ, მაგრამ ვინც ვართ, მხოლოდ ამ ნაძვის ხეზე ვსაუბრობთ და აღარავის, არც ერთ ჩვენგანს აღარ გვახსოვს, რომ წინ დიდი, ''მაიმუნური,'' ახალი წელი მოგვდგომია, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს გადაგებული ადამიანისთვის  ''სასტიკი განსაცდელის მოახლოებას'' ნიშნავს.

ჰო, აბა რა, წარმოიდგინეთ რამხელა განსაცდელები გველის წინ!

ჩურჩხელა,

გოზინაყი,

საცივი,

გოჭი,

თევზეული, 

წიწილები,

ვარიები,

ხაჭაპურები...

ხორცები, 

ცომები,

ტკბილები,

მწარეები,

ქართულები,

ევროპულები,

აზიურები...

თქვენ ხომ იცით როგორი მაგრებიც ვართ ქართველი ქალები. ჩვენ უკვე ისე დავვაჟკაცდით, აფრიკული ნაციონალური კერძებისგანაც ოც წუთში გაგიწყობთ სუფრას...

ჰოდა...

აი, ვზივარ, თქვენთვის მოსაწერ ''უსტარს'' ვაკაკუნებ და საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ ჩემი საუზმეზე და სადილზე მიღებული მცირედი ულუფის მიუხედავად, სულაც არა ვარ იმ კერძების ჩამონათვალისგან აღფრთოვენებული, რომელიც აქ ჩამოგიწიკწიკეთ, რადგან,

ჩემი საახალწლო განწყობა ამ ჩამონათვალის გარეშეც დიდებული გახლავთ, 

დღეს ჩემს წინასაახალწლო განწყობაზე, მიუხედავად იმისა, რომ წონა ისევ გაჯიუტებული მაქვს, ეს არაჩვეულებრივი ნაძვის ხეები ზრუნავენ.

მგონი დღეისათვის სულ ეს იყო.

P.S.

გადადით ამ ლინკზე, 


დაათვალიერეთ თქვენც ეს ნაძვის ხეები ... მოიწონეთ მოსაწონი, გაიხალისეთ ცხოვრება.... 
ჩვენი ნაძვი, თამარ იდუკასვილის ნაძვი, მეჩვიდმეტეა. :)








Комментариев нет:

Отправить комментарий