ამ ''შახიდი ქალის ქამარში'' როგორ გამოვიყურები არ ვიცი, მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ჩემი პირველი დღის შედეგი ორი კილოგრამი და ასი გრამი კლებაა!
დავფრინავ!
ალბათ პესიმისტები
და ყველაფრისმცოდნენი მეტყვიან, რომ ეს იოლად ასახსნელია, რადგან ორგანიზმი სითხისგან
გათავისუფლდა... მაგრამ მე ხომ პირველად არ ვარ დიეტაზე ასეთი შედეგი კი არასდროს მიმიღია.
რაც შეეხება ''შახიდის ქამარს'', რომელიც პირველ ფოტოდ გამოვჭიმე დღევანდელი ბლოგის თავში. ეს ახალი პროცედურაა, რომელიც მეორე ნაბიჯი იყო ჩემი წონის კორექციისათვის წამოწყებულ ბრძოლაში.
აპარატს საიდანაც ამ სადენებს გიერთებენ, მიოსტიმულატორი ჰქვია. მას პაციენტები სიყვარულით ძველ აპარატს ეძახიან. ძველი ამ შემთხვევაში კი გამოცდილს, სანდოს, საიმედოს ნიშნავს.
აი ასე გამოიყურება მიოსტიმულატორი.
პროფესიონალური ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან იშვიათად
იყენებენ, რადგან უბრალო ოპერატორი მასზე ვერ იმუშავებს. ეს აპარატი მხოლოდ იმ ექიმების
ხელშია ეფექტური, რომლებმაც კარგად იციან რას ნიშნავს აღგზნება და აღგზნების საპასუხო რეაქცია, ანუ კარგად
აქვთ შესწავლილი რეფლექსოთერაპია, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეუბრალებელია
და შეუძლია სასტიკად დაამახინჯოს სხეული. აქ ნებისმიერი პოზიცია მილიმეტრულ დონეზე,
ცოდნით და დიდი დაკვირვებით უნდა იყოს აწყობილი.
შეგაშინეთ? J
თამუნას მიხსნის თუ რა ხდება ჩემს თავს.
_ მიოსტიმულაციის აპარატზე პროცედურა შეგვიძლია შევადაროთ
ასკოლომეტრიან გარბენს, 18 მასაჟისტის გაკეთებულ ერთდროულ მასაჟს, ერთდროულად 20 ტრენაჟორზე
ვარჯიშს. რაკი ეს ასეა, შესაბამისად ნიშნავს, რომ პროცედურის დროს ორგანიზმში ძალიან დიდი სისხლის მიმოქცევა
ხდება იმისთვის, რომ ცხიმი დაიშალოს, ამიტომაც თუკი ამ პროცედურის შემდეგ საკვებს მაშინვე მიიღებ, უკუპროცესიც მალევე მოხდება.
ამ აპარატით ინტელექტუალური ადამიანისთვის ჩატარებული პროცედურა გახდომას, წონაში კლებას
ნიშნავს, არაინტელექტუალური ადამიანისთვის კი, რომელსაც ამას ვერ გააგებინებ, პირიქით
ეს შესაძლოა გასუქებაც აღმოჩნდეს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ამ პროცედურის შემდეგ
ორსაათიანი მშიერი შუალედის გაკეთების გარეშე საკვები დედის რძესავით გერგება.
_ მშიერი ორი საათი საკმარისია პროცედურის შემდეგ?
_ აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ ის მუხტი, რომელიც
ჩვენ ორგანიზმს მივეცით დაცხრეს და ორგანიზმმა საკვები კი არ შეისრუტოს, არამედ ნორმალურად
მიიღოს.
ერთი პროცედურაზე
800 კალორია იწვება. ეს კი ნიშნავს, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ ის ერთ დაკლებულ
კილოგრამად აისახება, ანუ სწორედ ამდენს დავიკლებთ იმ ორსაათიანი შუალედის დაცვის პირობებში.
ამას მე ინტელექტუალურ საქციელს ვუწოდებ
_ რამდენი ხანი სჭირდება პროცედურას?
_ ორი 35 წუთი, ანუ 70 წუთი.
_ და ამ მუხტს იმ ადგილებში უშვებთ სადაც განსაკუთრებით
ზედმეტია ცხიმი?
_ ამ პოზიციების შერჩევის მილიონნაირი ვარიანტი არსებობს.
ანუ ეს ინდივიდუალურია ადამიანის აგებულებისა და ცხიმის განლაგებისდა მიხდევით. ჩვენ
შესაძლოა ცხიმს საერთოდ არ შევეხოთ და მას კი არ დავადოთ ელექტროდი, არამედ პირიქით,
ალყაში მოვაქციოთ და აღგზნება გავატაროთ მისკენ, ან თუ დეფორმაციაა და ამის საჭიროებას
ვხედავთ, მსუბუქად შევეხოთ, რომ ცოტათი წინ წავწიოთ პროცესი. უთვალავი სქემა არსებობს
და როცა ჩვენ სწორი სქემით ვმუშაობთ, ამას პირველ რიგში პაციენტი ხვდება. შეცდომა ყოველთვის
შესამჩნევია. აქ საბოდიალო დრო არ არის, ამიტომ ზუსტად უნდა გავთვალოთ, მილიმეტრულ
დონეზე, ეს აპარატი შეუბრალებელია შეცდომების მიმართ, სამაგიეროდ, სწორად გათვლის შემთხვევაში
გასაოცარ შედეგს გვაძლევს, მაგარია მართლაც, პაციენტები ტყუილად არ აფანატებენ.
_ და ის კორექციასაც აკეთებს?
_ იმდენად სწორ და ეფექტურ კორექციას აკეთებს, რომ მას
არა ჰყავს ანალოგი ამ თვალსაზრისით. პლასტიკური ქირურგიაც კი ვერ არის ისეთი მოქნილი,
როგორიც ეს აპარატია. 30 წელიწადია ვმუშაობთ მისი დახმარებით, უამრავი რამე შევცვალეთ,
მაგრამ ამ აპარატს ვერც შემცვლელი მოვუძებნეთ და ვერც ანალოგი, ამიტომაც ვიწერთ და
ვიწერთ ახალ–ახალს დაუსრულებლად. ამ აპარატით გაკეთებული კორექცია სამუდამოა.
ამიტომაც
მოდიან ახლა ჩვენთან თაობები. ბებიებმა შვილიშვილები მოიყვანეს... საოცრად მიხარია, როცა ასე ხდება, რადგან მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქ გაკეთებული სხეულის კორექცია
დროსაც უძლებს. დიახ, შეიძლება გასუქდე, მაგრამ ფორმა არ დაკარგო. მაგრამ ეს შედეგი
მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ყველა ჭრილი სწორად არის დამუშავებული. აქ ბეწვის ხიდზე
გადიხარ, როცა არასწორად მოქმედებ, უთვალავ ბოროტებას გაყრის სახეში.
ეს პროცედურა
კვირაში სამჯერ კეთდება სხვადასხვა პროგრამაში.
ამ საუბარში პირველი 35 წუთიც გადის. მეორე 35 წუთი
სულ სხვა პროგრამაში გრძელდება. შეგრძნებაა რომ მუცლის და ზურგის, თეძოების, მკლავების
ირგვლივ უამრავი ჭიანჭველა მწიწკნის. გენიალური შეგრძნებაა, მე 800 კალორიას ვწვავ,
თითქმის იმდენს, რამდენიც მთელი დღის განმავლობასი საკვებად უნდა მივიღო. გამოდის,
რომ ჩემი ორგანიზმი რა ენერგიასაც დღეს დახმარების გარეშე დაწვავს, ყველაფერი წონის
კლებას მოემსახურება!
გუშინ ბევრი არაფერი მითქვამს კვებაზე, დღეს აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმაზე თუ რას ვჭამ, რადგან ყველამ
ვიცით, რომ წონის კლების დროს ოქროს სტანდარტი სწორი და ჯანსაღი კვებაა. ეს რა თქმა
უნდა ’’სტიმულშიც’’ კარგად იციან. ამიტომაც, რაკი სწორ კვებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია
სჭირდება, აქ კი, როგორც წესი ძალიან დაკავებული, საქმიანი ქალბატონები დადიან, ასეთი
გამოსავალიც იპოვეს _ მათ პატარა, ძალიან საყვარელ სამზარეულოში სპეციალურად ჩვენთვის
ლამაზად გაფორმებული და ჯანმრთელი პროდუქტი ყოველ დღე მზადდება. ეს საკვები იმდენად დაკვირვებით, ცოდნით არის შერჩეული,
რომ თუ აქ მოსული ადამიანი გონიერია და გაცნობიერებული აქვს საკუთარი პრობლემაც და
მიზანიც, ძალიან კმაყოფილიც უნდა დარჩეს და თან ასეთი ბედის საჩუქარის ფონზე, არაფრით
არ უნდა დაუშვას რომ სხვა ცდუნებებს გადაყვეს.
ჩვენი ერთი დღის
მენიუს ფოტოები უკვე გიჩვენეთ. ფოტოებზეც ჩანს რა პროდუქტებისგანაა დამზადებული ეს სალათევი, მაგრამ მაიც ჩამოვწერ ამ სიას.
ერთი სალათი კარგად მოხარშული კვერცხი, უმარილო , კარგად
გარეცხილი იმერული ყველი, მწვანე სალათის ფოთლები, კიტრი და პომიდორი, ბროკოლი, ყვავილოვანი
კომბოსტოა, სოუსად კი მაწონი.
მეორე კერძი კი ქათმის სალათაა ( მაიონეზის გარეშე), იგივე ბოსტნეულითა და ყავისფერი ბრინჯით. სოუსად პატარა კონტეინერში ჩასხმული ვაშლის ძმარი და ზეითუნის ზეთი.
მარადიული კითხვა: უნდა ვჭამოთ
თუ არა პური დიეტის დროს?
სტიმულში ამისი პასუხი დადებითია, რადგან ის მინერალები და ელემენტები, რომლებიც ამ პროდუქტშია, სხვაგან არაფერში
არ არის. პური შეუცვლელია, შემთხვევითი არც ეს ფრაზაა _ პური ჩვენი არსობისა... მაგრამ
მის სასიკეთო თვისებებს ჩვენ, ადამიანებმა თავად შევმატეთ უარყოფითი თვისებებიც, როდესაც
გადავწყვიტეთ, რომ პურისთვის საფუარი და მარილი დაგვემატებინა... რა გითხრათ, სპეციალურად
ჩვენთვის დამზადებული ორი უმარილო, უსაფუარო პურის ჩხირი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა
სადილისთვის.
ჩემს თავზე უნდა გეჭორევოთ :) როდესაც ეს კერძები სახლში წამოვიღე აქ, ჩემს სამზარეულოში კმაყოფილმა აღმოვაჩინე, რომ მის მისართმევად თეფშის
დასვრაც კი არ დამჭირდა, რაკი ის უკვე მოთავსებული იყო ერთჯერად თეფშზე.
არა, ზარმაცი
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ, მაგრამ როდესაც შენზე სწორად ზრუნავენ, უდიდესი
ბედნიერებაა.
და პრინციპში ჩვენზე სხვა ვინ ზრუნავს? ქართველი ქალების 99% ხომ აქეთაა მზრუნველიც და მოფოფინეც. ჰოდა, ნინომ, სტიმულის დიასახლისმა, წამოსვლის წინ რომ მკითხა, ხვალ ქათამზე მეტად თევზი ხომ არ გესიამოვნება, ან მარხვაზე ხომ არ ხარ, რომ საკვებითაც ხელი შეგიწყოო, წარმოგიდგენიათ როგორ მეამებოდა?
ხვალამდე! J
Комментариев нет:
Отправить комментарий