среда, 3 февраля 2016 г.

ბალანსი



ეს ამბავი წონასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ წონასთან მებრძოლი ცენტრის დამსახურება კი ნამდვილად არის, ამაზე რომ დავფიქრდი. J ჰოდა, უფლება აქვს აქ იყოს J

გენდერულ ბალანსზე და გენდერულ თანასწორობაზე მინდა ვისაუბროთ.

ფეისბუქის გვერდზე დამეგობრებულების დათვალიერებით მივხვდი, რომ მართალი ვიყავი როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩემი ბლოგის აუდიტორიის 99% ქალბატონებია.  მოკლედ, მივესალმოთ იმ ორ მამაკაცს, რომლებმაც მსუქან ქალთან მეგობრობა ისურვეს ინტერნეტ სივრცეში, მადლობა ვუთხრათ მათ, რომლებიც ხანდახანმაინც გვადევნებენ თვალს და ეს თემა გავშალოთ.

მოგეხსენებათ რომ ‘’სტიმული’’ სრულად არღვევს გენდერულ ბალანსს. ამ ორგანიზაციაში ქალების ჰეგემონიაა. აქ მხოლოდ ქალბატონები მუშაობენ და პაციენტებადაც მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით იღებენ.

მაგრამ, თუ ვინმეს უნდა რომ გენდერული ბალანსის ასე ხელაღებით დარღვევაზე მათ ალმაცერად გახედოს, ვურჩევ სადმე სხვაგან ეძებოს საკბილო, რადგან ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორგანიზაციას ერთი ღერი ბეწვიც რომ ჩამოვარდეს, სრულიად საქართველოს საქალეთი დადგება ფეხზე .

რატომ?!

როგორ გგონიათ, რა იზიდავთ აქ ამ ქალბატონებს ასე ან მე რატომ გამიჩნდა მსგავს საკითხზე საუბრის სურვილი?

წარმოიდგინეთ სახელმწიფო. როგორი მოწყობისაც არ უნდა იყოს ის, მას აუცილებლად ეყოლება ხელმძღვანელი J და იერარქიული კიბით მის ქვედა საფეხურზე მდგომი თანამდებობის პირები. თუ სახელმწიფოა, მას ექნება ტერიტორიაც, ექნება სახელმწიფო ენაც და ეყოლება მოქალაქეებიც. ხომ ასეა? და ეს სახელმწიფო, აუცილებლად იფუნქციონირებს...

ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, მაინც წარმოიდგინეთ, რომ ამ სახელმწიფოში ყველა გულწრფელი ურთიერთპატივისცემითაა განმსჭვალული და ხელისუფალნიც და მოქალაქენიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებაზე, აყვავებაზე... ეეჰ...ერთმანეთის ბედნიერებაზე ფიქრობენ.

ძნელი წარმოსადგენია არა? J

მეც გამიჭირდა იმ სურათის წარმოდგენა, რომელსაც ვხატავდი, რადგან იმ წარმოდგენილი სახელმწიფოდან ვერა და ვერ ამოვაგდე მამაკაცები. J აი, სტიმულში კი ეს შესაძლებელი გახდა. აქ, დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მამაკაცებს ცელულიტი, მათდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ აქვთ ( ''სტიმულში'' შესასვლელ ბილეთს კი მხოლოდ ცელულიტი გვაძლევს), გენდერული ბალანსის დარღვევა, მისი შეგნებულად დარღვევის გარეშე მოხედხდა... ამან კი სრულიად გასაოცარი ატმოსფერო, ურთიერთობები შექმნა _'' სტიმულის'' სამყარო.

მაინც რა არის ეს სამყარო?

რამდენი ხანია აქ დავდივარ და არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ იქიდან დათრგუნული წამოვიდე. აქ არავინ აძლევს თავს უფლებას, არც მასპინძელი და არც პაციენტები, რომ სტიმულს გარეთ, ჩვენს ქალაქში, ჩვენს ყოფაში, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ფეხმოკიდებული თავის დამკვიდრება სხვისი დამცირების ხარჯზე, იკადროს...

არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ ამ ორგანნიზაციის თანამშრომლებმა ერთმანეთს აწყენინონ, უხეშად კი არა და, მოურიდებლად მიმართონ, რაღაც მოითხოვონ ისეთი, რაც მათ განსაკუთრებულობას გაუსვამს ხაზს... ჩვენც ხაზგასმით ყურადღებით გვექცევიან. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ მათ უფრო ახარებთ ჩემი წარმატებები, ვიდრე მე თავად. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ მათ არ შეიძლება, რომ იმედი გავუცრუო.

ჰოდა... 

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს სახელმწიფო: მან უნდა იზრუნოს საკუთარ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ზრუნავენ ''სტიმულში'' საკუთარ პატარა სივრცეზე, კუტუზოვის კუთხეში,

ისეთივე პატივისცემით,  კეთილგანწყობით და ნდობით უნდა მოებყრნენ ერთმანეთს სახელმწიფოს მეთაურები, როგორც ამას ამ ორგანიზაციის თანამშრომლები აკეთებენ.

ისევე უნდა იზრუნონ საკუთარ მოქალაქეებზე და მოქალაქეებსაც ისევე უნდა ჰქონდეთ პატივისცემა და სიყვარული საკუთარი მთავრობის მიმართ, როგორც ეს აქ ხდება ექიმებსა და პაციენტებს შორის.

და მათი ენაც მხოლოდ სიყვარულის ენა უნდა იყოს, როგორც აქ, ამ ჭერქვეშ.

და თქვენ რა, გგონიათ, შესაძლებელია ადამიანებმა შეცდომები არ დაუშვან?

მაგრამ ამ ორგანიზაციას კარგი ხელმძღვანელი ყავს J

აი, რატომ არსებობს ეს დალოცვლი იერარქიული კიბე!!!

J დასკვნა?

არ მინდა, რომ ეს დასკვნა, რომელიც ჩემი ტვინის ხვეულებში მომწიფდა დავწერო, რადგან მირჩევნია ვცდებოდე...

მინდა ვიფიქრო, რომ მეჩვენება, თითქოს აი, ამდენი წელიწადია, ვზივარ და იმას ველოდები, რომ ჩვენი მამაკაცები, ისინი, ვისაც ხელში ქვეყნის სადავეები აბარია ახლა თუ ებარა წარსულში, გონზე მოვლენ და ბოლოს და ბოლოს დაიწყებენ ამ ქვეყანაზე ფიქრს და ზრუნვას.

მინდა ვიფიქრო, რომ 20 წლისას, ეროვნული მოძრაობის ქარიშხალში ჩამეძინა და მერე ეს ყველაფერი დამესიზმრა... თორემ, საიდან უნდა ყავდეს ამდენი მოღალატე, ამდენი უუნარო, ამდენი ამბიციური, ამდენი სუსტი კაცი ერთ ქვეყანას? ქვეყანას რომელსაც აი ამდენი წელიწადია ლუკმა პურისათვის სახლებიდან მოხუცების მოსავლელად უცხო ქვეყნებში გადახვეწილი ქალები უვსებენ ბიუჯეტს საკუთარი გზავნილებით.

J მიიყვანეთ ქალები პოლიტიკაში!

დღეს სულ ეს იყო J

შევხვდებით



Комментариев нет:

Отправить комментарий