40 წელს გადავაბიჯე,
97 კილო და
800 გრამი ვარ.
სიმაღლე 1მ.74
სმ.
ბოლო ხანებში
წნევაც შემომეჩვია. ყველანაირი გამოკვლევა გავიკეთე... არც ერთი ჩემი ორგანო დაზიანებული
არ არის. ექიმებმა იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ჩემი წნევა ნევროზულიც შეიძლება იყოს
ან ჩემთვის ძალიან ბანალური, არტერიული ჰიპერტენზია
მაქვს... მგონი ჩემს ნევროზშიც და წნევაშიც მთავარი დამნაშავე ჩემი ზეკილოგრამებია.
საოცარი სისუსტე, რომელიც აპათიაში მაგდებს, თავის ტკივილი, გულის ტკივილი, სახსრების, ძვლების, წელის, ზურგის აუტანელი წვა...
განწირულობის
ჟამს, ძილის წინ, როდესაც მარტო რჩებით და უფალთან საუბრის სურვილი გიპყრობთ,
გითხოვიათ მისთვის დახმარება? წონაში დაკლების ძალა მომეციო თუ ყოფილა თქვენი თხოვნა?
თქვენი არ ვიცი და მე, ბოლო ხანებში, მხოლოდ
ამას ვაკეთებ. ნუ დამცინებთ, მე მას ჩემი შვილების, ოჯახის, სამშობლოს ბედნიერებას
და გახდომას ვეაჯები.
ან თუ გინდათ,
დამცინეთ, იმიტომ, რომ მართლაც სასაცილოა უფალი ისეთი წვრილმანი პრობლემისთვის შეაწუხო, როგორიც შენი წონის კორექციაა, უფალი რომელიც
გეუბნება, რომ ნაყროვანება ცოდვაა, მაგრამ... მე ხომ სიცოცხლე მინდა? სიცოცხლე კი ჩემთვის
სილამაზეს, ჯანმრთელობას, საღ სხეულს, საღ გონებას ნიშნავს, არადა ყველაფერ ამას ახლა
30 კილოგრამი მაშორებს.
არა, არა, არ
ვარ დასაცინი. J
ბავშვობიდან მაწუხებდა
მსუბუქი ჭარბი წონა, მაგრამ მაშინ, 17 წლის ასაკში, ამას მარტივად მოვერიე. არც კი
მახსოვს იმდენად მარტივად. ცოტა ხანს ვიდიეტე და გავიმარჯვე. დედაც ძალიან დამეხმარა
მაშინ, არ ვიცი რას ჯადოქრობდა სამზარეულოში, მაგრამ ძალიან გემრიელ და დაბალკალორიულ
კერძებს ნამდვილად მიმზადებდა. ო, რა გულმოდგინება გამოიჩინა? ჩემს ბავშვობაში ხომ არც ხილის საწურით ვიყავით
განებივრებული და არც სხვა რამ სამზარეულოს ტექნიკით. მერე მთელი 10 წელიწადი ჯანმრთელი,
ლამაზი და თავაწეული გოგო ვიყავი. არ ვდარდობდი წონაზე, მაგრამ ვუფრთხილდებოდი მას.
ვცეკვავდი, ვცურავდი, დავრბოდი, ვვარჯიშობდი _ პარალელურად ვსწავლობდი, ვვითარდებოდი,
მიყვარდა... ვცხოვრობდი.
მეორედ ჭარბი
წონის მოშორება გაცილებით გამიჭირდა, მაგრამ სანამ ამ ამბავს გიამბობთ მინდა რომ გამიცნოთ.
თქვენი არ ვიცი და ამ ფოტოების ნახვის შემდეგ
მე შოკში ვარ. შოკში ვარ იმ სიმახინჯის დანახვისგან რომელიც თან დამაქვს და ვმალავ.
ვმალავ გრძელი ბალახონებით, გადმოფარებული მოსასხამებით, შარფებით. ვმალავ ანუ ვიტყუები,
მაგრამ ვის ვატყუებ? საკუთარ თავს? თვალები
თითქოს ახლა ამეხილა და ცხადადაც მხოლოდ ახლა დავინახე ის _ რეალობა!
მე ჩემი რეალობა
ისევ უნდა შევცვალო!
ამ ჯერზე მარტო
ვეღარაფერს შევცვლი, აღარც ძალა მაქვს დ აღარც ასაკი მიწყობს ხელს. სწორად მინდა გავხდე...
ამიტომაც ვარ ახლა აქ, ამიტომაც ვიღებ სურათებს. ორმაგი მოტივაცია მჭირდება _ თავი
დავირწმუნო და თქვენც დაგარწმუნოთ... შევძლებ!
ეს
ძალიან სანდომიანი, კეთილთვალება, თეთრხალათიანი ადამიანი, თამარ იდუკაშვილი, რომელიც
‘’სტიმულის’’ ერთადერთი მეპატრონე და მისი სულისჩამდგმელია.
სხეულისა და წონის
კორექციის სერვისი ‘’სტიმული’’
ჩემს ირგვლივ
უამრავი ადამიანი წუწუნებს ექიმების არაპროფესიონალიზმზე, სამედიცინო შეცდომებზე, მე
კი ექიმებში ყოველთვის მიმართლებს. ამიტომ ყველა ის ექიმი მიყვარს, რომელთანაც ოდესმე მოვხვედრილვარ
დიდი თუ პატარა პრობლემების გამო და როგორც ახლა ვატყობ, თამუნაც შემიყვარდება.
ჩემს ჩივილებს
ვუყვები. თან ჩემი გამოკვლევების სქელი დავთარი
მაქვს. თამუნა ყურადღებით მაკვირდება, მსწავლობს.
ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ:
ჯერ მწონავენ.
შემდეგ მზომავენ.
მერე ‘’ტაფჩანზე’’
ვწვები და პირველად ჩემს სიცოცხლეში ექიმი ექოსკოპიური აპარატის ‘’მაუსს’’ იმიტომ მადებს
მუცელზე, რომ ჩემი ქონის სისქე დაადგინოს.
ეს იმიტომაა საჭირო რომ მერე, როდესაც საქმეში
სულ სხვა, ჭკვიანი აპარატები ჩაერთვებიან, თამუნა იდუკაშვილმა იცოდეს რამდენ სანტიმეტრზე
თუ მილიმეტრზე მოელის ‘’ბრძოლის გადახდა’’.
როგორ ვიწყებთ
ბრძოლას?
თამუნა დაწვრილებით
მიხსნის:
_ ახლა ცხიმის
შემადგენლობას ვიკვლევთ. უნდა ვნახოთ სად არის ტრიგლიცერიდი. გავაკეთოთ დიფერენცირება
სად, როგორი ცხიმია და ამის მიხედვით გავაკეთოთ
ტრანსდერმული ლიპოსონიკატორი ანუ ჯერ დერმის შიგნით მდებარე ცხიმი დავშალოთ, კუნთოვან
შრემდე არსებულ ცხიმს შევებრძოლოთ. ის რაც უფრო ღრმადაა, უფრო მყარია და ჩაქვავებული,
ფიბროზული. ძირითადად ეს ტრიგლიცერიდებია ანუ
ისეთი ცხიმები, რომლის დაშლაც ყველაზე რთულია. ამ პროცედურის შემდეგ სამი დღე უმარილო
დიეტა გვჭირდება.
ვწევარ, ექოსკოპიის
შედეგებს ვუსმენ:
_ 3.21 დიაფრაგმა
_ 5.75 მუცელი
_ 8.48 თეძო
_ 3 97 ზურგის ნაოჭი. ეს მთლიანად ფიბროზული ცხიმია.
_ 5 99 მკლავი...
ნუ, ეხლა კი გავბრაზდი!
მერე თამუნა სკამიდან
დგება და თანაშემწესთან მტოვებს:
_დაიწყეთ პროცედურა!
_ რატომ ვაკეთებთ
პირველ რიგში ამ პროცედურას?
ვერ ველევი ფეხზე
წამომდგარს.
_ თუ ღრმა ცხიმის
დაშლით არ დავიწყებთ, ანუ კუნთქვეშ არსებული ცხიმის დაშლით, ვერც სხვა ცხიმს გავატარებთ ვერსაიდან. ანუ ვერ გავაკეთებთ კარგ
დრენირებას.
_ პირველი ნაბიჯი
ყოველთვოის ეს არის?
_ ძირითადად.
ამას ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს. ეს
სითხე კი ’’კარგსაც’’ და ’’ცუდსაც’’ ერთნაირად
ინახავს. პირველადი სიმსუქნე ყოველთვის აქედან იწყება. სითხის შეკავებით. მერე როცა
ადმიანი იმდენს ვერ ხვდება რომ დიეტაზე ან
ნორმალურ კვებაზე უნდა გადვიდეს და ამით ორგანიზმს ამოსუნთქვის, გაწმენდის სასუალება მისცეს, ზედმეტი
კილოგრამებიც თვალშისაცემი ხდება.
სამწუხაროდ, ჩვენ
ამას დროულად ვერასდროს ვხვდებით.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სწორი რეჟიმით და კვებით წესრიგდება. ამას
ვერანაირი მედიკამენტი ვერ შველის.
როდესაც სითხის
შეკავება იწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რაღაც არ მუშაობს სწორად: ჰორმონალური
სისტემა, კუჭნაწლავი... უამრავი მიზეზი შეიძლება რომ იყოს. არადა,
მცირედი გადაცდომა და ყველაფერი ინგრევა. ვთქვათ ინსულინის დონემ მოიმატა
უმნიშვნელოდ, მაგრამ ამას ადამიანი ვერ გრძნობს და მეორე დღეს ისევ ტორტს, ხაჭაპურს მიირთმევს. ჰგონია რომ ხვალ უკეთ იქნება,
რომ ეს ერთი ნაჭერი ტორტი, ხაჭაპური, ერთი თეფში ხარჩო ისევ ’’ეპატიება’’, მაგრამ სინამდვილეში
ასე არ ხდება.
არა, არაფერიც არ გვეპატიება. ნელ–ნელა აუცილებლად უარეს ჩიხში აღმოჩნდებით.
მერე ფეხები გიშუპდება, სივდები, სუქდები,
თავს ცუდდ გრძნობ, გულზეც გაწვება...
ნელ–ნელა ღამის აპნოეც გიყალიბდება და როცა საშველის ძებნას იწყებ, უკვე ღრმა ფიბროზული ცხიმის მფლობელი ხარ, რომლის დაგროვებაც
თავისუფლად შესაძლებელია, რომ პირველი მენსტრუაციიდან დაიწყო. მოკლედ, იქ როდის და
რა დაიწყო არავინ იცის...
_ მაგრამ ხომ
არსებობენ ქალბატონები, რომლებიც არასდროს სუქდებიან? მათ არა აქვთ მენსტრუაცია? ისინი
არ იწყობენ მუცლის ღრეობებს? რატომ არ უკავდებათ მათ სხეულში სითხე და რატომ არ იწყებენ
წონაში მატებას?
_ თუ ორგანიზმი
კარგად მუშაობს, წესით აქამდე არ უნდა მიხვიდე, თუმცა შესაძლოა, რომ ორგანიზმი ძალიან
კარგად მუშაობდეს, მაგრამ შენ ამუშავებდე ცუდად არასწორი, უკულტურო კვებით, წყლის უარყოფით.
კოქტეილების, კომპოტების, ათასგვარი სისულელეების სმით პირის ჩასატკბარუნებლად, ანდა
წყურვილის მოსაკლავად.
მოკლედ,
ვწევარ. ტრანსდერმული
აპარატი მუშაობს და ვფიქრობ...
ვერ ვიტყვი რომ დრო იწელება, რადგან განცდა, რომ რაღაც ვიღაცის დახმარებით შენს კანქვეშ, უფრო მეტიც, კუნთქვეშ ჩაქვავებულ ცხიმს შლის, გასაოცარი განცდაა. შეგრძნებები?
ვერ ვიტყვი რომ დრო იწელება, რადგან განცდა, რომ რაღაც ვიღაცის დახმარებით შენს კანქვეშ, უფრო მეტიც, კუნთქვეშ ჩაქვავებულ ცხიმს შლის, გასაოცარი განცდაა. შეგრძნებები?
არავითარი. არც ტკივილი, არც წიწკვნა...
მეორე ნაბიჯი
მეზოთერაპიაა. ამ პროცედურას თამუნა მიკეთებს. რაღა ვქნა, ეს რას უნდა ნიშნავდეს, აუცილებლად
რომ მაინტერესებს?
ჩემს ცნობისმოყვარეობას
მასპინძელი თავისივე სურვილით აკმაყოფილებს და მიხსნის:
_ ახლა მსუბუქ
მეზოთერაპიას ვაკეთებთ _ ზედა შრეში მყოფი ცხიმის გაწყლოვანებას. ჩვენ უკვე დავშალეთ
კუნთოვან შრესთან მყოფი ცხიმის ნაწილი, ახლა კი კანქვეშა შრეში მყოფ ცხიმს ვშლით. იმისათვის,
რომ შემდეგ ლიმფოდრენაჟით ორგანიზმში არსებული ცხიმის 20–30 პროცენტი გამოვდევნოთ.
ლიმფოდრენაჟის
აპარატი ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება. უფრო სწორედ, ის სკაფანდრივით აღჭურვილობა,
რომელლსაც ტანზე გაცმევენ.
ისევ წევხარ, ისევ არაფერი გტკივა, მხოლოდ ფეხებს შემოხვეული’’ ჩექმის’’ და მუცელზე, თეძოებზე აკრული ’’ბანდაჟის’’ შეკუმშვას და გაფართოვებას გრძნობ.
ისევ წევხარ, ისევ არაფერი გტკივა, მხოლოდ ფეხებს შემოხვეული’’ ჩექმის’’ და მუცელზე, თეძოებზე აკრული ’’ბანდაჟის’’ შეკუმშვას და გაფართოვებას გრძნობ.
თამუნა მიხვდა, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ვიცოდე
რას ვაკეთებთ, ამიტომ ალბათ მეათასედ ხსნის ამ პროცესს.
_ ჩვენ ახლა ცხიმს
ვბომბავთ. უნდა ვაჯობოთ მას! თუ მას აზრზე
მოსვლა ვაცადეთ და ვულოლიავეთ, მას იმხელა
იმუნიტეტი აქვს, რომ გაძლიერდება, დაშლის ნაცვლად
გამყარდება.
ეს პროცედურა
კვირაში ერთხელ კეთდება. ის იმიტომ, რომ ორგანიზმს ’’დაავიწყდეს’’ ის, რაც უკვე გავაკეთეთ.
როცა მისი მეხსიერება გათავისუფლდება, ჩვენ
მას კიდევ ახალ დრტყმას ვაგემებთ. ამიტომ არ შეიძლება მისი დღეგამოშვებით კეთება, ჩვენს
ორგანიზმს ხომ სენსიბილიზაცია აქვს. მოკლედ ჩვენი სტრატეგიით ფაქტობრივად ვატყუებთ ცხიმოვან
უჯრედებს. ვიწყებთ ტყუილით და ამით თავიდან ვიცილებთ სტრესს, რომელსაც დატაკება გამოიწვევდა.
ასე მოტყუებით, ნელ–ნელა ვშლით ცხიმს, დარტყმით
დოზებზე კი შემდეგ, კორექციის დროს გადავდივართ.
ლიმფოდრენაჟით
დაშლილ, გაწყლოვანებულ ცხიმს ორგანიზმიდან გამოსადევნად ვამზადებთ. აქ ის ლიმფაში გადაგვაქვს,
ლიმფიდან კი თირკმელში
უნდა მოვახვედროთ იმისთვის, რომ ორგანიზმიდან შარდის სახით გამვდევნოთ.
პრობლემა ის
არის, რომ თირკმელში გადასულ სითხესაც სჭირდება
დახმარება გარეთ გამოსვლაში. ამიტომ დღევანდელი
ბოლო ნაბიჯი ვაკუსტაილერია, აქ სურათი ვერ გადავიღე, ამიტომ იმისთვის რომ განახოთ როგორ გამოიყურება ის, სტიმულის გვერდიდან აღებულ ფოტოს ვდებ თქვენთვის.
ვაკუსტაილერში წნევა ქვემო ღრუ ვენას უბერავს და ამით თირკმელს ასტიმულირებს. აქ თავისთავად იგულისხმება, რომ ის არავითარ შემთხვევაში
არ ასტიმულირებს რაიმე საჭიროს, იმიტომ, რომ ის კარგს ვერაფერს კითხულობს, არ კითხულობს. ისეა დიფერენცირებული აპარატი, რომ მას
თავისი ''საკითხავი'', თავისი მსხვერპლი ‘’ჰყავს’’,
რომელსაც ებრძვის. ახლა ის შლაკად ქცეულ ცხიმს
გარეთ შარდის სახით გამოიტანს და ორგანიზმი ზედმეტი შლაკებისკან და ზედმეტი ტოქსიური ნივთიერევბებისგან
გასუფთავდება. რითიც არამარტო გალამაზდება, არამედ გაჯანსაღდება კიდეც.
მგონი ყველაფერი
გავიგე... თქვენ?
პირველი დღე გრანდიოზული
აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგე და ვეცადე თქვენთვისაც გადმომეცა ჩემი ახლადშეძენილი ცოდნა,
რადგან მტკიცედ მწამს: როდესაც გააზრებულად დგამ ნაბიჯებს, შეგეგი გაცილებით დიდიცაა
და სასიამოვნოც.
Комментариев нет:
Отправить комментарий