დაილოცოს წიგნი!
გადაშლი და მიყვები თანმიმდევრულად.
ამ ბლოგში კი თანმიმდევრობა ირღვევა და ვინც ახლა შემომიერთდა, მან შესაძლოა სულაც ვერაფერი გაიგოს ჩემი ჩანაწერებიდან.
ჰოდა, ზოგჯერ შეჯამებაც უნდა გავაკეთო და ის ლინკებიც დავდო, რომელზედაც ვსაუბრობ, ან ის, რომელმაც ყველაზე მეტი ნახვა დაიმსახურა. (ესეც ინტერნეტის უპირატესობა წიგნს)
მე მქვია მსუქანი J
ჰო, რაღაც ასეთი ვარ და თქვენს თვალწინ ვხდები. J
მაგრამ რაკი ჩემი ასაკი აღარ მაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მარტივი დიეტითა და ვარჯიშით დავიკლო წონა, დახმარებისთვის სტიმულს მივმართე.
სტიმული წონისა და კორექციის სერვისია.
სერვისს თავად ეძახიან თავის თავს, თორემ ჩემი აზრით, ის წონის და სხეულის კორექციის ნამდვილი ცენტრია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტებზე ზრუნვის, ფოფინის წყალობით გამაოგნებელ შედეგებს აღწევს.
მე მათ 97კგ.და 800 გრ, ''ჩავბარდი''
მეორე კვირის პირველ დღეს კი ჩემი წონა აი ასეთი გახლდათ.
მაგარია? :)
ახალ ფოტოსესიას, როგორც უკვე დაგპირდით, სადაც ჩემთვის მტკივნეული ადგილები, მუცელი და ზურგი გამოჩნდება, ზუსტად ორი კვირის თავზე მოვაწყობ. მე უკვე ვხედავ ამ ცვლილებას, მაგრამ უფრო გამიხარდება, თუ თქვენც დაინახავთ.
ახლა კი იმ ამბის გაგრძელება მინდა, რომელიც გუშინ დავიწყე.
თქვენ თუ გაისინჯერთ გუშინდელი ისტორიის შემდეგ თქვენი ჯინსები? J
ვისაც ძალიან გიყვართ თქვენი ჯინსის შარვალი, მაგრამ თქვენი სხეულის ფორმა მისი თამამად ტარების საშუალებას არ გაძლევთ, აუცილებლად გადადით იმ ლინკზე, რომელიც აქ დაგიდეთ...
მე კი იმ ბედნიერთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც გალიფე არ აწუხებს ( ამაში მაინც გამიმართლა), მაგრამ წონის გამო მაინც ვერ ვბედავ ეს სამოსი ვატარო.
ჰო, სამოსი, რომელზეც მთელი სამყარო შეთანხმდა, რომ ჩვენი გარდერობის აუცილებელი ატრიბუტია. მეც, როგორც ერთ–ერთი რიგითი დედამიწელი,
ამ მოსაზრებას განხილვის გარეშე ვიზიარებ და ამიტომაც ჯინისის შარვლების მთელი გორა
მიწყვია კარადაში. სწორი და გაშლილი, მოჩაჩული და მოტტკეცილი, ლურჯი, შავი, ცისფერი,
დახეული, მთელი, მოხარშული, მოუხარშავი... მოკლედ, მოდის ცვალებადობასთან ერთად ჩემი
ჯინსების კოლექციას ისინი გამუდმებით ემატებიან და ამით მის პატრონს, ანუ მე, სიხარულს
მანიჭებენ J
ბოლო ჯინსის შარვალი შარშან, ახალი წლის წინა დღეებში შევიძინე.
ზუსტად ერთი წლის წინ... ეს ტანზე კარგად მომდგარი, ძალიან პრეტენზიული ჯინსია. ის
შენი სხეულის ფორმას იმეორებს მთლიანად და თეძოდან კანჭამდე გეკვრის. ის არ გაპატიებს
სხეულის დეფექტებს, არ მოგეფერება თუკი მოკლე ან სულაც მოგრეხილი ფეხი გაქვს, არ დაგიმალავს
ზედმეტ წონას.
აი, ამიტომაც ვიყიდე, პრეტენზიის ნიშნად, რომ 50 წელს მიკაკუნებული მაგარი გოგო ვარ. J
აი, ამიტომაც ვიყიდე, პრეტენზიის ნიშნად, რომ 50 წელს მიკაკუნებული მაგარი გოგო ვარ. J
ალბათ გახსოვთ, რომ შარშანდელი ზამთარი ჩვენთან ჩვეულზე
ცივი იყო, ამიტომაც სხვა უფრო თბილი შარვლებით დავდიოდი და არც კი მიფიქრია მისი ჩაცმა,
მისთვის იარლიყიც კი არ მომიხსნია ისე შევდე კარადაში...
მერე, საახალწლოდ, ბევრი სტუმარი
მყავდა...
მერე მე ვიარე სტუმრად...
მერე კი უმუშევარი დავრჩი...
როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ახალი ჯინსი არ მეკვრება,
ავიწონე.
თქვენც იცით როგორ გეპარება ადამიანს სიმსუქნე _ ჩუმად, მოფერებით, ის გემრიელ
სასუსნავებს ისე უხვად, მადლიანად გთავაზობს, ისეთ არომატებს, ისეთ შეგრძნებებს გახვევს
თავზე, რომ თვით ყველაზე გამოცდილ და ორგანიზებულ მოდიეტეებსაც ხშირად უთქვამთ, რომ
10–15 კილოგრამი ისე მოიმატეს, რომ ვერაფერი გაიგეს...
ზუსტად ასე დამემართა.
როდესაც ავიწონე, ანუ ჩემი შუშაბანდის კედლის კარადა გამოვაღე, ზედა
თაროდან სასწორი ჩამოვიღე, ზედ დავდექი და გავსწორდი, 16 კილოგრამთ მეტი ვიყავი.
არა, არაფერი მეორდება ორჯერ! რაღაც შეცდომაა!!! ისევ
დავხედე სასწორს. ჩამოვედი, გავასწორე, გავიხადე ყველაფერი რაც ტანზე მეცვა, დავდექი...
იგივე წონა მიჩვენა.
მერე დაიწყო დეპრესია...
და მინდოდა თუ არა, ვაღიარე, რომ მოსაზრება რომ სამყაროში ერთნაირი სიზუსტით არასდროს მეორდებიან მოვლენები, მცდარი მოსაზრებაა, რადგან ის ქრონიკულ დაავადებებს არ ეხება. ისინი მეორდებიან, ცოცხლდებიან და თუკი ყურადღებას
მოადუნებ, სიცოცხლეს გიწამლავენ.
ჩემი სტიმულში მისვლიდან ერთი კვირის თავზე ისევ პირველ დღეს გაკეთებილი http://msuqani.blogspot.com/2015/12/blog-post_5.html პროცედურები გამიკეთეს. ტრანსდერმული თერაპია, ლიმფოდრენაჟი და ვაკუსტაილერი. მე მათზე
აღარ შევჩერდები, რადგან როგორც კი შევძელი ისე კარგად აღვწერე ის, ვისაც არ უნახავს თუ საიდან დავიწყეთ მე და სტიმულმა ბრძოლა, შეუძლია ჩემგან მითითებულ ლინკზე გადავიდეს.
სახლისკენ გზაზე
კი ჩემი ბავშვობის მეგობართან შევიარე და ვთხოვე ეს სურათი გადაეღო ჩემთვის, იმისთვის
რომ შემდეგ, როდესაც სასურველ წონას მივაღწევ თქვენთვის თვალნათელი იყოს განსხვავება...
ცოტა ბუნდოვანი სურათი გამომივიდა, მაგრამ მაინც ჩანს როგორ შევურაცხყოფ ამ შარვალს ჩემი მომატებული წონით, როგორი შეცდომა მაქვს დაშვებული.... J
Комментариев нет:
Отправить комментарий