_ რა
გქვია? ვეკითხები პატარა, ცისფერთვალა გოგონას,
რომელიც აშკარად გაბრაზებულია.
_ კატო,
_ ვიღებ პასუხს, მაგრამ თვალები რომ დაენამა?
_ აქ
მარტო ხარ?
ისე
ვეკითხები, ყოველი შემთხვევისთვის, თორემ ამხელა სუპერმარკეტში ამ პატარა ბავშვს მარტო
ვინ გამოუშვებდა? თანაც აქეთ–იქით ვიყურები, იმედით, რომ მისი პატრონი ამოვიცნო.
ის
კი დგას და ხმას არ იღებს. რაღაცნაირად, გაჯიუტებული დგას. ისეთი პატარაა, საყვარელი... როგორც ჩანს, ხმა რომ ამოიღოს, ატირდება.
დაიკარგა?
_ ნუ
გეშინია, დედა ალბათ გეძებს და მალე გიპოვის კიდეც, მოდი მაღაზიის თანამშრომელთან მივიდეთ
და დედაშენს ხმამაღლა დავუძახოთ.
როგორც
ჩანს, კატოს ყურადღებამ გული აუჩუყა და თვალებიდან ეს, ძლივს შეკავებული, ცრემლები
მაინც გადმოყარა.
_ ბებომ
შოკოლადი არ მიყიდაააა!
პატარა,
საყვარელი გოგო.
_ არა
უშავს კატო, ალბათ არ შეიძლება შენთვის _ ვიხუტებ, ის კიდევ ზლუქუნებს.
ჩვენ
ირგვლივ თაროებზე მჟავე კიტრებისა და მწვანე ბარდას უთვალავი ქილაა გაჭიმული,
ამ
რიგს კი ბოლოდან ჩვენსკენ კატოს ბებია მოსდევს ქროლვით. ახალგაზრდა, სიმპათიური.
_ ვაიმე,
დიდი მადლობა, შეგეშინდა ბებო? დიდი მადლობა ქალბატონო, გული გამისკდა, ეხლა ვაპირებდი
დაცვასთან მისვლას, მაგრამ უცებ დაგინახეთ, ვაიმე, ბებო, რა გატირებ, ხომ არ მიგატოვებდი?
აგერ იდგა და აღარ არის, გავგიჟდი კინაღამ!
_ შოკოლადიიი!
_ ტირის კატო.
_ შოკოლადი?
_ დაიბნა ქალი და მაშინვე თავის მართლება დაიწყო, როგორც ჩანს, მოერიდა ბავშვს ასეთი
პატარა მიზეზით რომ ანერვიულებდა.
_ იცით,
იცით... აი, შემხედეთ _ და პალტოს იხსნის. ღმერთო, რა ბედი მაქვს, აქაც სხეულის კორექციაზე
უნდა ვილაპარაკო და ვიფიქრო?! ქალი აქეთ–იქით
იყურება და თავის მსუქან, არაპროპორციულად მსუქან, ბოძივით ფეხებს მიჩვენებს. _ ხედავთ
ამას? დედაჩემს ან ბებიაჩემს თავის დროზე ცოტა რომ ყურადღება მოექციათ ჩემთვის, არ
აჯობებდა?
მაბნევს
მისი გულწრფელობა, ვუღიმი და ვემშვიდობები, მესმის მისიც, თავი იმართლა...
მერე ისინი
ტკბილეულის სექციისკენ მიდიან. კატომ აშკარად გაიმარჯვა.
ბავშვი მართლაც ბებიამისის
ასლია... ორი, ვარდისფერ რეიტუზში გამოკვართული, ბოძივით მომრგვალებული ფეხი ხტუნვით,
მხიარულად მიჰქრის თავისი შოკოლადებისკენ.
გენეტიკა.
მაინც
როგორ უნდა მოერიო მას?
როგორ
უნდა მოერიო სიმახინჯეს, რომელშიც არავინ არ არის დამნაშავე, მაგრამ სატარებლად შენ
გერგო?
იქნებ
არ არის ამაზე საუბარი სირცხვილი და უფრო მეტიც, ეგებ სწორედ საუბარმა, მსჯელობამ გვაპოვნინოს
გამოსავალი?
ჩემი
და ცოტა უფროსი ასაკის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ ‘’წოპეს ცხვირი’’.
ვახტანგ
ხუციძე, ნოვატორი ექიმი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ზოგმა არც იცის, მაგრამ იცის
მისი მეტსახელი, წოპე, კაცი, რომელმაც საქართველოში დიდი ცხვირის შიშის სინდრომი ‘’მოკლა,’’
სულ სხვა, ახალ ფაზაში გადაიყვანა ჩვენი აზროვნება და დასაბამი მისცა იმას, რასაც ახლა
საქართველოში პლასტიკური ქირურგია ჰქვია.
ჭორიკანებს
რა გამოლევს ამ დუნიაზე, ჰოდა, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ქირქილებდნენ ხოლმე ადამიანები
ნაოპერაციებ ცხვირზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბატონი ვახტანგის კართან მაინც დაუსრულებელი,
გრძელი რიგები იდგა... მას 50 000–ზე
მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული...
მერე, რაღაც მომენტში, როდესაც იმ პირველმა ‘’წოპეს ცხვირიანმა’’
უფრო სწორედ, წოპესგან კომპლექსებმოხსნილმა გოგონებმა შვილები გააჩინეს, ამ ჭორიკნებისაგან
ერთი უცნაურად კეთილი ჭორიც წამოვიდა: ბავშვს დედის ნაოპერაციები ცხვირი გამოყვაო...
გენეტიკა შეეცვალაო...
სანთელ–საკმეველმა თავისი
გზა იპოვა, ეს ჭორი დიდი აპლოდისმენტი იყო...
დიახ,
პლასტიკური ქირურგია სასწაულებს ახდენს. ცვლის ცხვირს, ტუჩს, ყბას, შუბლს, ნიკაპს...
გფუშავს, გთლის... ჩვენ დროში აღარ არის საშიში გენეტიკა, რომელიც გაიძულებს დიდი ცხვირით
ისუნთქო, პანტურით უსმინო მოსაუბრეს, საყვარელ ადამიანს ტუჩების გარეშე დაეკონო, ან ვიწრო, წვრილ წელზე გამობმული უკანალი ათრიო შენს
უკან მთელი, მთელი , მთელი სიცოცხლე!
და
რა ბედნიერებაა, რომ ამ გზას მეც ვუყურე, მოვესწარი... დიდი წოპედან და ჩემს ‘’სტიმულამდე’’.
წოპედან,
რომელიც სასტიკად რისხდებოდა, თუ პაციენტი ტკივილის გამო ხელს უშლიდა შეექმნა,
წოპედან,
რომელიც საოცრად ახალისებდა გარშემომყოფებს ოპერაციის შემდეგ, წარმატებისგან მიღებული ენერგიით,
ძვლების
მსხვრევიდან და ხრტილების ჟღრიალიდან,
ქირურგიული
ნემსით ამოკემსილი ქალის სხეულიდან,
იმ
ლიპოსაქციიდან ამ ლიპოსაქციამდე,
კანის
გაჭიმვიდან ოქროს ძაფებამდე
და
‘’სტიმულამდე’’, სადაც არც სისხლია, არც რისკი და არც ტკივილი.
ალილუია
ხალხო, ღმერთმა ადამიანს თავისი სახე და ქმნის უფლება მიანიჭა _ სილამაზისთვის, ბედნიერებისთვის...
მე
ძალიან მიყვარს სარეკლამო საქმე, მაგრამ არ მიყვარს ერთის მეორის განდიდებით ჩაწიხვლა.
ამიტომაც არსად,
არც ერთ ჩანაწერში არ მიცდია რომ ‘’სტიმულის’’ პროცედურები და პლასტიკური ქირურგია
ერთმანეთისთვის შემედარებინა. ვერც იმას ვიტყვი ოდესმე, რომ იმ ადამიანმა რომელიც
160–200–220 ან მეტ კილოგრამს იწონის, უარი უნდა თქვას კუჭის რეზექციაზე. პირიქით,
ჭკვიანმა ადამიანებმა ყველა უსაფრთხო შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ
მიზნამდე მივიდნენ. მიზნამდე, რომელიც ძალიან ხშირად გენეტიკის შეცვლას თუ არა, მისი
კვალის გაქრობას ნამდვილად გულისხმობს.
როგორ
მინდა კატოს ბებიამ წაიკითხოს ეს ჩანაწერი...
როგორ
მინდა ვუთხრა, რომ თუ თავის შვილიშვილს ზომიერებას შეაჩვევს, ძალიან კარგი იქნება,
მაგრამ არ არის საჭირო ანერვიულოს ბავშვი იმის გამო, რისიც თავად ეშინია და რისთვისაც
ეწამა. კატოს პრობლემა საშიში პრობლემა აღარ არის, რადგან,
ძვირფასო
დედებო და მოსიყვარულე მამებო, ბებიებო, როგორც კი თქვენი გოგონა ქალიშვილი გახდება
და ციკლი დაუსტაბილურდება, თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ ‘’სტიმულს’’ დახმარებისთვის.
ამ სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო, უსისხლო პროცედურებით, ‘’სტიმული’’ თქვენს ქალიშვილს
ყველა ნაკლის მოშორებაში დაეხმარება. ჩვენში, როგორც წესი ეს ნაკლი ე.წ. გალიფეა. ამაზე
დაწვრილებით გესაუბრეთ კიდეც. აი, კატოს ფეხების პრობლემა აქვს, ნინოს და თეკლას დიდი
საჯდომის, ნუციკოს წელის ხაზი არ ეტყობა, თიკოს და მაკას ძალიან სქელი მკლავები აქვთ,
აი მაგდას კი ყველაფერი ლამაზი აქვს კოჭების გარდა... რატომ უნდა იაროს მაგდამ მთელი
ცხოვრება შარვლით, ნაკლის დასაფარად, თუკი ‘’სტიმული’’ არსებობს? J
დიახ,
დღევანდელი ჩანაწერი მათ ეძღვნებათ, რომლებსაც ჭარბი წონა არ აქვთ, მაგრამ მემკვიდრეობით
სხეულის სხვადასხვა დეფექტი ერგოთ. .გაიაზრეთ რა გჭირდებათ თქვენ, რა სჭირდება თქვენს
ქალიშვილს, სად დაგაგვიანდათ და რისი ანაზღაურება შეგიძლიათ თავადაც და მიმართეთ ‘’სტიმულს’’.
შევხვდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий