რატომ
სუქდებიან ქალები გათხოვების შემდეგ საკმაოდ სწრაფად?
დარწმუნებული
ვარ, ამ კითხვაზე პასუხს მტკიცედ ფეხმოკიდებული სტერეოტიპის სამრეკლოდან გავიგებთ.
- ფეხმძიმობის შედეგად, რადგან ქალის ორგანიზმში უამრავი ცვლილება ხდება.
- იმიტომ, რომ აღარავის ეპრანჭებიან.
- იმიტომ, რომ მოდუნდნენ.
- იმიტომ, რომ ოჯახის საზრუნავმა ჩაითრიათ და აღარაფერსა აქვს სხვას მნიშვნელობა.
- ოღონდ შვილები უმყოფოთ ღმერთმა კარგად.
დიახ,
სტერეოტიპი ასეთია.
შედეგი
კი სხვისკენ თვალებდაბრეცილი ქმარი და უკეთეს შემთხვევაში სიმძიმისგან აჭრიალებული,
უარეს შემთხვევაში კი გაცივებული ცოლ-ქმრული სარეცელია.
კიდევ
უფრო უარესი სხვაა... თუ ამ სტერეოტიპს ნამდვილად მორჩილდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ
თქვენ სხვა ტიპის მორჩილებაში გადადიხართ და აღარც ის გაოცებთ, თქვენი ოჯახი რომ ინგრევა.
არა, მარტო იმიტომ კი არა, რომ გასუქდით, ეს ამ მოვლენის ძალიან მარტივი ახსნა იქნებოდა,
იმიტომ, რომ როგორც ჩანს,
თქვენ სტერეოტიპებით ცხოვრობთ. თანამედროვე ტენდენციები კი გვეუბნება,
რომ უიღბლო ქორწინებების რიცხვი დაუსრულებლად იზრდება.
დიახ,
ადამიანი რთული არსებაა და ძალიან რთულია, მის ბედნიერებას ან უბედურებას მარტივი ახსნა
მოუძებნოთ. ასევე შეუძლებელია ახლა რაც არ უნდა გითხრათ, ეს ჭეშმარიტება ან მასთან
მიახლოებული რამ იყოს _ სტერეოტიპის დანგრევას კი ნამდვილად ვლამობ.
რადგან ჩემი
აზრით, გათხოვების შემდეგ ქალის გასუქების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი
იმედგაცრუება ან დანაშაულის კომპლექსია.
იმედგაცრუება
გასაგებია _ ადამიანი ელოდა ერთს და მიიღო მეორე. და ამას სხვა შველა სჭირდება, მაგრამ
თუ ჩვენი ოჯახის ყოფნა-არყოფნა ან ბედნიერება იმაზე ჰკიდია, რას განვიცდით, აპრიორი
გეუბნებით, რომ დანაშაულის კომპლექსი სულ ტყუილად მიიწებეთ.
მაინც
რა დანაშაულის კომპლექსზე ვსაუბრობ?
საკუთარ
თავთან ჩადენილ დანაშაულზე მოგახსენებთ.
სამწუხაროდ,
ქალების უმრავლესობა, მხოლოდ მას შემდეგ ხვდება რა არის ცხოვრებაში მთავარი, რაც ზურგზე
ოჯახური თანაცხოვრების ძალიან დიდ ტვირთს აიკიდებს.
ხვდება,
რომ ის ბორკილები, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს ჟღრიალით სატარები ( ყოველ
შემთხვევაში მანამ სანამ შვილებს მტკიცედ დააყენებს ფეხზე) ხელს უშლის განვითარებაში,
რომელზეც გათხოვებამდე მხოლოდ იმიტომ ფიქრობდა, რომ მშობლები უბიძგებდნენ ამისაკენ
( სწავლა, კარიერა, პროფესიული ზრდა, ანუ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები).
ხვდება,
რომ სიყვარული, რომელიც ისევ არის მასთან, ტვირთად ექცა და ეს არც ისეთი უმატერიო განცდაა,
როგორადაც ის გათხოვებამდე გამოიყურებოდა. დიახ, ხვდება, რომ შეყვარებულ ადამიანსაც
ჭირდება ახალი ნივთები თუ წესიერი საკვები, ყველაფერი ის რასაც ყოფიერება ჰქვია.
კიდევ
ერთი ძალან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ქალები ხმამაღლა თითქმის არასდროს ამბობენ.
ყველა ქალი გათხოვებიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, აუცილებლად ხვდება, რომ
ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებაში მოვალეობა უფრო მეტია ვიდრე სექსი და რაც ყველაზე ცუდია,
ეს სექსიც იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა (არადა არაჩვეულებრივს ელოდა, ღვთიურ ნეტარებას),
რომ ამის გამო არა და არ ღირს ბორკილების ტარება.
ჰოდა,
დანაშაულის კომპლექსიც მოქმედებას იწყებს.
ისევ დავაზუსტებ: საკუთარ თავთან ჩადენილი დანაშაულის კომპლექსი.
თავიდან
სარკეშიც აღარ იყურები. ან კი რა საჭიროა? სახლს სარკეში ჩახედვის გარეშეც დაალაგებ.
სადილსაც გააკეთებ ამის გარეშე.
შემდეგ
ისე, რომ ვერც კი ამჩნევ, ქინძის, ნივრის და მოხარშული ქათმისგან დაორთქლილი თმით წვები
საწოლში.
მერე
თვალწასულ ჩულქსაც არ თაკილობ(მაინც არ ჩანს ჩექმაში, ქმარი რომ ხედავს, არა უშავს,
გიყიდოს ახალი, ხომ არ უშლი?)
ის, რომ ფრჩხილზე ლაქი არ გისვია და პედიკურის გაკეთებაც გეზარება, უკვე ჩავლილი ამბავია...
მერე
და მერე მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად რთულდება და გარეგნობაზე გადმოსული განწყობა
ნელ-ნელა კილოგრამებზე იწყებს ასახვას.
დამნაშავე
ვარ და ვახინჯდები! ეს ჯერ არ ვიცი, უფრო სწორედ, ჯერ გააზრებული არ მაქვს, მაგრამ მე ღირსი
ვარ, რომ დავისაჯო! განა დედაჩემი არ მეუბნებოდა, ჯერ ისწავლე და მერე გათხოვდიო? განა
მამა არ მთხოვდა, არ იჩქარო, მამა, მერე ვეღარაფერს გიშველიო? ან არც გთხოვდა, მაგრამ
თან გევლებოდა, გეფოფინებოდა, ხელის გულზე დაყავდი, შენ კი მამის ფოფინს იმ პატარა
ბიჭის თავი ანაცვალე ახლა წელში რომ მოხარა ოჯახურმა ტვირთმა და იმისი თავიც აღარ აქვს,
სამსახურიდან დაბრუნებულს, რომ შვილებს მოეფეროს.
დამნაშავე
ხარ ამ ბიჭის წინაშეც. ისეთი პატარა იყო, ისეთი გულახდილი _ პირდაპირ გეუბნებოდა, რომ
არაფერი შეეძლო შენი სიყვარულის გარდა, შენ კი ამას კეკლუცობაში უთვლიდი და ვერ იაზრებდი,
რომ სიმართლეს ამბობდა.
დამნაშავე
ხარ და მახინჯდები.
დამნაშავე
ხარ შვილებთანაც.
ჯერ
პატარები არიან და არც კი იცი, როცა გაიზრდებიან, როგორ უნდა შეძლო მათი ცხოვრების
უზრუნველყოფა.
ან
სულაც არ არის ასე საქმე.
კარგად
გათხოვდი. ეს ‘’სიკარგე’’ ქმრის ოჯახის ძლიერებაში გამოიხატება.
დიდი
ოჯახი, კარგი სახლი, ყველანაირი პირობა, მაგრამ შენ აქ არაფერი გესაქმება. თითქოს ზედმეტი
ხარ, თითქოს ყველას უყვარხარ, კარგად გექცევიან, მაგრამ რაღაც, მთავარი აკლია ამ ყველაფერს
_ უცხოობის განცდა გთრგუნავს.
ჰო,
დამნაშავე ხარ. უნდა გეფიქრა რას აკეთებდი, როცა ამ ოჯახს უკავშირებდი ბედს. უნდა გეფიქრა
შეძლებდი თუ არა მისი ღირსეული ნაწილი გამხდარიყავი, სასურველი რძალი, რომელიც მათ
ტრადიციებს უსიტყვო მორჩილებით კი არ გააგრძელებდა მხოლოდ, არამედ საკუთარი შესაძლებლობებითაც
განამტკიცებდა.
ან
კიდევ უარესად არის საქმე: მიხვდი, რომ ქმარი არ გიყვარს, მაგრამ ვალდებულად თვლი თავს
გაძლო... ჰოდა, დამნაშავე ხარ _ დამნაშავე ქმართან, თავთან, მშობლებთან, შვილებთან.
ეს კომპლექსი იმდენნაირი შეფერილობისა შესაძლოა იყოს, რადენი ადამიანი, რამდენი ოჯახი ან წყვილიც
არის ქვეყანაზე, მაგრამ ამით მთავარი არ იცვლება _ ეს კომპლექსი, რა მიზეზითაც არ უნდა
იყოს ის გამოწვეული, სისუსტეა და მას გააზრება და თავიდან მოშორება სჭირდება. ბედნიერებისკენ
გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი _ იმისი გააზრება თუ რა ტიპის პრობლემა გვთრგუნავს და
მისგან გათავისუფლება.
დღეისათვის
სულ ეს იყო.
შევხვდებით.
me vapireb gatxovebas uaxloes momavalshi, da erti ramis meshinia mxolod didi siyavruli vici, chems sheyvarebuls sakutar tavze win vayeneb da albat rom gavyvebi mxolod misi survilebis da siamovnebis cashi viknebi, chemi tavi ki damaviwydeba,:( mara is mainc vici rom chems rcheula ar moswons odnavadac momatebuli gogoebi da momiwevs sul wonis kontroli mshobiarobidanac da mshobiarobis merec, ai amis kompleksi mekneba albat mteli chemi cxovreba , rame mirchiot ikneb pirada me..
ОтветитьУдалитьნუცა,დიდებულად აკეთებთ ანალიზს თავადაც. არაფერში გჭირდებათ სხვისი რჩევა. ამ მოკლე წერილში ყველაფერი თქვით თავადაც _ იცით რომ მამაკაცის გვერდით ცხოვრება ერთ ოჯახად მოვალეობაცაა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს მხოლოდ მოვალეობა იყოს. :) ბედნიერებას გისურვებთ _ მშვიდ, თუნდაც გიჟმაჟ სიყვარულს,რომელიც არ დაგთრგუნავთ. სიყვარული არ თრგინავს, ის აბედნიერებს. <3
ОтветитьУдалить