ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სათაურმა იმედი ჩაგისახათ
ან, სხვა თუ არაფერი, ინტერესი მაინც გაგიღვივათ, მაგრამ უნდა გაგაწბილოთ, რამეთუ, ჩემი
აზრით, (ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი აზრია, იმედის სახელით! J ) არც ერთი დიეტური საკვები გემრიელი არ არის!
რატომ?
ადამიანების გემოვნებას რაკი აღზრდა, ქვეყნის კულტურა და ტრადიციები აყალიბებს ( რომელიც თავის მხრივ, კულტურის ნაწილია) ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ამ ნიშნით განვითარებული გემოვნება გვაქვს. ამიტომაც, ჩვენი საკვები, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ, ყოველთვის ჩვენი პირის გემოს ( ანუ გემოვნების) გათვალისწინებით არის მომზადებული.
პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში, იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ხაჭაპური უნდა შევიტანოთ. რაკი ჩემი მკითხველების უდიდესი ნაწილი მანდილოსნები ბრძანდებით, იმისი იმედიც მაქვს, რომ ყველა შესაძლებელ შემთხვევაში, თქვენც, ჩემი არ იყოს, ოჯახს აუცილებლად ანებივრებთ ქართული კულინარიის ამ საოცრებით. მით უმეტეს, რომ ამ ‘’ნებივრობაში’’ ყველაფერი გვიწყობს ხელს. პირველ რიგში კი მთელს საქართველოს ინფექციასავით მოდებული სწრაფი კვების ობიექტები, სახაჭაპურეები, რომელთა უმრავლესობა, ისევ ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის დასახური, ეგება და რამენაირად გადავირჩინოთ თავი უვარგის ცხიმზე დამზადებული, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამიტომაც საზიანო, მაგრამ საკმაოდ გემრიელი საკვებისგან.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კარგი და თავდადებული
დიასახლისების დიდი ნაწილი, იმის ნაცვლად,რომ ოჯახს დილაობით წყალზე მოხარშული სასარგებლო
ჰერკულესის ფაფით ან კარგად გახუხული ტოსტის პურით და ერთი ნაჭერი ყველით გაუმასპინძლდეს,
ხშირად იწუხებს თავს ხაჭაპურის ცხობით. ამ უალტერნატივო საკვების ცდუნებას კი ძალიან
ცოტა ადამიანი თუ უმკლავდება.
ჰოდა, ბევრი ფიქრის გარეშეც შემიძლია ''ვურჩიო'' ჯანმრთელობის სამინისტროს _ თუ მას საკუთარი ერის ჯანმრთელობისტთვის უძგერს გული, შეუძლია დღესვე დაიწყოს ანტიხაჭაპურული კომპანია, რომელიც ჩვენი ერის სისხლძარღვებსაც საგრძნობლად მოუმატებს გამავლობას და ერს შეთხელებაშიც დაეხმარება J
მეორე ადგილზე, რაკი ოჯახურ მენიუზე ვსაუბრობთ, მინდა
იმ წვნიანების ჩამონათვალი განვიხილოთ, რომელსაც ნორმალური დიასახლისები ხალისით ვუმზადებთ
ოჯახის წევრებს.
უკრაინული ბორში, სუპ ხარჩო, მაწვნის სუპი( ეს თბილისელების
საყვარელი კერძია), ქათმის ბულიონი, ჩიხირთმა.
მშვენიერი ჩამონათვალი, რომელიც კი არ გვაჯანსაღებს,
არამედ გვასუქებს.
რატომ?
იმიტომ რომ, ამ კერძების მოსამზადებლად ჩვენ ხორცის ცხიმიან ნახარშს ვურევთ ბოსტნეულთან, ქათმის ნახარშს ვამატებთ ფქვილს, კვერცხს, ყველაზე უწყინარ მაწვნის სუპსაც კი ჩვენ ბევრი კარაქის, არაჟნის, კვერცხის და ზოგ შეთხვევაში ფქვილის დამატებით ვამზადებთ.
ყველაზე იოლი გამოსავალი დიასახლისისთვის, რომელსაც საკუთარი დრო ეძვირფასება:
კატლეტი.
რითი ვამზადებთ ამ კერძს?
კატლეტზე ცხონებული ბიძაჩემი გამახსენდა, რომელმაც ჭეშმარიტად იცოდა კულინარიის და პირის გემოს ფასი. მას ხშირად ვეკითხებოდი სხვადასხვა კერძების რეცეპტს, ჰოდა, როცა მისი გასაოცარი გემოს კატლეტის რეცეპტი ვიკითხე ( ხუთსულიანი ოჯახი ჰყავდა), სწავლება ასე დაიწყო: ვიღებთ სამ კილოგრამ საქონლის ხორცს და ორ კილოგრამ ღორის ხორცს... დღემდე მეცინება, იმიტომ, რომ იმ ჯერზე ვერაფერი გავიგე იმის არდა, რომ ჩემი ბიძია, რომელიც კვირაში სამჯერ მაინც დადიოდა ბაზარში, თვლიდა, რომ ხუთსულიან ოჯახს მხოლოდ კატლეტის მოსამზადებლად, ორდღიანი მარაგისთვის, 5 კილოგრამი ხორცი სჭირდება. J მაშინ ისიც გავიგე მისი პირიდან, რომ თურმე, კატლეტი, რომელიც ძალიან რთული შემადგენლობისაა, მარწყვივით იჭმევა, ამიტომ ბევრი უნდა იყოს, გავლა-გამოვლაზე თავისუფლად რომ შეგეძლოს აღება. დიახ, სამწუხაროდ, კატლეტი რთული შემადგენლობის საკვებია რაკი მასში ღორის, საქონლის ხორცის გარდა, პურს, ბოსტნეულს, კვერცხს, მწვანილს, სანელებლებს ვუმატებთ და შემდეგ ორცხობილაში ამოვლებულს დიდი რაოდენობით ცხიმში ვწვავთ ( კარაქში და ერბოში უფრო გემრიელია, მაგრამ არც ზეთია ურიგო, მაგრამ ორი კილოგრამი რომ შეწვა, ისევ სამწუხაროდ, ნახევარ ლიტრამდე ზეთი უნდა შეასრუტინო... აი კარაქისა კი არ ვიცი, რადგან ვცდილობ ეს მაინც არ გავაკეთო. )
ახლა წარმოვიდგინოთ, ეს ძვირფასი, ჭეშმარიტად ყოველდღიურობისათვის შესანიშნავი საკვები რასთან ერთად უნდა მივართვათ ოჯახს? გარნირად კარტოფილის პიურე ან მაკარონი მოგწონთ? გნებავთ წიწიბურა იყოს... გითხრათ ამით რას ვაშავებთ? რას და, ღმერთო მაპატიე ესენი რომ მაქვს მრავლად ნაკეთები... ამით ჩვენ სრულიად შეუსაბამო კომპონენტებით ‘’ვტენით’’ საყვარელ ადამიანებს. L
მეოთხეადგილოსანი კერძი, რომელსაც ხშირად ვამზადებთ დიასახლისები, ქართველთა და არამარტო ქართველთა საყვარელი აჯაფსანდალია J და თუ შეიძლება ახლა მაინც არ გაგიხეთქოთ გული, არა?! J
კერძი _ ‘’ბოსტნეულის ზეიმი’’, რომელის ყველაზე გემრიელი
ვარიანტიც ამ კერძის ყველა კომპონენტის ჯერ სათითაოდ შეწვას და შემდეგ მათ შერევას
გულისხმობს.
მაგრამ ამოცანა გვეკითხება, თუ ყველა ამ კომპონენტს
ერთმანეთში შერევამდე სათითაოდ შევწვავთ, რამდენი მზესუმზირის, ან გნებავთ სიმინდის თუ ზეითუნის ზეთის გამოყენება დაგჭირდებათ ამისათვის?
წარმოიდგინეთ სანახევროდ დაცლილი ზეთის ბოთლი?
ჰოდა, რა გამოდის?
გამოდის, რომ რაკი ქართველის და არა მარტო ქართველის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის პირის გემო ნოყიერ, რთული შემადგენლობის საკვებს აღიარებს მხოლოდ, ჩვენ იმდენს ‘’ვახერხებთ’’, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენი სამზარეულოდანაც და უცხო ქვეყნების სამზარეულოდანაც მხოლოდ ის კერძები გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენთვის მოსაწონ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ისევ იმით გავაგრძელებ, რითიც დავიწყე და ახლა ჩემი ჩამოთვლილი რჩეულების დიეტურ, ყოველდღიურობაში, გონიერთათვის მოსხამარ ვარიანტს შემოგთავაზებთ. J
ხაჭაპური. J
ის ვერასოდეს გახდება დიეტური საკვები. ამიტომაც, თუკი დიეტა და გახდომა განიზრახეთ, როდესაც მისი სუნი გეცემათ, თავი დახარეთ ( თვალებს ნუ დახუჭავთ, ქუჩაში საშიშია ) და სასწრაფოდ გადადით ქუჩის მეორე მხარეს.... მაგრამ იმისათვის, რომ დეპრესია არ აიკიდოთ მისი მონატრებისგან, შეგიძლიათ დილაობით ორი სამი ნაჭერი ყველი უცხიმოდ დადოთ ტაფაზე ( კერამიკულ, ტეფალის, ნებისმიერ, რომელიც არ იკრობს უცხიმოდ) და კარგად გააცხელოთ. ის აუცილებლად მოგიკლავთ ხაჭაპურის ჟინს. ან მიირთვათ მხოლოდ ერთი ნაჭერი ხაჭაპური, რომელიც ჩემი ‘’გენიოსობის’’ მიუხედავად, ვერასდროს მოვახერხე.
წვნიანები. J
დღევანდელი ჩემი ჩანაწერი სწორედ ასეთი წვნიანის დამსახურებაა, ამიტომაც ''ცხელ კვალზე'', უცებ მოგიყვებით როგორ მოვამზადე ის, სანამ ''წერად დავჯდებოდი'':
ერთ კოვზ ზეითუნის ზეთში მოვხრაკე ერთი თავი ხახვი,
შემდეგ იმავე ქვაბში ჩავყარე დაჭრილი სტაფილო, დავასხი წყალი, ჩავამატე დაფნის ფოთოლი
და ვადუღე 3- 5 წუთით. ამას დავამატე ზუსტად ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და როცა მივხვდი,
რომ ბრინჯი მოიხარშა, ქვაბში ჩავუშვი წვრილად დაჭრილი თითო წითელი და მწვანე ბულგარული
წიწაკა, ერთი პატარა მწვანე, მწარე წიწაკა, ბროკოლი (დაახლოებით 100 გრამი), ორი მცირე
ზომის პომიდორი. როცა ეს ყველაფერი კარგად ადუღდა და პომიდორი მიითუთქა, დავამატე ყველანაირი
მწვანილი რაც კი გამაჩნდა. ბოლოს ჩავამატე ნიორი და დავასხი ვაშლის ძმარი. J
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ‘’ჯადოქრობისგან’’
მიღებული წვნიანი გადასაყლაპად ვარგისი ნამდვილად იყო, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა საერთო
არც ბებიაჩემის მომზადებულ ჩიხირთმასთან არც დედაჩემის საყვარელ შჩისთან.
კატლეტი J
ეს კერძი, სამწუხაროდ, ყოველდღიურობიდან დასავიწყებელი
გახლავთ. ან მისი დიეტური ვარიანტის მოსამზადებლად დიდი ოსტატობა უნდა გამოვიყენოთ,
რადგან დიეტური კატლეტის მხოლოდ საქონლის უცხიმო ხორცით მომზადებაა შესაძლებელი, ისიც
ორთქლზე. ეს კი ჩემს ძალებს აღემატება, ამიტომაც დავივიწყე კატლეტი და მხოლოდ მოხარშული
ხორცით ვკმაყოფილდები.
აჯაფსანდალი.
დიეტურად ჯაფსანდალის მომზადების გენიალური ხერხია მისი შემადგენელი კომპონენტების (ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო) ჯერ ქურაში, ზეთის გარეშე შეწვა. სხვათა შორის, ძალიან კი შეგაშინეთ, მაგრამ ასე მომზადებული აჯაფსანდალი, ყველაზე მეტად აგიჩუყებთ გულს ჩემნაირ გურმანებს.
დიეტურად ჯაფსანდალის მომზადების გენიალური ხერხია მისი შემადგენელი კომპონენტების (ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო) ჯერ ქურაში, ზეთის გარეშე შეწვა. სხვათა შორის, ძალიან კი შეგაშინეთ, მაგრამ ასე მომზადებული აჯაფსანდალი, ყველაზე მეტად აგიჩუყებთ გულს ჩემნაირ გურმანებს.
როდესაც ყველაფერი შეიწვება ( ქურაში უზეთოდ) პროდუქტები
შეგიძლიათ მოათავსოთ ქვაბში, მოასხათ ერთი კოვზი ზეთი, დაასხათ პომიდორი,მიაყაროთ მწვანილი,
თავი დაახუროთ, დადგათ ცეცხლზე და ქურაში გამომშრალი და გაბრიგინებული ბოსტნეული ორთქლში
ჩაარბილოთ J
რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ გარნიერებს _ მაკარონს, კარტოფილის პიურესა და წიწიბურას, მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ დიეტოლოგებს, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ კერძებად უნდა განვიხილოთ და არა გარნირებად.
რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ გარნიერებს _ მაკარონს, კარტოფილის პიურესა და წიწიბურას, მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ დიეტოლოგებს, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ კერძებად უნდა განვიხილოთ და არა გარნირებად.
J
დაგღალეთ?
პრინციპში, ვინც ბოლომდე მომყვა, იმედი ამქვს, არ ინანებს, რადგან მე ახლა ჩემი წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გაგიზიარეთ, რომელიც ჩემთვის აუწონავ სიმდიდრედ გადაიქცა, რადგან თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო საკუთარ გურმანულ მისწრაფებებზე და ჩემი ოჯახის წევრებს, სასარგებლო საკვები შევთავაზო.
შევხვდებით.
მანამდე კი იმედით, რომ სწორედ გამიგეთ, გთხოვთ დამიმეგობრდეთ ფეისბუქზე, რათა ერთად განვიხილოთ წონის კორექციასთან დაკავშირებული პრობლემები.
Комментариев нет:
Отправить комментарий