ახლა დღეები ერთმანეთს
დაემსგავსებიან და დაუსრულებლად გამეორდებიან შეგრძნებები. ყოველ შემთხვევაში დღეს ასეთი განწყობით მივდივარ სტიმულში,
მაგრამ ნურას უკაცრავად! მთავარი სხვაობა ამ დღეებს შორის ხომ დაკლებული კილოგრამები,
იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ თავიდან მოშორებული ცხიმი და მასთან ერთად დავიწყებული
სიმახინჯე და ავადმყოფობაა.
და განწყობა როგორი
მაქვს? არ ვიცი ეს ფსიქოლოგიური ფაქტორის შედეგია თუ რაღაც მართლაც შეიცვალა ჩემს ორგანიზმში,
მაგრამ მთელი სიცხადით ვგრძნობ ძალების მოზღვავებას. ეს პირდაპირ აისახება ხასიათზე.
ღონე გაქვს? ე.ი. ცოცხლობ და შენ, ყველაფერს შეძლებ!
ეს ისე არ გამიგოთ,
რომ გავიღვიძე და ვიგრძები, რომ ჩვილობაში გადავდივარ _ არა, არც იმისი პრეტენზია მაქვს,
რომ ევერესტს დავიპყრობ, მაგრამ გულის წასვლის შეგრძნებამდე მისული უღონობა, ამ უღონობით
გამოწვეული უუნარობა, რომლითაც სტიმულში მივედი, რის გამოც ბოლო ერთ წელიწადში რამედნიმე
ექიმთან ვიყავი ვიზიტზე, ნამდვილად დამემშვიდობა. მგონი მემშვიდობება წნევაც, რაც საშუალებას
მომცემს წნევის დასარეგულირებლად ყოველდღიურად დანიშნულ წამალს ვუთხრა უარი.
ამისი თქმის საფუძველიც მაქვს, მე ხომ უკვე გავანახევრე ჩემი წნევის წამლის დოზა.
მაგრამ მე ხომ
საკმაოდ მკაცრ დიეტას ვიცავ, რატომ უნდა მომმატებოდა ენერგია?
იმდენი რამ მაქვს წაკითხული ამ საკითხებთან დაკავშირებით,
თითქოს ვიცი კიდეც რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ ალბათ აჯობებს, რომ კომპეტენტური პასუხი
მოვისმინოთ. ამიტომ ამ საკითხებზე სტიმულის დამფუძნებელს, თამარ იდუკაშვილს ვესაუბრე. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, იმედია, დამეთანხმებით. J
თუ თქვენც გაგიჩნდათ კითხვები, რომელთაც მე არ შევხებივარ,
შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და შევეცდები თქვენი ცნობისმოყვარეობა შეძლებისდაგვარად
დავაკმაყოფილო J
_ თამუ, შენთან საოცარად უღონო მოვედი. იმასაც ვფიქრობდი,
რომ ეს უკვე სიბერეა... ახლა კი ვგრძნობ, რომ ძალა მიბრუნდება. მასთან ერთად აზრის
სიცხადეც. თითქოს ჩვენთვის თვალხილულ გარემოს კონტურები გამოეკვეტთა, ის კონტურები,
რომელიც ბურუსში იყო გახვეული. რა ხდება ჩემ თავს? ან მხოლოდ მე ვგრძნობ ამას თუ სხვა
პაციენტებიც იგივეს განიცდიან? ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, თუ რეალურად ასახსნელი, ჩვენს
ორგანიზმში მიმდინარე მატერიალური ცვლილებები?
_ არა, ჯერ ერთი სიბერე და უღონობა ერთმანეთის სინონიმები
არ არის, გარდა ამისა, იქამდე ბევრი, ძალიან ბევრი ლამაზი და ჯანმრთელი დღე გაქვს გასავლელი...
გასაოცარ, შესასურ მონდომებას ამჟღავნებ, ამისთვის აუცილებლად დასაჩუქრდები...
ენერგიის მომატება კი ადენოზინტრიფოსფორმჟავას დამსახურებაა,
შემოკლებით ატფ-ის, რომელიც ჩვენს ორგანიზმში უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით
უზრუნველყოფის უშუალო წყაროა. სწორედ ამ ატფ-ს ბლოკავს ჭარბწონანი ადამიანის ცხიმი,
ჩვენ კი მას ვათავისუფლებთ ცხიმისაგან და ‘’განთავისუფლებული’’ატფ-იც საკუთარი ფუნქციის
შესრულებას იწყებს. სწორედ მასზეა ჩვენი უჯრედების ყოველგვარი აქტივობა მინდობილი
_ მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრობის გენერაცია და სხვა.
ეს ნიშნავს, რომ შენი მომატებული ენერგია, რომელიც უკვე
საგრძნობია და ამიტომაც აღნიშნე, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს ცხიმისგან
გამოთავისუფლებული ატფ-ის დახმარებით.
ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიური პრობლემა არ გახლავთ, ჭარბი
წონა დაავადებაა, რომელიც პირველ ეტაპზე ამ უღონობაში ვლინდება, შემდეგ კი სხვა უფრო
რთულ დაავადებამდე მივყავართ. მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კვლევებით,
უკვე დადასტურებულია, რომ განსაკუთრებულად დიდი ჭარბი წონა ადამიანის ცხოვრებას მინიმუმ
10 წლით ამოკლებს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მითხარი, განა რა ცხოვრებაა, როდესაც უღონობისგან
ბედნიერების აღქმის უნარიც კი დაქვეითებული გაქვს?
ცხიმის დაშლას და ორგანიზმიდან მისი შლაკის სახით გამოდევნას, პაციენტი პირველ რიგში
ამიტომაც გრძნობს შეგრძნებების დონეზე. დასაწყისში ჩვენ ვიზუალურ ეფექტს კი ვერ ვხედავთ,
არამედ ღონის, ენერგიის დ ამასთან ერთად სიცოცხლის ხალისის მომატებებას შევიგრძნობთ.
_ სამწუხაროდ, ძალიან ადვილია რეკომენდაციების გაცემაც
და მიღებაც... მაგრამ ამ რეკომენდაციების ცხოვრებაში გატარებას დიდი ძალისხმევა, საკუთარ
თავზე მუშაობა, ნებისყოფა სჭირდება. მე ძალიან გამიჭირდა პირველ დღეებში. ორი კოშმარული ღამე და სამი მძიმე დღე მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ ფანტომურ თავის ტკივილს
ვგრძნობდი... ახლა მიკვირს კიდეც, როგორ მოვახერხე და აი აქამდე მოვდი.
_ დიეტის დაწყებიდან პირველი სამი დღე ნებისმიერი ორგანიზმისთვის
ადაპტაციის პერიოდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამ დღეში ყველას ერთი და
იგივე პრობლემები, ტკივილები, ჩივილები გაუჩნდეს. შენ შემთხვევაში თავის ტკივილი წამოტივტივდა,
სხვასთან ეს შესაძლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან სულ სხვა რამ იყოს... შესაძლოა, უუნარობაც
მოგემატოს, მთლიანად მოდუნდე, ძილად მივარდე. ან სულაც ვერაფერი იგრძნო და იოლად და
უმტკივნეულოდ ჩაატარო საადაპტაციო ხანა.
სიახლეს ყოველთვის სჭირდება ადაპტაცია, მითუმეტეს როდესაც ორგანიზმში ამხელა პროცესები მიდის, ამიტომ ეს სამი დღე სათვალავში ჩასაგდებიც არ არის. იმდენად დიდი უნდა იყოს მოტივაცია, რომ ამ დღეების დისკომფორტს ყურადღება და გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.
თქვენ, ჩემი პაციენტები პროცედურების დაწყების
პირველივე დღეებიდან მხოლოდ ამ მიზეზის წყალობით არ ხდებით ენერგიულები. ატფ–ის გარდა ხომ თქვენს
ორგანიზმში ადრენალინიც გამოიყოფა.
აი ამდენი სიახლე, ამდენი ზრუნვა საკუთარ თავზე, მხოლოდ დადებით, ექსტრემალურად დადებით ემოციებს წვევს. არაჩვეულებრივია როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აი ამას უკეთებს.
_ ადამიანები ზღაპრებში,
ანუ ოცნებებში, გამუდმებით დაეძებენ უკვდევების წამალს. შეიძლება ვთქვათ, რომ სტიმული
სადღაც ამ ოცნებასა და რელობას შორისაა?
_ მე ის შეიძლია
ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი’’ სწორ’’ ადამიანებად დავიბადეთ და სხვადასხვა, არასწორი თუ
გამრუდებული გზებით ის ფიზიკური თუ სულიერი
სიმრუდეები შევიძინეთ, რომლებმაც საბოლოო ჯამში ჩემამდე მოგიყვანათ. აქ ამ უდიდეს შეცდომას
ვასწორებთ.
დიახ, ჩვენს უმეტესობას არაფერი გვაკლდა დაბადებისას _არც მალები, არც კუნთები, არც სისხლის მიმოქცევა... ახლა საწყისი პოზიციის დაბრუნების დრო დადგა.
ადამიანი უკვდავი და უბერებელი იქნება თუ მას ფეხის თითიდან
თმის ღერამდე სწორი სისხლის მიმოქცევა და სწორი გამოყოფის ორგანოები ექნება. სისხლის
მიმოქცევის მცირედი მოშლა, პატარა დარღვევებითაც კი, პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
_ სად და როდის უშვებს ‘’სწორად’’ დაბადებული ადამიანი,
ჩვენს შემთხვევაში ქალი, შეცდომას?
_ როდესაც ქალი ჰორმონალური გარდატეხის ხანაში შედის,
ანუ როდესაც პატარა გოგოს მენსტრუაცია მოსდის და ორგანიზმში ლოკალური შეშუპებები, ფორმების დამრგვალება იწყება, მშობელმა აუცილებლად
უნდა მიაქციოს ყურადღება ამას და ბავშვს ნახშირწყლოვანი საკვებიც უნდა შეუმციროს და
უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესზეც გადაიყვანოს,
მაგრამ ზუსტად ამ ასაკში, სამწუხაროდ, ბავშვებს მშობლები ვეღარ აკონტროლებენ. ისინი
უკვე დამოუკიდებლად დადიან კაფეებში, მაკდონალდებსში
და ისეთი გემოები და საკვები მოსწონთ, რომელიც
სასურველი არ არის ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც
არ არის შემთხვევითი, რომ იმ დედების 60–70 პროცენტი, რომლებსაც შვილები მოჰყავთ ჩემთან, ამბობენ, რომ
ამ ასაკში მათ ცელულიტი არ ჰქონდათ.
_ მეც ძალიან გამიკვირდა, როდესაც შენთან სულ პატარა
გოგონები ვნახე. როდესაც ვნახე, რომ მათაც აქვთ ცელულიტი.
_ დიახ, გვყავს ასეთი პაციენტებიც. პირველი მენსტრუაციის
შემდეგ ხომ ვთქვით, რომ ეს პროცესები უკვე იწყება? საბედნიეროდ ამ ეტაპზე მათი მკურნალობა
ძალიან ადვილია. შენც ხომ წერ შენს ბლოგზე, რომ 17 წლისა იოლად და უმტკივნეულოდ გახდი
სწორი რეჟიმითა და კვებით. ამ დროს იოლია ბრძოლა,
რადგან აქ არ არის გამყარებული ცხიმი, მხოლოდ ცოტა სითხეა შეკავებული, რომელიც ადვილად
მიდის.
მეამაყება, რომ ჩემთან საოცარი, პროგრესული ბავშვები გავიცანი, ისინი ადვილად ამჩნევენ საკუთარ
სხეულზე პატარა ნიუანსებსაც კი და თვითშეფასებაც მაღალი აქვთ. საკუთარ თავზე ყველაფერი
კარგად იციან. იციან რომელი დიეტა უხდებათ,
იციან რა უხდება მათ ორგანიზმს.
ამას იმიტომ გავხაზავ, რომ უამრავი მაგალითი მაქვს,
როდესაც პაციენტი მოდის და მეუბნება _ იცი რა თამუნა, 50 წლისა ვარ და ჯერ არაფერი
გამიკეთებია! მათ კარგი ჰგონიათ რომ არაფერი
გაუკეთებიათ საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ამაყად ამბობენ იმას, რომ საერთოდ არ უმოქმედიათ
და არ უბრძოლიათ. მათ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა არ იციან...
მაგრამ ახლა ბავშვებზე ვლაპარაკობ. საბედნიეროდ, ჩვენ
ისეთი პროგრესული ბავშვების მცირე პროცენტი
მაინც გვყავს, რომლებიც საკუთარ თავს ფლობენ. ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ბავშვები ძალიან
წარმატებულები იქნებიან, მათ დროის ფასიც იციან,
წარმატების გემოც უკვე გამოცდილი აქვთ და საკუთარი თავის ფასიც იციან.
პერსპექტივა, რომ არაფერი გააკეთო და რაღაც თავისით გამოსწორდეს, უკეთესი ტანი თავისით ‘’გაგიკეთდეს’’, ჩვენს ორგანიზმს არ აქვს.
რას უნდა
დაელოდო? ჩვენ ჩვენს მარაგს ზოგი ადრე ვწვავთ, ზოგი კი ვინახავთ და ღვთისგან ნაბოძებ
პოტენციურ მარაგს სწორად, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვხარჯავთ. არის ისეთი შემთხვევებიც,
როდესაც ზოგიერთი უხეში ჩარევით გვინადგურებს ამ პოტენციალს... მაგრამ ადამიანი რომ
დაელოდოს იმას, რომ რაღაც თავისით გამოსწორდება, შეცდომაა. ასეთი რამ არასდროს ხდება.
ყველამ უნდა იცოდეს, ცელულიტი პირველი მენსტრუაციიდან გროვდება კუნთქვეშ და სანამ კანის
ელასტიურობა უძლებს ამას ვერ ვამჩნევთ. ეს
კი შეიძლება 14 წლის ადამიანსაც დაემართოს და 30 წლისასაც. არც მხოლოდ სიგამხდრეა ამისი
წამალი, კიდევ სხვა, უამრავი კომპონენტის ერთობლიობაა ეს.
_ და არც ასაკობრივი პრობლემაა ცელულიტი?
_ არა, არ არის,
ცელულიტი ცხოვრების წესის პრობლემაა. ამდენი მჯდომარე პოზა, ამდენი არასწორი საკვები,
ასევე ძალიან ბინძური გარემო, ჩვენ ხომ მთლიანად ჰიპოქსიაში ვცხოვრობთ. ეკოლოგია...
მგონი დედამიწაზე აღარ არსებობს ისეთი ადგილი სადაც წახვალ და შენს შვილს ჯანმრთელი პროდუქტსაც აჭმევ და სუფთა
ჰაერსაც ასუნთქებ.. როგორი მოტივირებულიც არ უნდა იყო ამაზე, ის აღარ არის. მაგრამ
რას უნდა დაველოდოთ, რომ ცელულიტი ანუ სიმახინჯე გაისად თავისით გაქრება?
ამიტომაც, შევნიშნე თუ არა, მაშინვე უნდა მივხედო მას.
ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ რა თქმა უნდა
მაღალი პრეტენზია და გემოვნება გაქვს, თორემ, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი არსებობს, რომელიც ასე ფიქრობს
_ რა დროს ცელულიტია?!.
ღმერთმა დაიფაროს ყველა ადამიანი ჯანმრთელლობის უარესი
პრობლემებისაგან, თორემ ცელულიტი აღარანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს, მისი საშველი
ამ საუკუნის გამოგონებათაგან ყველაზე ჰუმანური საშველია სილამაზის სამსახურში.
ისე არ გამიგოთ, რომ აუცილებლად მოვითხოვ ყველა სტიმულში
მოვიდეს. არა, ყველას ვერც მოვერევით. საქართველოში, საბედნიეროდ, უამრავი სავარჯიშო
ცენტრებია, აქვა აერობიკა, ცურვა, ცეკვა, სირბილი... მაგრამ თუ აქ მოვა და მე ბოლომდე მომენდობა, ის თავისი
ორგანიზმისთვის უძვირფასეს პროცესებს მიიღებს. შენც ხომ ხვდები, რომ ქალისთვის ამისი
გაკეთება უდიდესი მადლია? ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს. რა გზაზეც არ უნდა იარო,
მაინც აქ მოხვალ, რადგან ეს სულ სხვა სიმაღლეა, კარგად არის დაჯამებული, კარგად არის
დაბალანსებული და კარგად არის გაფილტრული.
_ ცელულიტი გამიჩნდა და არ გავსუქდი, ამაზე ძალიან ცოტა ვთქვით... ასეთი რამ არსებობს?
_ რა თქმა უნდა და მიზეზები იგივეა. და როცა ისინი ჩემთან
მოდიან, ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა. აბა სახეზე რომ გამონაყარი გაქვს არ უნდა
შეეცადო მის მოშორებას?
ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გოგო საზოგადოების აქტიური წევრია, _ აუზზე დადის, ზღვაზე,
მეგობრებთან... უნდა რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს, თამამი უნდა რომ იყოს, ბედნიერება უნდა, თავისუფლება სურს! რატომაც არა,
თუკი ამისი საშუალება არსებობს?!
დღეისათვის სულ ეს იყო...
მინდა შეგახსენოთ, რომ ორშაბათს ფოტოსესია გვაქვს.
სულმოუთქმელად ველოდები ჩემი შედეგების გამოფრიალებას... J
Комментариев нет:
Отправить комментарий