ირკვევა რომ, ერთ–ერთი მიზეზი, რომლის გამოც წონაში
იოლად ვერ ვიკლებთ, ჩვენივე ცხიმის მეხსიერება და მისი შესაშური იმუნიტეტი გახლავთ.
აქედან გამომდინარე, მასთან საბრძოლველად საჭიროა რამდენიმე, ალტერნატიული საშუალების
გამოყენება.
სტიმულში ასეთ ალტერნატივად დღესდღეობით ‘’ციური ვარსკვლავი’’
განიხილება.
ცხიმთან საბრძოლველად მას იმ შემთხვევისთვის იყენებენ,
როდესაც ორგანიზმი უკვე ''ჩვეულ ამბად'' აღიქვავს იმ იმპულსებს, რომელსაც სხვა აპარატებისგან
იღებს.
ვინც ეხლა შემოგვიერთდა მათ ამ ''სხვა აპარატების'' შესახებ შეუძკლიათ წაიკითხონ აქ: პირველი დღე ,
ანუ ‘’ციური ვარსკვლავი’’ ცხიმზე თავდასხმის განსხვავებული საშუალებაა, რომელიც
სულ სხვა ჯგუფის რეცეპტორების აღგზნებას იწვევს და ამით ორგანიზმის მეხსიერებას უკვე
მიღებული და შეგუებული იმპულსებისაგან ათავისუფლებს. ძველის დავიწყება კი იმისათვის
არის საჭირო, რომ ცხიმმა, ყველა მიღებული იმპულსი სიახლედ მიიღოს და მის ნებას დაემორჩილოს
_ ანუ გაწყლოვანდეს და ორგანიზმს მოცილდეს.
ამ უნიკალურ იტალიურ აპარატს ეს სახელწოდება სტიმულის
პაციენტებმა შეარქვეს, მისი პასპორტის სახელი
კი დაივიწყეს. J
როდესაც თამუნას ვკითხე მისი სახელი, მითხრა, ეს ფირმის საიდუმლოებააო, ჰოდა აღარც ჩავაცივდი.
შერქმეულ სახელს კი თავისი ისტორია აქვს.
როდესაც ის მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა, რა თქმა უნდა,
ამის შესახებ სტიმულის დამფუძნებელმაც გაიგო და მის შესაძენად თავისი წარმომადგენელის
გაგზავნა განიზრახა იტალიის ერთ პატარა ქალაქში, სადაც სამედიცინო აპარატურის გამოფენა–გაყიდვა
იმართებოდა.
მაგრამ აპარატი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომაც სტიმულმა
ბანკებს მიმართა კრედიტის ასაღებად.
ინფორმაცია სასწაულმოქმედ აპარატზე, რომელიც ცხიმს ატყუებს,
მეხსიერებას ურევს, კანქვეშა ცხიმს ყველა უკვე არსებულ აპარატზე უკეთ ებრძვის და ამით
გახდომის პროცესს გაცილებით აიოლებს, პაციენტების ყურამდეც მიაღწია... ჰოდა, აი მერე
დაიწყო რაც დაიწყო J
სტიმულის პაციენტებმა, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტ სტიმულელებს
შეეფერებოდათ, თავი გამოიდეს და საკუთარი ინვესტიციით შემოვიდნენ ახალი აპარატის შესაძენად.
ყველამ ვიცით როგორი ტკბილიც არის უანგარო დახმარება ორივე მხარისათვის... ასეთი გმირობები
კი არასდროს ავიწყდება თამუნა იდუკაშვილს. J
მოკლედ, როგროც იქნა შეგროვდა საკმარისი თანხა და იტალიაში
მის შესაძენად როგორც დაგეგმილი იყო, სტიმულის
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი გაემგზავრა და მალე აპარატი, რომელიც მაშინ სულ სხვა სახელით მოფრინავდა თბილისისკენ, თვითმფრინავის
საბარგულში დაბინავდა.
სტიმულის პაციენტებმა კი თითებზე თვლა დაიწყეს.
მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც გაირკვა რომ
დიდთოვლობის გამო აპარატი ბრიუსელშია გაჭედილი, სტიმულს საყოველთაო მღელვარება მოედო...
ამ მღელვარებამ მათალია თოვლი ვერ გაადნო,
მაგრამ ახალი სახელწოდება კი მოუტანა სტიმულს _ ციური ვარსკვლავი J
ჰოდა, სწორედ ამ ნანინანატრი აპარატით პროცედურა გამოჩნდა ჩემი
გახდომის პროგრამაშიც.
შეგრძნებები _ სასიამოვნო ჩხვლეტა, რომელსაც საკმაოდ მოზრდილი ფირფიტებიდან გრძნობ.
შედეგს ველით ერთად. J
ერთი პატარა საკითხი მინდა კიდევ რომ დავაზუსტო.
''მსუქანი'' ჩემი ბლოგია და არა სტიმულის. და მართალია დიდ
პატივად მივიჩნევ, როდესაც სტიმულის ბლოგად მნათლავენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება.
ამიტომაც, როდესაც სტიმულის ფეისბუქის გვერდზე ჩემი მისამართით დასმული კითხვა ჩნდება, მე მას ვერ ვუპასუხებ. ბლოგს აქვს კომენტარების ველი, შეგიძლიათ აქ მომმართოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий