2016 წელიც დაგვიდგა
სასწორზე შედგომის დროა! J
დიახ, დღეს ის დღეა, როდესაც რეალობას უნდა შეხედოთ
თვალებში.
რამდენი კილო მოიმატეთ საახალწლოდ?
ერთი? _ გაგმართლებიათ!
ორი? _ ალბათ სითხის დაგროვებაა ორგანიზმში, არ იდარდოთ!
სამი? _ ჰოოოო... ასეთებიც ხდება, თან მხოლოდ თქვენ
არა ხართ ასეთ დღეში, მაგრამ დროა შეჩერდეთ. J
მოკლედ, ვისაც ჩემსავით წონის პრობლემა გაქვთ, მათთვის
განგაშის ზარების შემოკვრის და გოზინაყის, საცივის, ინდაურის ბარკლის ვნებიანი თვალებით
ჭამაზე უარის თქმის დრო მოვიდა J
არადა, მეგონა, რომ წლის ბოლო იყო ყველაზე მნშვნელოვანი
დღე ‘’ამ საქმეში’’, ახლა ირკვევა, რომ 4 იანვარია ის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც
ერთ და ორ მომატებულ კილოგრამსაც კი გაპატიებს და ახალი ‘’შარის აკიდებისაგან’’ დაგიცავს.
‘’შარი’’ კი დიდი შეიძლება აიკიდოთ. აი, ისეთი, როგორიც მე ავიკიდე. მე ხომ შარშანდელი ახალი
წლის შემდეგ ვერაფრით შევჩერდი, მთელი 25 კილოგრამი შარი ავიკიდე და პრინციპში, ამით
ჩემი თოვლის ბაბუაც დავკარგე.
დიახ, წელს ჩემს თოვლის ბაბუას დავავიწყდი...
ვცდილობ ვიხუმრო... ცოტა უკბილოდ, ცოტა სევდიანად,
რადგან თოვლის ბაბუა, საჩუქრებით სავსე ხურჯინით, სადაც ათასგვარ ნუგბართან ერთად ჩვენი
ასრულებული ბრჭყვიალა ოცნებებც იქნება შეფუთული, უფროსებსაც გვინდა.
დავავიწყდი ჩემს პატარა ღიპიან, ლამაზთვალება, თეთრთმიან ბაბუს?
ეგებ დაიღალა?
ეგებ მე ვერ დავიმსახურე მოლოცვა? იქნებ იმაზე გაცილებით
მსუქანი ვარ, ვიდრე მოლოცვისთვისაა საჭირო? J
ეგებ... ვინ იცის.
ჰო, ქართველი თოვლის ბაბუები ( და ქართველი მამაკაცები)
ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია, ამიტომ ამ საკითხზე ჩემს კომპეტენტურ აზრს ვერ გამოვთქვამ.
ასეა თუ ისე, ბაბუსთან თუ მის გარეშე, მეც როგორც ყველა
ჭეშმარიტ ქართველ ქალს შეეფერება (გიხაროდენ ქართველო მამაკაცებო!), საახალწლოდ ყველაფერი
რაც კი შემეძლო შევწვი, მოვხრაკე, მოვხარშე, დავჭერ–დავკუწე და შევანელე... ისე, რომ
არც ერთხელ, მთელი სამზადისის მანძილზე, გემოც კი არ გამისინჯავს არაფრისთვის.
ნუ იქირქილებთ, კარგი დიასახლისები, განსაკუთრებით კი მსუქანი გურმანები, რომლებმაც მართლაც
ვიცით პირის გემო, იდეალურ საკვებს ყოველგვარი დეგუსტაციის გარეშე ვამზადებთ. ჩემი
ეს მოსაზება, რომ განხილვას არ ექვემდებარება, ჩემმა სტუმრებმაც დაადასტურეს...
ოღონდ, როგორც მივხვდი, ( და ეს უკვე მრავალი წელიწადია
რაც ვიცი) ‘’გასტრონომიული საშიშროება’’ დიასახლისს მხოლოდ მას შემდეგ ემუქრება, რაც
სამზარეულოდან ანუ საკუთარი საბრძანლებლიდან, გამოვა და თავისი ხელით გაშლილ, ტრადიციულ,
საახალწლო ფანტაზიებით აელვარებულ სუფრას სტუმრებთან
ერთად მიუჯდება. ჰო, მერე იწყება თუ იწყება!
ღმერთმა ყველას შეარგოს... მაგრამ მხოლოდ დიეტაზე მყოფი
ადამიანი ხვდება, თუ რამდენად ზედმეტ საკვებს მივირთმევთ ადამიანები სუფრასთან.
დიახ, ადამიანები ზოგადად და არა მხოლოდ ქართველი ადამიანი.
საერთოდაც, დროა საკუთარი თავის დადანაშაულებას და მხოლოდ ქართველებისთვის ყოველგვარი
ცოდვის მიწებებას გადავეჩვიოთ და რეალობას შევხედოთ თვალებში: ჩვენც ერთი ჩვეულებრივი
ერი ვართ და საახალწლო სუფრასთანაც ისევე ვიქცევით როგორც სხვა ერები ანუ ბევრს, უზომოდ
ბევრს ვჭამთ და ვსვამთ.
ჰოდა, ვუყურე. J
ვუყურე როგორ გემრიელად მიირთმევდნენ ჩემი უძვირფასესი
სტუმრები. როგორ აგემოვნებდნენ ცხარეს, მჟავეს, ტკბილს... მერე ისევ მწარეს, მერე ისევ
ტკბილს... ღვინოს, კონიაკს, შამპანურს როგორი ცოდნით აყოლებდნენ ერთმანეთს. J ეგ თქვენც ხშირად გექნებათ ნანახი J
დაამასაც გავუძელი. თავბრუხვევამ კი დამრია ხელი,
მაგრამ გავუძელი.
გაძლებაში ისიც დამეხმარა, რომ ვფიქრობდი თუ როგორ მოვიწონებდი
თავს თქვენს წინაშე,
ჰო, ამბიციური აზრები მქონდა. მაგალითად ასეთი: მთელი
საქართველო მოიმატებს ერთ ან ორ კილოგრამს, მე კი ყველას ვეტყვი, რომ საახალწლო სუფრიდან
ნახევარი კილოგრამით ნაკლები ავდექი! J
ოღონდ... ჩემი სტუმრები სახლებში წავიდ–წამოვიდნენ,
სუფრაც ავალაგე, საახალწლო მოლოცვებიც მივიღე და დავარიგე, ჰოდა მივხვდი,( მას შემდეგ
მივხვდი, რაც ჩემი თავის ბატონ–პატრონად დავრჩი) რომ ასეთი თავდადება სისულელის ტოლფასია!
ამიტომაც, მეორე დღეს, როდესაც მეგობრებმა მითხრეს, რომ ბედობა
დღე ერთად აღგვენიშნა, სიხარულით დავთანხმდი... გემრიელადაც მივირთვი და ბევრიც ვიცეკვე.
ამ მხიარულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენს შორის კიევიდან ახალი წლის თბილისში
შესახვედრად ჩამსული კიეველი ექიმებიც იყვნენ. მათთან საუბრებმა, მათმა აბრჭყვიალებულმა,
კმაყოფილებით სავსე თვალებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალი ვიყავი _ სუფრასთან
არც პირაკრული ჯდომა შეიძლება და არც სხვისი ლუკმების თვლა.
‘’და რა მასპინძელი გამოვედი ახლა?’’ ვეკითები ჩემს
შვილს, რომელსაც ხშირად ვეკითხებიი ხოლმე ჭკუას J
‘’დე, არავის შეუმჩნევია რომ არ ჭამდი... შენ ხომ სამზარეულოსა
და მაგიდას შორის დაჰქროდი!’’
ჰო, მართალია, ესეც ქართველი ქალების ‘’მძიმე ხვედრი’’
ანუ ცოდვილი არ ვარ, უფალო? J
დღეს ‘’სტიმულში’’ ამ წლის პირველი პროცედურა მაქვს
დაგეგმილი.
თუ ჩემს სასწორს დავუჯერებთ, საახალწლოდ, თქვენმა მონა–მორჩილმა,
1 კილოგრამი მოიმატა. მართალი რომ გითხრათ, სინდისის ქენჯნას მაინც განვიცდი, მაგრამ
მდინარის საწინააღმდეგო მხარეს იარეო ყოველთვის
ვერ ეტყვი საკუთარ თავს.
ვნახოთ რას მეტყვის სტიმულის სასწორი...
ვნახოთ თუ რას მეტყვის ჩემი ექიმი.
დარწმუნებული ვარ დღეს სტიმულში უამრავი ადამიანი დამხვდება.
ოჰოჰოოო, რა ამბავი იქნება დღეს ტრანსდერმულ აპარატზე?!
ბუნებრივია, რადგან ეს იმ მომატებული ერთი–ორი კილოგრამისგან
თავის დაძვრენის საშუალებაა, რომელიც ახლა სინდისს მიმძიმებს.
ჰოდა, მოგესალმეთ და გავქრი! J
ხვალამდე!
მთავარის თქმა კი დამავიწყდა... იცით ვინ იყო წელს ჩემი
მეკვლე?! J
წითელკაბიანი ბალერინა J
დიახ, ჩვენი თბილისის საბალეტო დასის ყველაზე ლამაზი ბალერინა, უმაგრესი გოგო! J
ნუ,მის სახელს და გვარს ვერ გეტყვით, თორემ ‘’მომაგნებთ’’.
თუ გაინტერესებთ ვინ არის ყველაზე ლამაზი ჩვენს საბალეტო დასში, 12 იანვარს შეგიძლიათ პირველ
სპექტაკლს დაესწროთ... თანაც ახლადგარემონტებულ ოპერის თეატრში J სხვათა შორის,
ჩემს მეკვლეს ''სტიმულზე'' ვუამბე... ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ბალერინებსაც კი აწუხებთ
ცელულიტი... არა, მას არა, ის ქანდაკებასავითაა, აბა ცელულიტიანი მეყოლებოდა მეკვლედ?
J ოღონდ ამ ინფორმაციას
ჩვენს დასსაც გავუზიარებო მითხრა. ასე რომ...
ახალი წლის პირველ დღეებში იმედიანად
ვარ. ცრუმორწმუნეც საკუთარი ნებით გავხდი. რაკი ასეთი მეკვლე მყავდა, ეგებ ოთხი გედის
ცეკვა კი ვერასდროს ვიცეკვო, მაგრამ ტანწერწეტა კი ნამდვილად გავხდები!
Am msubuqi, farfata da udardeli balerinebidan ert erti mec viqnebi... Sul male... Kovel shemtxvevashi tavs davajereb mainc... 😊Sascaulebi xom xdeba?! 💫
ОтветитьУдалить