დავიღუპე, წონა გამეჭედა!
J
_ რატომ, რა ხდება?! ვეკითხები თამუნას შეშინებული.
_ დამშვიდდი! _ ვიღებ
პასუხად.
_ გუშინდელი ‘’ჩვენების’’
შემდეგ გეძინა? _ მეკითხება უცებ.
_არა, არც გუშინ მძინებია
და არც გუშინწინ, ვინერვიულე, როგორც ჩანს, ამ ‘’ჩვენების’’ წინ.
_ ჰოდა, ამიტომაც
იყავი შეშუპებული? მეც არ გამიკვირდა?! კი, მაგრამ, რა განერვიულებს, ორ კვირაში თითქმის
შვიდი კილო გაქვს დაკლებული, უკეთესი შედეგი არ არსებობს... არა, რაღაცაშია კიდევ საქმე...
ვფიქრობთ! J
_ გუშინ რა ჭამე?
_ მეკითხება უცებ.
ოოო, ეს ეჭვია! თამუნასგან
არ ველოდი, მაგრამ იმდენჯერ გაუცრუეს, ალბათ, იმედი, რომ უფლება აქვს ეს იკითხოს.
_ შვილებს გეფიცები
მხოლოდ სტიმულის საკვებს ვჭამ! _ ვირცხვენ თავს ამ უაზრო დაფიცებით.
სასაცილოა, ხანდახან
ჩემში, თბილისში დაბადებულ, კარგ ოჯახში აღზრდილ ქალში, ჩემი შორეული წინაპარი იღვიძებს
და ნამდვილი თავწაკრული, იმერელი ქალი ვხდები. ჰოდა, მართალია არც თავზე მაქვს რამე
წაკრული და არც ‘’ფართუკი’’ მიკეთია, მაგრამ ხელებს ნამდვილად ვიშენ მუხლებზე და ცოტაცაა
და სახესაც ჩამოვიხოკავ.
_ ე.ი. რაღაც უნდა
შევცვალოთ _ ღმერთო, რა მშვიდია ეს ქალი! მერე ცოტა ხანს ფიქრობს და მიცხადებს _ მოდი
კვერცხის რაოდენობა შევზღუდოთ მენიუში. კვირაში ორჯერ დავტოვოთ, თითო ცალი.
ჰოო, ეს გადაწყვეტილება
საშინელი ტრაგედიის ტოლფასია, რადგან ეს ერთ ნახევარი, შუაზე გაჭრილი კვერცხი, რომელსაც ნინო ასე ლამაზად მოგვართმევს ხოლმე, მთელი
დღის ენერგიას მმატებს. ან ეს ჩემი სუბიექტური ფიქრია და სულაც არაფერი დამაკლდება
თუკი კვერცხს ხაჭოთი ან სულაც თევზით ჩავანაცვლებ, მაგრამ ხომ უნდა ვინერვიულო რამეზე?..
ჰო, რა მადარდებს?
წონა გამიჩერდა თორემ ხომ არ მომიმატია?
_ ერთი წუთი მოდი
ჩემთან, _ მეძახის ისევ თამუნა, მერე ჩურჩულით აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ
მხოლოდ ქალები ვართ _ ციკლის დღეები როდის გაქვს?
ევრიკა!!! აი, რატომ
გამიჩერდა წონა, ეს ხომ ბავშმაც იცის, რომ წინამენსტრუალური პერიოდი ყველაზე მძიმე
პერიოდია წონის დაკლების თვალსაზრისითაც.
_ აი, რატომ იყავი
გუშინაც შეშუპებული. არა უშავს, ამასაც გადავიტანთ... ''მოვა'' თუ არა, მაშინვე დაცხრები
და წონაც დაიძვრება. ჩვენ კი მანამდე საკვებით, უმარილო დიეტით შევუწყოთ ხელი... და
იმედია დღეს მაინც დაიძინებ.
_ ძილის წამალი ხომ
არ დავლიო? _ გენიოსი ვარ! J
_ არა, არა, ძილის წამალი არ გინდა, უბრალოდ აღგზნებული ხარ.
ჯერ ერთი ეს ‘’ჩვენება’’ გქონდა, მერე ფოტოები უფრო ახლო რაკურსით გადავიღე და ამაზე
ინერვიულე, მერე წინამენსტრუალური პერიოდი გაქვს... გაიაზრე ეს ყველაფერი, მიხვდი,
რომ ახლა წონისთვის ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში გადახვედი და გამოიძინებ
კიდევაც J
_ რატომ ყველაზე მნიშვნელოვანში?
_ იმიტომ, რომ პირველმა
აღფრთოვანებამ გაგიარა და მიხვდი, ეკლიან გზას დაადექი,
იმიტომ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა
და აი ამდენი ადამიანის წინაშე გახდომა გადაწყვიტე, იმიტომ რომ, ზუსტად იცი, მე შენ
გენდე, შენ კი მე.
_ ჰო და შენ მშვიდი
ხარ, მე კი მოვკვდი დარდით. J
_ იმიტომ, რომ მე
30 წელია ამას ვაკეთებ, შენ კი ისეთი პაციენტი ხარ, რომელიც სრულიად მემორჩილება.
მე ვიცი, რომ ფინალი კეთილი გვექნება, შენ კი პირველად გადიხარ ამ გზას.
ჰო, მართალს ამბობს
თამუნა... ვერ შევედავები, პრინციპში დამამშვიდა
კიდეც, მაგრამ ეს წონის შეჩერება მაინც არ მომწონს, რაღაც განსაკუთრებული მინდა რომ
ჩავიდინო!
განტვირთვის დღეს
მოვიწყობ... მაგრამ ეს უნდა ვუთხრა თამუნას?
ვყოყმანობ.
ჩემში ის ‘’გენიოსი’’
იღვიძებს, რომელიც ყველა ქართველშია ჩასახლებული და იქიდან ამოხტომას ლამობს.
მოდი
ხვალ მთელი დღე ერთ ჭიქა, მოხარშულ ბრინჯზე ვიქნები...
არა, მოდი ხვალ მთელ დღეს ვაშლის
ხრაშუნში გავატარებ...
ან ეგ ძალიან გამიჭირდება, მოდი არაჟნის დღეს მოვიწყობ,
თუ... თუ წყალი ვსვა? ხო, კარგი აზრია, გამოხდილი წყალი დილიდან საღამომდე...
ღმერთო ჩემო, რა ვქნა?
_ თამუ, _ ვუცუცქდები
თამუნას. ზემოდან დავყურებ, იმიტომ, რომ მასზე გაცილებით მაღალი ვარ, მაგრამ ჩემი სიმარლისა
და წონის მიუხედავად, მაინც პატარად ვგრძნობ თავს, _ თამუ, აი როდესაც შენთან ისეთი
გენიოსი მოდის, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველა საკითხში ერთნაირად კომპეტენტური და
მაგარია ( პოლიტიკაშიც, დიეტოლოგიაშიც, მედიცინაშიც, კიდევ გინეკოლოგიაში გიკითხავს
ლექციას,) როგორ ახერხებ მასთან ურთიერთობას? _ ვეკითხები, მაგრამ თან ცოტა არ იყოს
მერიდება, რადგან არასერიოზულ ნოტებს ვგრძნობ ამ კითხვაში. ოღონდ პასუხი მანცვიფრებს.
_ თავიდან მიჭირს
ხოლმე ასეთ ხალხთან ურთიერთობა, _ სრული სერიოზულობით მეუბნება თამუნა_ მაგრამ
მოთმინებას ვიკრებ, ენერგიას არ ვზოგავ და ბოლოს, შედეგად, ჩვენ ყოველთვის ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობა
გვიყალიბდება. მერე უკუპროცესები იწყება... ჯერ მე მასწავლიან, მერე კი ისეთ რაღაცეებსაც
მეკითხებიან, რომელიც ჩემთან არაფერ შუაშია.
_ ანუ ‘’ქაჯეთი’’
და ‘’აუღებელი ციხესიმაგრე’’ არ გყოლია არასდროს?
_ არა, ქალი არის
საოცარი არსება _ საოცარი, საკმაოდ მდიდარი სულიერი და ჰორმონალური ორგანიზმით.. მასზე
საინტერესო ქმნილება მე ვერ წარმომიდგენია... ორი ერთნაირი ქალი მე არ მყოლია... მათ
საოცარი სიღრმეები, დინებები აქვთ, საოცარი ემოციები, სიხარულიც ხვანაირი იციან, პატარა
რაღაცით ბედნიერდებიან... სამწუხაროდ პატარა რაღაცეები ტეხავთ კიდეც.
რა კარგია ამისი მოსმენა...
ჰოდა, სულ სხვა რაღაც მაინტერესებდა და სულ სხვა რაღაცას ვეკითხები თამუნას_ ეს აპარატები ხომ ქალებისთვის არ არის მხოლოდ მოგონილი?
_ არა, კაცებისთვისაცაა,
მაგრამ ჩვენ არ ვმუშაობთ მათთვის.
_ რატომ?
_ მათ არა აქვთ ცელულიტი.
მათ მარტივად შეუძლიათ ‘’ფაშვოთერაპიის ‘’ჩატარება _ ნაკლები ჭამონ, ნაკლები დალიონ.
მათ სხეულს კორექცია არ სჭირდება იშვიათი შემთხვევების გარდა, მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებშიც
მე კაცების ენერგია აღარა მაქვს. მე ამოწურული და გამოწურული ვარ.
დავიღუპე მეთქი, ხომ
ვამბობდი?! ენერგია აღარ მაქვსო?!
_ უჩემოდ არ გაიქცე,
_ მეუბნება წამოსვლამდე თამუნა. მერე თვალებში
მიყურებს და მეკითხება _ რამე სისულელეს ხომ არ ჩაიდენ? ხომ დაიმშვიდებ თავს, გამოიძინებ
და იმ კვებას გააგრძელებ რომელსაც უკვე აკეთებდი?
როგორ ვეტყვი რაზე
ვფიქრობდი, მაგრამ... გავგიჟდიიიი! როგორ მიხვდა? J
ჰო, ცხოვრებაში ყველა
ადამიანს უდგება მომენტი რომელსაც მე განწირულების ჟამს ვუწოდებ, როდესაც ადამიანი
სტრესული სიტუაციის გამო მგრძნობელობასაც კარგავს, ვეღარც საკუთარ სხეულს უსმენს და
აღარც ტვინი უმუშავებს. ჰოდა, ასეთ წუთებში, არ არის საჭირო შენი გენეტიკა აკრიტიკო, უბრალოდ, დახმარება უნდა ითხოვო. მე დახმარება
‘’სტიმულს’’ ვთხოვე. J
ხვალამდე!
Комментариев нет:
Отправить комментарий