ამასწინათ მეგობარს
შევხვდი ქუჩაში. სრულიად შემთხვევით, იქ სადაც
არაფრით ველოდი. პრინციპში აღარც არავისთან
ველოდები ასეთ შემთხვევით შეხვედრას. ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თობის სხვა თბილისელებისთვის,
თითქოს ის დრო, როდესაც ქუჩებში ნაცნობ-მეგობრები მხვდებოდნენ, დამთავრდა.
ახლა მხოლოდ სიზმარში თუ ვნახავ _ მივუყვები რუსთაველის პროსპექტს,ფეხქვეშ ჭადრების
ფოთლები მიშრიალებს და აქეთ-იქით სალამს ვარიგებ. გიორგი, დიანა,ცისო, მაია, თეა, ლევანიკო,
ხათუნა, მაგდა, ირმა...სალამიიი!
მიყვარს ის
თბილისი. მშვიდი და ღიმილიანი, რომელიც არაფრით გავს იმას, რაშიც ახლა ვცხოვრობ _ მტვრიანს,
დარდიანს, ჭრელსა და გულგრილს. რაღაცნაირად უცხოს, თითქოს ეს ჩემი სახლი აღარ არის
და დროა მეც საზღვარი გადავლახო სახლის ძიებაში... მოკლედ, შევხვდით და გავიხარეთ. გავისეირნოთო. გავისეირნეთ. ვილაპარაკეთ სისულელეებზე,
ჭორებზე,სიმართლეზეც, ჩემი ძვირფასი ადამიანის დროებითი დაბრუნებაც იცოდა ჩემგან...
რა კარგიაო, თვალები გიციმციმებსო... მოკლედ ყველაფერზე ვისაუბრეთ რაც კი გაგვახსენდა
დიეტისა და წონის კორექციის გარდა...ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის ‘’მთავარი
სალაპარაკო’’ გამოვტოვეთ.
ოღონდ რა გამოლევს ამ ქვეყნად მსუქანს, ჰოდა ‘’ისიც’’ შეგვხვდა.
მოდიოდა... მოდიოდა შავი და უიმედო, ფორმადაკარგული სხეულით.
არ ვიცი რატომ ხდება ასე,
მაგრამ ძალიან ხშირად, ასეთ ფორმადაკარგულ ადამიანებს, საოცრად ლამაზი, მეტყველი თვალები
აქვთ. თითქოს მათმა სულიერებამ პროტესტის ნიშნად სხეულში დარჩენა არ ისურვა და მთლიანად
თვალებში გადმოვიდა _ იქ, სადაც ცხიმს საკუთარი ძალის გამოყენება არა და არ ძალუძს,
ორ კაკლის მურაბისფერ ან სულაც ცისფერ ან თაფლისფერ თვალში. ამ ქალბატონსაც ულამაზესი,
მუქი წაბლისფერი, ჩრდილიანი თვალები ჰქონდა. ოღონდ ჩემს გარდა, კიდევ რამდენ ადამიანს
შეუძლია ამისი დანახვა? ადამიანები ხომ ერთმანეთს თვალებში იშვიათად უყურებენ? არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, ეგებ როგორი კეთილი
ენერგიის მფლობელია, ეგებ როგორი გონიერების მატარებელია, იქნებ როგორი ბედი ერგო სატარებლად,
იქნებ რამ შეცვალა მისი ცხოვრება ასეთი, უიმედო ფორმებით? ან იქნებ სულაც ეს მისი ფორმაშეცვლილი
სხეული იმ ქვეყნის დუხჭირი მდგომარეობის თვალნათელი გამოხატულებაა, რომელშიც ვცხოვრობთ?
მაპატიოს იმ ქალბატონმა...
მაგრამ შემფასებლის თვალით დავუწყე ყურება. შევაფასე რა ეცვა, რა ეკეთა, რა ეჭირა ხელში.
სუფთა,მოწესრიგებული, შავი ტანსაცმელი, უზარმაზარი მოკლე პალტო და ქვემოდან დასიებულ
კოჭებამდე დაშვებული გრძელი შავი ქვედაბოლო, ფეხზე ოდნავ გვერდებისკენ მობრეცილი სპორტული,
ლურჯი ფერის ფეხსაცმელი. ყელზე მისი, ალბათ დახვეწილი გემოვნების ნიშანი, ძალიან ლამაზი,
ჭრელი შარფი, რომელსაც მაჯაში წაწყვეტილი მსუქანი თითებით პერიოდულად ისწორებდა. იმას
ისწორებდა რაც მოსწონს. ეს ქალი ის შარფი და თვალებიღა იყო... ვერაფერი გავიგე, ვერაფერი
დავადგინე მისი ჩაცმულობით.
ნეტავ გაჭირვებისაა
ეს უზარმაზარი სხეული, მისი დარდის თუ პირიქით, უდარდელობის?
რომელი მოსაზრებაა
უფრო ზუსტი_ ადამიანებს მატერიალური სიდუხჭირე ასუქებთ თუ სულ სხვა, აუტანელი განცდები?
თუ საქმე არც ასეა და არც ისე და ადამიანებს დაუდევრობა, გემოთმოყვარეობა, კარგი ცხოვრება
ამახინჯებთ? თუ კიდევ სხვა რამ?
როდესაც სახლისკენ
წამოვედი, ისევ ამაზე ვფიქრობდი და ვერც ახლა მოვიშორე თავიდან ეს შეკითხვა. ახლა მსოფლიოს
ორი მთავარი შიში აზანზარებს _ პოლიტიკა და სნეულებები. ჩვენი არსებობის ეს ორი კომპონენტი,
რომელიც მთავარ სათქმელს ამბობს ჩვენს ყოფნა-არყოფნაში. და ჩვენს ირგვლივ ყველა ადამიანმა
იცის, რომ საოცარი გამართლებაა, როდესაც პოლიტიკურად საღ და ძლიერ ქვეყანაში ჯანმრთელი
იბადები. დიახ, ეს ყველამ ვიცით, მიუხედავად ჩვენი გონიერებისა თუ სულიერებისა, ჩვენი
ბედი რომ საბოლოო ჯამში ჩვენს ჯანმრთელობასა და იმ ქვეყნის სტაბილურობაზე ჰკიდია, რომელშიც
მოგვიწია ცხოვრებამ...
ჰო, როგორი მშვენიერიც
არ უნდა იყოს სახელმწიფო, რომელის მოქალაქეობის უფლებაც დაბადებით მოგენიჭა, ყველაფერს
აზრი ეკარგება თუკი შენი ორგანიზმი უარს გეუბნება იცოცხლოს და პირიქით.
ანუ ჩიხში ვართ?
მაგრამ როგორ უნდა
მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი?
გვიან, ძალიან გვიან
ისევ იმ ადამიანს დავურეკე ვისთანაც ერთად თითქმის ნახევარი დღე გავატარე და ძალიან
დიდხანს ვისაუბრეთ ჩემი ახლანდელი ‘’მოღვაწეობის’’ შესახებ. ვუამბე სტიმულზე, ამ ბლოგზე,
ჩემს ამოჩემებაზე, რომ სხვა ადამიანებსაც გადავდო ჩემი საბრძოლო განწყობა... ჰოდა,
ჩემ კითხვებზეც მივიღე პასუხი.
არა, ჩიხში კი არა
ვარ, ჯანმრთელობას, სილამაზეს ვიბრუნებ, რადგან ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის აყვავებას
ვუყურო, ჩემ ქალაქში თავაწეულმა ვიარო და მსუქანი ადამიანების შეხედვაზე მისი სიმსუქნის
მხოლოდ ერთადერთი ახსნა მქონდეს: მსუნაგია!
შვხვდებით
������������������������������������������������������������������������
ОтветитьУдалитьკარგი იყოოო!