понедельник, 14 декабря 2015 г.

გალიფე ანუ მე ამისგან გავაკეთებ!..



სადაც ქალებია, იქ არც ჭორაობაა უცხო ხილი. საკუთარ თავზე ჭორაობა კი ყველაზე ტკბილი რამაა ჭორაობებს შორის J

''სტიმულში'' სტუმარი გვყავდა.(ვინც ახლა შემოგვიერთდა იმის გასაგონად გეტყვით რომ სტიმულში ჩემი ჭარბი წონის მოსაცილებლად დავდივარ http://msuqani.blogspot.com/2015/12/blog-post_5.html
სტუმრები აქ ხშირად მოდიან. ეს ის პაციენტებია, რომლებმაც უკვე მოიშორეს წონის პრობლემები, მაგრამ ეს გარემო და აქაური პერსონალი მათთვის მშობლიურად იქცა, ამიტომაც პერიოდული, მეგობრული ვიზიტები წესად აქვთ... თანაც რა იცი, ეგებ და თამუნასთან რაიმე ისეთი სიახლეა, რაც არაფრით უნდა გამოგრჩეს?!

მოკლედ, ჭიქა ყავასთან ვსაუბრობთ.

_ თქვენ წონის პრობლემა გქონდათ? _ ვეკითხები ქალბატინს, რომელსაც შემიძლია დავიფიცო, რომ არც ერთი ზედმეტი კილოგრამი არ აქვს.

_ არა, რას ამბობთ, ისეთი ბედნიერი გენეტიკა მაქვს, არასდროს გავსუქებულვარ, _ მიღიმის კეთილგანწყობილი.

ოჰო, ეს ინტრიგაა!!!
თუ არასდროს გასუქებულა, მაშინ რატომ არის ასე ძალიან მოჯაჭვული ამ გარემსთან, ამ ადამიანებთან, რომელთა უმთავრესი საზრუნავი ცხიმის დაშლაა?

_ მოუყევი რა! _ გვიერთდება ლიკა.

ლიკას მერე გაგაცნობთ, ის აქ წლებია რაც მუშაობს, ამიტომ ბევრი რამ, რაც ამ კედლებს ახსოვთ, არც მისი მეხსიერებისთვისაა უცნობი.

_ კარგი, კარგი ვყვები, _ იცინის სტუმარი _ მე საშინელი ფეხები მქონდა ე.წ. გალიფე, კავკასიური ტანი.

დიახ, ამ პრობლემას, რომელიც უცხო არ არის ჩვენი ქალბატონებისათვის ასეც უწოდებენ. ამ ფაქტს კი გენეტიკური ფაქტორის გარდა იმითაც ხსნიან, რომ ჩვენში ჩვილ ბავშვებს აკვანში აკრავდნენ და ისე ზრდიდნენ. ამან კი, აკვანში არტახებით გადაკრულმა, გადაკოჭილმა მენჯ–ბარძაყმა სხეულის აი ასეთი თავისებურება გამოიწვია და ის გენშიც გადავიდა. ან რა ვიცი, ეგებ გენში დომინანტური სწორედ ეს ფორმა იყო და არტახები არაფერშიც არ არის დამნაშავე. ასეა თუ ისე, ჩვენი ტორსის ერთ ერთი თავისებურება სწორედ გალიფე გახლავთ და ახლა, საბედნიეროდ, მასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს. მე კი მასთან ბრძოლის   ერთ–ერთი, პირველი, ქართული ისტორია მოვისმინე.

_ 12 წლის ვიყავი, როდესაც საბჭოთა კავშირის დახურული რკინის ფარდა მოდის სამყაროში უკვე მტკიცედ ფეხმოკიდებულმა ბრენდმა, ჯინსმა მოულოდნელი ჭექა–ქუხილის მსგავსად შემოარღვია. მაშინ ვერც მოდური ტენდენციები მოდიოდა ჩვენამდე იოლად და ვერც საბჭოთა კავშირის სივრცეს ვარღვევდით იოლად... ჰოდა დედამ ქვეყნიერების იმ ნაწილში წამიყვანა სამოგზაუროდ სადაც აკრძალული არ გვქონდა_ მოსკოვში. 

ძველ თაობას კარგად ახსოვს მაღაზია, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა ადამიანისათვის მეტად სასურველი თუ საოცნებო სახელი ‘’ბერიოზკა’’ ერქვა. სწორედ იქ, თითქმის სამსაათიანი რიგში დგომის შემდეგ, მე და დედამ ჩემი საოცნებო ჯიბსის შარვალი შევიძინეთ. ნამდვილი ვრანგლერი. მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ვრანგლერს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია ჰქონდა... ან ამას რა მნიშვბელობა ჰქონდა, გახარებული გავრბოდი სასტუმრო ‘’რასიასკენ’’ რომ შარვლისთვის ‘’გემო გამესნინჯა’’. ‘’რასიას’’ ვესტიბიულში რუსი გოგონები იდგნენ და გახარებულმა აღმოვაჩინე, რომ ერთ ერთ მათგანს,გრძელფეხებასა და ქერათმიანს, ტანზე ლამაზად მოსხლეტილი სწორედ ჩემნაირი WRANGLER ეცვა. ზუსტად ის მოდელი, რომელიც გულში მაგრად მქონდა ჩახუტებული.

იმ დღეს, რუსეთის დედაქალაქში, რომელიც მაშინდელი საბჭოეთის დედაქალაქიც იყო, დიდი იმედგაცრუება განვიცადე, რაკი პირველად ჯინსის შარვალში გამოწყობილმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი სხეულის ფორმები უფლებას არ მაძლევდნენ ასეთი სასურველი სამოსი თამამდ მეტარებინა.

12 წლის მოზარდისთვის ძალიან მტკივნეული დარტყმა დედამ როგორც შეძლო გამიიოლა და ის ნანატრი შარვალი ხმარებისგანაც ნამდვილად გავცვითე, მაგრამ ფიქრი, რომ არასრულფასოვანი ვარ და თან სიმახინჯეს ვატარებ, არასდროს მომშორებია თავიდან.

მერე იყო წლები, როდესაც მხოლოდ ვდარდობდი და გადმოფართხუნებულ ტანსაცმელს ვატარებდი... ეს  სიყვარულამდე გამიგრძელდა.

სიყვარული კი ნამდვილად აღგვამაღლებს. ჩემი მაგალითი ამისი ჭეშმარიტი დადასტურებაა. იმდენად დიდი და წრფელი სიყვარული მეწვია, იმდენად მაღლა ავყურებდი ჩემ მიჯნურს, რომ გადავწყვიტე მებრძოლა და ჩემი ნაკლი თავიდან მომეშორებინა.

მაშინ თბილისში პლასტიკურ ქირურგიაში ერთადერთი ექიმი, წოპე მუშაობდა, მაგრამ სულ სხვა პროფილით...
მაგრამ მე მტკიცედ მწამდა, ეს შესაძლებელია! აღარ გავაგრძელებ, რადგან ძალიან  დიდი ძებნის შემდეგ მივაკვკლიე სტიმულს.

და საცდელი ექსპონატიც გავხდი, რადგან სტიმული მაშინ მხოლოდ იდგამდა ფეხს, ჩემნაირი შემთხვევა კი მის პრაქტიკაში ჯერ არ იყო დაფიქსირებული.

ვუამბე თამუნას რაც მჭირდა. ვუთხარი რამდენი ვეძებე და ვიომე, რომ ჩემი ‘’უკვდავების წამალისთვის’’ მიმეკვლია, როგორ გადავიარე ცხრა მთა და ცხრა ზღვა. არც ერთი ოცნება არ დამიმალავს მისთვის, ვუთხარი, რომ მე და ჩემი საქმრო მთელი თაფლობის თვის ზღვაზე გატარებას ვაპირებდით... და რომ სიყვარული, რომანტიკა და გალიფე  ერთად თავსებადი ცნებები არ გახლავთ.

თამუნა დამთანხმდა.

ჰოდა, დავიწყეთ ბრძოლა.

პირველი შესაძლებლობები რაც სტიმულს პირველი ნაბიჯების გადადგმისას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ისეთი არ იყო  როგორიც ახლა აქვთ. ეს ბუნებრივია. მაგრამ პრეტენზიები ძალიან დიდი ჰქონდათ. მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ იცოდნენ _ ‘’ისინი ამისგან გააკეთებენ!..’’. არადა, ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ერთადერთი ლომფოდრენაჟის ჩექმა არსებობს საქართველოში, ბოხუას კლინიკაში და  ლიმფოსტაზის დროს ამ პროცედურას რიგ–რიგობით, ცალ–ცალ ფეხზე ასრულებენ.

ჩვენ  ერთ–ერთი ძველი აპარატით დავიწყეთ პროცედურები.

_ რამდენი ხანი დასჭირდა გალიფეს მოშორებას?

_ პირველად  აბსოლუტურად სპონტანური პროცესი მიდიოდა, არაფერი იყო დაგეგმილი. არ ვიცოდი რამდენი პროცედურა უნდა გაკეთებულიყო. არც ამ აპარატის პროგრამები იცოდა ვინმემ სრულყოფილად. 
ამ აპარატებს რამოდენიმე პროგრამა აქვთ,  მაგრამ თუ პაციენტს ყველა პროგრამას ჩაურთავ მაშინ რა აზრი აქვს მის შენთან სიარულს? თავადაც იყიდის აპარატს, დაიდგამს სახლში ჰოდა ოდესმე, რამდენიმე წლის შემდეგ ან მაშინვე, ან გაარტყავს  მიზანში და მიიღებს შედეგს  ან ვერა... ამას არავინ მიმალავდა, მაგრამ მე  თანახმა ვიყავი, მე უნდა მომეშორებინა გალიფე! მე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი! წინ დიდი საჩუქარი მელოდა _ თაფლობის თვე, მზე, ზღვა, საყვარელი ადამიანი...

მერე მთელი სამი თვის მანძილზე აქ ყოველ დღე მოვდიოდი, თამუნა კი  ღამეებს ათენებდა. ის მარტივი რჩევები, რომლებიც ამ აპარატებს მოჰყვება შეძენისას ინსტრუქციების სახით, საკმარისი არ აღმოჩნდა მსგავსი სირთულის დასაძლევად, არც ის ერთკვირიანი კურსი, რომელიც მისმა გამყიდველმა კომპანიამ ჩაუტარა... ამიტომაც თამუნა დაჯდა და თავიდან შეისწავლა სამედიცინო ინსტიტიტში უკვე ერთხელ ნასწავლი სისხლძარღვების, კუნთებისა და საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის ყველა ნიუანსი.

როგორ გითხრათ, რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ, ჩემთვის გალიფეს მოშორება ჩვენი, ჩემი და თამუნას  მაშინდელი ცხოვრების ერთობლივი მიზანი გახდა. სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზანი.

თამუნა ხატავდა პოზიციებს, სწავლობდა როგორ უნდდა დაედო ჩემთვის ელექტროდები და მერე იზეპირებდა...  დრო გადიოდა, შედეგი ხან ჩანდა ხან ქრებოდა... ოღონდაც არც ერთი წამით, არც ერთს არ გვიფიქრია, რომ დავმარცხდებოდით. წლების შემდეგ მითხრა, მაშინ ალბათ შევეცოდე უფალს ასეთ აგონიაში რომ ვიყავი და  გზები გამიხსნაო.

_ ბუნებრივია რომ შეცდომებს დაუშვებდით, მთავარი შეცდომა რა იყო?

_ რაკი წონის პრობლემა არ მაწუხებდა, პირველ ეტაპზე სრულიად დაგვავიწყდა, რომ კვებისთვის უნდა მიგვეხედა, ანუ პროცედურის შემდეგ, დაღლილი ვბრუნდეოდბი თუ არა სახლში, მაშინვე ვჭამდი, ამიტომაც მიღწეული შედეგი არ ფიქსირდებოდა და სხეული უკან იბრუნებდა ფორმას... ამან დრო დაგვაკარგვინა, მაგრამ მერე მალევე მოვეგეთ გონს.

_ სამი თვე...

_ დიახ, და ახლა იგივეს 20 პროცედურაში აკეთებენ.

_ ყოველთვის?

_ არა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ყოველ შემთხვევაში ახლა სტიმულის ყველა პაციენტს ზუსტად გაწერილი პროგრამა და დაგეგმილი გრაფიკი აქვს, ყველამ იცის რამდენი დრო დასჭირდება მის ''გალიფესთან'' ბრძოლას.

რა უცნაურია, მე კი მეგონა, რომ მე ვიყავი გმირი! J






Комментариев нет:

Отправить комментарий