დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა,
შეჯამების დღე!
ორი კვირაა გაუჩერებლად ვლაპარაკობ J
დღეს კი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად J
დღეს სიტყვაძუნწი ვიქნები!J
ვინც ახლა შემოგვიერთდა, მათ გასაგონად ვიტყვი რომ:
მსუქანი ჩემი ფსევდონიმია და მე თქვენს თვალწინ ვხდები.
თქვენ არ იცით ვინ ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუკი
ბლოგის მნახველების რაოდენობით ვიმსჯელაბთ (ამ ციფრმა კი უკვე 9 000- ს ადამიანს მიაღწია), ამას
ხელი არ შეუშლია იმ საყოველთაო ინტერესისთვის, რომელიც მე ჩემი პერსონით კი არა, პრობლემით და მასთან ბრძოლის გზების ძიებით გამოვიწვიე.
პრობლემას კი ჭარბი წონა ჰქვია და ის ჩვენი საერთო პრობლემაა.
როგორც ჩანს,სამწუხაროდ, ჩემი სახელიც, მსუქანი, საზოგადოა.
რაკი 40-ს უკვე გადავაბიჯე, ამ ასაკში კი ყველამ ვიცით,
რომ წონასთან გამომშვიდობება განსაკუთრებით რთულია, გადავწყვიტე დახმარებისთვის ექიმისთვის
მიმემართა და ''თბილისური წესის’’ თანახმად, ჩემთვის საჭირო ექიმის ძებნა დავიწყე.
ექიმი ჩემი ორი ჩანაფიქრის განხორციელებაში უნდა დამხმარებოდა:
პირველი _ ჩემი წონა უნდა წასულიყო კლებისკენ საკმაოდ
სწრაფად (რადგან დრო ძალიან მენანება სიმახინჯეში საცხოვრებლად დავხარჯო).
მეორე_ წონის კლებას არ უნდა გამოეწვია ‘’ჩამოძონძვა’’
J ანუ ექიმი ჩემი სხეულის დაკარგული ფორმების აღდგენაში
ისე უნდა დამხმარებოდა, რომ სხეულზე კანი არ მომშვებოდა... პირიქით, ის უნდა დამხმარებოდა ჩემი, უკვე მოშვებული კანის აღდგენაში, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი ორგანიზმის რესურსი მისცემდა.
ასე მოვხვდი წონის კორექციისა და სილამაზის სერვისში
‘’სტიმული''. ეს ლინკი ამ ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე გადაგიყვანთ,
ანუ მოვხვდი იქ, სადაც ჭარბ წონას სრულიად ინოვაციური მეთოდებით
ებრძვიან,
პარალელურად კი ამ ბლოგის, ‘’მსუქანი,’’ გაკეთება გადავწყვიტე.
ბლოგერობა და მკურნალობა ერთად. J
ეს ბლოგი ნამდვილად აღმოჩნდა ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო, რადგან ბლოგის
მნახველების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩემი პასუხისმგებლობაც იზრდებოდა.
ეს იყო პირველი დღე:
ახლა კი ვნახოთ ორკვირიანი პროცედურებისა და დიეტის
შედეგები ‘’სტიმულში.’’
ჩემი საწყისი
წონა, ორი კვირის წინ
ორი კვირის შემდეგ
პარამეტრები:
დაიაფრაგმა: საწყისი _100სმ. ახლა 87სმ.
წელი: საწყისი_111სმ. ახლა 91სმ.
მუცელი:საწყისი_119სმ, ახლა– 96სმ.
თეძო: საწყისი_128სმ. ახლა_ 111სმ.
მკლავი საწყისი_38სმ. ახლა_ 35სმ.
სიმაღლეში იგივე დავრჩი J
ეს ჩემი ღიპია სტიმულამდე,
ეს კი სტიმულთან ერთად გატარებული ორი კვირის შემდეგ
ეს ჩემი ზურგია სტიმულამდე
ეს კი სტიმულთან ერთად ''ბრძოლის'' შემდეგ
მაქსიმალურად ვეცადე, რომ ზუსტად იგივე პოზაში დავმდგარიყავი სურათის გადაღების დროს, მაგრამ არც მე და არც ჩემი ექიმი თამუნა, რომელიც ამ სურათებს მიღებდა და რომელიც ვაჟკაცურად ამყვა და რაც მთავარია მენდო ჩემს წამოწყებაში, წონაში დამეკლო უამრავი ადამიანის თვალწინ, პროფესიონალი ფოტოგრაფები არ ვართ, მაგრამ როგორც შევძელით მგონი აქაც თვალნათელია სხვაობა.
ანუ ჩემი ორკვირიანი დაბალანსებული დიეტის, ''სტიმულში'' ჩატარებული პროცედურების შედეგი გახლავთ მინუს 6 კილოგრამი და 700გრ. ცხიმი.
თუ ეს გეცოტავებათ, წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება 6კგ. და 700 გრ. კარაქის ნაჭერი (თუ ლოდი) J
რას ვგრძნობ J
ვგრძნობ საოცარ სიმსუბუქეს!
უკვე ვეტევი ერთი ზომით პატარა ტანსაცმელში. ( მე ხომ წელის გარშემოწერილობა 20 სანტიმეტრით შემიმცირდა).
ირგვლივ ყველა მეუბნება, რომ საოცრად გავხდი...
და იმასაც, რომ მეტი აღარ არის საჭირო J
ეს ძალიან მახალისებს, რადგან მხოლოდ მე და თქვენ ვიცით,
იმ ვიწრო ტანსაცმელის შიგნით, რომელსაც მე ვატარებ, რამხელა უბედურება იმალება. J
ისე გამოვიდა, რომ ახლა გარეთ მტერს ვუვსებ თვალებს და შიგნით მოყვარეს
J
თქვენ ჩემი მკითხველი, ჩემი ექიმი და ჩემი ‘’სტიმული’’
ჩემი მოყვარეები ხართ, ამიტომაც არ გაგიცრუებთ იმედებს.
დღეისათვის სულ ეს იყო.
მომწერეთ რჩევები, სურვილები...მომწერეთ რას ფიქრობთ...
ეგებ მეტს ელოდით ორკვირიანი ''ომისგან''?
ვამაყობ თქვენით, ძალიან მაგარი შედეგია!
ОтветитьУдалить