ისეთი შეცდომა მომივიდა, რომელზეც ახლაც კი მეცინება.
გუშინ ხომ ამჩატებული ვიყავი ჩემი დაკლებიული ორი კილოგრამის წყალობით, ჰოდა, ფანჯრიდან გადავიხედე და მეზობელმა, როგორ ხარო, მომიკითხა. სასწრაფოდ მივახარე, ცოტა უკვე დავიკელი წონაში, ნახე როგორ მეტყობა მეთქი და რადგან მივხვდი სამსახურში აგვიანდებოდა, აქეთ აღარ ამოვიპატიჟე, ეზოში ჩავქანდი.
_ ჰოოოო,_ დაფიქრდა, ამხედა და ჩამხედა, ძალიანაც უნდოდა, რომ შევექე, მაგრამ მერე, დაბნეული სახით _ რა ვქნა, ხომ არ მოგატყურბ, ვერაფერსაც ვერ გატყობო, _ მიპასუხა და წავიდა.
გავწითლდი... აბა როგორ შემატყობდა ამ უმნიშვნელო კლებას ას კილოს მიღწეულ ადამიანს?
ამ შემთხვევამ ახალ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. მგონი არ არის საჭირო ყოველდღიურად ''ვიყვირო'' რამდენი კილო ან რამდენი გრამი მაქვს დაკლებული. როგორც ''სტიმულში'' მითხრეს, პირველ, საგრძნობ, სხვისთვისაც თვალხილულ შედეგს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მივიღებ, ამიტომაც მოთმინებით აღვიჭურვები და ახალ ფოტოსესიასაც იმ ბედნიერი დღისთვის გადავდებ.
როგორ ვგრძნობ თავს დღეს?
ასეთი უზარმაზარი ენთუზიაზმი უცებ ცხრება მეთქი ვერ
ვიტყვი, მაგრამ ნებისმიერი დიეტის დაწყებიდან მეორე, მესამე დღეს აუცილებლად თავს იჩენენ
პრობლემები, რომლებსაც საჭიროა მოერიო. ჩვენი ორგანიზმი, რომელიც გარკვეულ რიტმს არის
შეჩვეული სულ სხვა, ახალ კალაპოტში გადადის, ეს კი ახალ შეგრძნებებს, სურვილებს, ხშირ
შემთხვევაში, ტკივილს აჩენს. მით უფრო თვალშისაცემია ეს, როდესაც შენს ორგანიზმს აპარატებს
ანდობ. აპარატებს, რომლთაც პროგრამაში სულაც არა აქვთ ჩადებული შენი თავის ტკივილისგან
დაცვა.
ჰოდა, თავი ამტკივდა.
თუ თქვენ თავის ტკივილი არასდროს გაწუხებთ, სულაც არ
არის აუცილებელი, რომ თქვენც იგივე დაგემართოთ, მე კი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ
თავის ტკივილს პერიოდულად ისედაც ვებრძვი.
თავის ტკივილი და საერთოდ თავი, თანამედროვე მედიცინისთვისაც
ჯერ ისევ ‘’უღრანი ტყეა’’, მაგრამ მსოფლიოს თავის ტკივილის ინსტიტუტების, მკვლევარების
შრომას ფუჭად რომ არ ჩაუვლია, ჩემს განწყობაზეც ისახება: დიახ, თავი აუტანლად მტკივა,
მაგრამ ვიცი, რომ ეს შიმშილის თავის ტკივილია ( ეგებ დაძაბული თავის ტკივილიც) და სხვა
არაფერი ( მე ხომ მხოლოდ 800–1000 კალორიას ვიღებ დღიურად) ახლა ისღა დამრჩენია, რომ
ამ ტკივილს გავუმკლავდე და ფარ–ხმალი არ დავყარო რითიც ჩემს უკვე დაკლებულ წონას საფრთხეში
ჩავაგდებ.
ოღონდ იოლია ლაპარაკი... ღამით კი, როდესაც თავი აუტანლად
გტკივა და მუცელიც საწყალობლად გიყმუის, ოპტიმიზმი თავისუფლად შეიძლება რომ დეპრესიული
ფიქრებით შეგეცვალოს. დიეტაზე გადასული ადამიანების 99 პროცენტი ხომ სწორედ ამ და მსგავსი
ჩივილების გამო წყვეტს გახდომაზე ოცნებას.
ვწევარ სიბნელეში და ვიცი, ახლა რომ ავდგე და მაცივარი
გამოვაღო, ჩემი თავის ტკივილი უგზო–უკვლოდ გაქრება და ჩვილი ბავშვივით დავიძინებ...
მაგრამ სამაგიეროდ ის სიმახინჯე, რომელიც თან დამაქვს და არ მინდა ვაღიარო რომ ჩემია,
სამუდამოდ დარჩება ჩემთან. ამიტომ გავუძლებ...
ტკბილი დილა! გადავრჩი, დიეტა არ დავარღვიე! J
დილას თამუნას დავურეკე და ჩემი თავის ტკივილი შევჩივლე. მირჩია, რომ რამდენიმე ნატეხი შავი,
ყველაზე მაღალპროცენტიანი შოკოლადი შევიტანო ჩემს მენიუში, რადგან შესაძლოა ეს თავის
ტკივილი ჰიპოგლიკემიამ ( სისხლში შაქრის კონცენტრაციის ნაკლებობამ) გამოიწვია. ნეტავ
დამერეკა გუშინ და მეკითხა...
ვერ ვიტყვი, რომ სრულიად გამიარა თავის ტკივილმა,
მაგრამ თავს იმით ვიმხნევებ, რომ რაკი ტკივილმა ნამდვილად მიკლო, ის უსუსურობის
განცდაც მიმატოვებს, რომელიც ღამით დამეუფლა და ჩემს ქონებთან ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ.
სხვა ფიქრებიც მაქვს დასამშვიდებლად. მე ხომ თავში იმ პროდუქტების სიას განვიხილავ, რომლებიც
არაფრით მომცემენ გარდაცვალების უფლებას J
პურიც. ხორციც, ყველიც, კვერცხიც, უამრავი მწვანილი და ფოთოლიც, ყვავილოვანი კომბოსტო,
ბროკოლი, ყავისფერი ან ველური, შავი ბრინჯი, ვაშლი, გრეიფრუტი, მინიმუმ ლიტრანახევარი
წყალი. მართალია, ეს პროდუქტების რაოდენობა საკმაოდ მოზომილია, მაგრამ ჩემი ორგანიზმი
ყველაფერს რაც მისი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო, ნამდვილად იღებს ... არა,
ნამდვილად არ ვკვდები J
გავუძლებ ამასაც. ძალიან რთული კია...
არ მინდა სათვალავი აგვერიოს. ახლა მესამე დღის პროცედურაზე უნდა გიამბოთ.
J რაკი მომყვებით
და ჩემს ნაწერს კითხულობთ, გამოდის თქვენც იგივე პრობლემები და ფიქრები გაქვთ, ამიტომ
სიზუსტე აქ ძალიან მნიშვნელოვანია.
სტიმულში შემსვლის წამიდან მავიწყდება ჩემი შფოთვა. აი რატომ უნდა დაურეკოთ ექიმს, როდესაც რამე გტკივატ, აი რატომ არ უნდა
იყოთ მარტო მაშინ, როდესაც წონას ებრძვი _ აქ სიარულით ხომ მე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ვიღებ. გარდა
ამისა, სტიმულის მშვიდ, ძალიან კომფორტულ, გაწკრიალებულ გარემოში თითქმის ერთ ბედ ქვეშ
მყოფი ადამიანები ვიკრიბებით. ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მოტივაციას.
რა გავიკეთე.
ულტრაბგერა.
ამ პროცედურაზე აი ასეთ ფირფიტებს ( თუ დაფებს) გამაგრებენ სხეულის იმ ნაწილებზე სადაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. ეს ფოტოც სტიმულის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან წამოვიღე თქვენთვის.
პროცედურის დროს, რომელიც პირველ ჯერზე 40 წუთს გაგრძელდა, მხოლოდ მსუბუქ ძალიან სასიამოვნო წიწკვნას ვგრძნობდი, მაგრამ რაც ამ აპარატის შესახებ შევიტყვე, ახლა აუცილებლად უნდა მოგიყვეთ.
პირდაღებული ვუსმენდი თამუნას. ეს იმდენად საინტერესო
მონოლოგი იყო, რომ სურვილიც კი არ გამჩენია, რომ რაიმე კითხვა დამესვა და დიალოგად მექცია...
მოკლედ, გვიამბობს თამუნა იდუკაშვილი:
_ ულტრაბგერა ერთი გამოუვალი სიტუაციის გამო აღმოვაჩინეთ...
ამას წინაპირობა ჰქონდა...
მივაკვლიე ერთ–ერთ აპარატს, რომელიც 100 გრადუსამდე
თბებოდა. მის ანოტაციაში ეწერა რომ ის წონაში
ცხიმის გაწყლოვანების ხარჯზე აკლებინებს... ერთი სიტყვით, ის უბრალოდ აპარატი
კი არ არის, არამედ პანაცეაა... სწორედ ასეთი სასწაულმომქმედი იტალიური აპარატი შევიძინეთ
გამოფენაზე და დიდი იმედებით თბილისში ჩამოვიტანეთ.
ქართველები ხომ მაქსიმალისტები ვართ, ჰოდა ჩავრთეთ თუ
არა, ეგრევე მაღალი სტიმულაციით დავიწყეთ ( ეს 10 წლის წინ ხდება) და ტემპერატურა ცოტა
ხანში ას გრადუსამდეც გავზარდეთ, ''ბარემ კარგად დაიწვას ეს ცხიმის'' ძახილით.
შედეგმაც
არ დააყოვნა... ათი ქალიდან 7–ში კანქვეშა ცხიმის სერიოზული არასწორი გადანაწილება
მივიღეთ. ანუ კანი რელიეფისებური გახდა და და გაქვავებული ადგილებიც გამოიკვეთა.
ეს სერიოზული დარტყმა იყო! განწირულობაში
ჩავვარდი, ჩემი მაშინდელი ტექნიკური საშუალებებით საერთოდ არ ვიყავი მზად ამისთვის.
არც ცოდნა, არც პრაქტიკა. ასეთი არც არაფერი ვიცოდი და არც არაფერს ველოდი. მოკლედ,
ვერაფერი გავიგე და რა თქმა უნდა, მიწერ–მოწერა,
რეკვა დავიწყე იქ, საიდანაც კითხვებზე პასუხები უნდა მიმეღო.
მე ხომ ძალიან დიდი ალიაქოთი ავტეხე,
იქიდან სამაგიეროდ მშვიდად მკითხეს, _ უი, თქვენ ულტრაბგერა არა გაქვთო?! _ ულტრაბგერა კი მქონდა, მაგრამ ის კანის ქვეშ მხოლოდ
ორ სანტმეტრზე ჩადიოდა. იქიდან კი რეკომენდაცია იყო რომ ჩვენ 5 სანტიმეტრიანი ულტრაბგერა
მაინც გვჭირდებოდა ამ 7 კანახუჭუჭებული ქალის გადასარჩენად.
ახლა გიხსნით რა მოხდა:
მიოსტიმულაციის ის პროცედურა, რომელიც ჩვენმა ნაქებმა
ახალმა აპარატმა გააკეთა, ნამდვილად საქებარი იყო და არც ტყუილად უკეთებდნენ რეკლამირებას,
მაგრამ ჩვენ დავუშვით შეცდომა მისი გამოყენებისას, უფრო სწორედ, ვერც ჩვენ გავითვალისწინეთ
მისი შედეგები და არც იმ კომპანიამ გაგვაფრთხილა ვისგანაც შევიძინეთ. მოკლედ, ეს აპარატი
ცხიმს ღრმა შრიდან იღებდა, მაგრამ როგორც შემდეგ მივხვდით, კონსტიტენციას კი არ უცვლიდა, არამედ უბრალოდ ალღობდა. აი როგორც
ცხიმიან, გადაქონილ საჭმელს აცხელებ და დნება
ცხიმი, იგივეს აკეთებდა, მაგრამ გაცივების შემდეგ გაცხელებული ცხიმი ხომ ისევ მყარდება ქვაბში? ჰოდა
აქაც იგივე მოხდა და როგორც კი ორგანიზმმა
საკუთარი ტემპერატურა დაიბრუნა, ცხიმმა, რომელიც კუნთქვეშ იყო და ჩვენ გავაცხელეთ,
კანქვაშ გადაინაცვლა და გაქვავდა. ანუ ადრე თვალით უხილავი, ხილული გახდა დალიანდაგებული
კანის სახით.
ასეთ ლაფსუს ვერაფრით ვეპატიებდი საკუთარ თავს. მერე ბევრი ვიწვალე...
და კითხვა–კითხვით და დიდი მიმოწერის შემდეგ ერთ–ერთი კომპანიაც შემეხმიანა, რომელმაც სწორედ იმ წელიწადს დაარეგისტრირა დაახლოებით
8–10 სანტიმეტრიანი წვდომის აპარატი.
ეს ის იყო რაც გვჭირდებოდა, ეს აპარატი ხომ კანქვეშ
ღრმად აკუმულირებულ ცხიმს კარგად ერეოდა. სწორედ ამ აპარატზე იწექი დღეს, ულტრა ბგერაზე,
რომელმაც მთლიანად შეგვიცვალა ცხიმის კონსტიტენცია დაგვამშვიდა, დაგვაწყნარა, გაგავათამამა, პრობლემები მოგვიხსნა
და ახლა მისი დახმარების შედეგია, რომ ჩვენი სამუშაო
რეჟიმი სუფთად, ''ფატალური'' შეცდომების გარეშე, გართულებების გარეშე მიდიდს.
არავინ თქვას, რომ რაღაც ჯადოსნურ აპარატს შეიძენს და მისი ცოდნის გარეშე მიაღწევს შედეგს, ეს ურთულესი პროცესია, რომლიც ცოდნით უნდა მართო.
როდესაც იწყებ, გეჩვენება, რომე ეს ძალიან იოლია, შუამდე მიხვალ და ხვდები, რომ ჯოჯოხეთში ხარ მოხვედრილი და ლაბირინთებში
დარბიხარ, ფინალამდე მისასვლელად კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შრომა გჭირდება.
ფინალი კი ის არის, რაც პაციენტის საჭიროებებს, სურვილებს და შენს ჩანაფიქრს რეალობად
აქცევს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია რომ ადამიანის
ორგანიზმის და ამ აპარატების შესაძლებლობები
ერთმანეთს შევურწყათ და მაქსიმალური შედეგი დავდოთ.
დღევანდელი ქართველი პაციენტი გემოვნებიანია და მაქსიმუმს ითხოვს. ჩვენ კატეგორიულად ვთქვით უარი ყოველგვარ ტემპერატურულ თამაშზე. ჩვენთან აღარ გამოიყენება არც პლიუსი
და არც მინუსი, ეს სარისკოა და ამიტომ ჩვენი საქმე არ არის. ორგანიზმის თერმორეგულაცია
ხელშეუხებელია. თუ მაგრები ვართ, ჩვენივე ორგანიზმის ტემპერატურაზე უნდა გამოვიტანოთ
ორგანიზმიდან შალკად ქცეული ცხიმი. მადლობა უფალს, რომ იმ ჯოჯოხეთიდან ღირსეულად გამოვედით
და შვიდივე დაზარალებულს ყველანაირი პრობლემა მოვუგვარეთ.
აი ასეთი დღე მქონდა... ისევ დაწვრილებით აგიხსენით ყველაფერი. ახლა ლიკა მირეკავს და მაფრთხილებს, რომ ბლოგის გამო პროცედურაზე არ დავაგვიანო. _ თავი გტკივა ისევ? _ მესმის იქიდან.
მე ეს ზრუნვა გამაგიჟებს :)
ხვალამდე!
Комментариев нет:
Отправить комментарий