воскресенье, 7 февраля 2016 г.

ორშაბათიდან დიეტაზე!


ისევ დადგა ორშაბათი...
სწორედ ის დღე, რომელსაც მსოფლიოს ყველა მსუქანი ელოდება... იმისთვის, რომ დიეტაზე გადავიდეს. J
შევთანხმდეთ, რომ ეს მართლაც ძალიან კარგი დღეა, ერთი მინუსი რომ არ ჰქონდეს _ ის ყველა მერვე დღეს ისევ თავიდან დგება და ჩვენც, მუქნები, ორშაბათიდან ორშაბათამდე იმედებით ვცხოვრობთ.

აბა წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერებაა, როდესაც ამ რშაბათს იმ ორშაბათის იმედი გაქვს და ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 10, 20, 30 ან კიდევ მეტი ზედმეტი კილოგრამი ადევს თქვენი სინდისის მხრებს ტვირთად, მაინც მშვიდად ხართ და ეს სიმშვიდე სრულ უფლებას გაძლევთ მიირთვათ_ტკბილი, მწარე, მჟავე... მერე ისევ ტკბილი, მჟავ,ე მწარე_ გამომცხვარი, შემწვარი, მოხრაკული, მოხარშული... შეზავებული, შენელებული... ათქვეფილი, დაჭრილ-დაძენძილი... დაკონსერვებული, დაემულგატორებული... დაეწაფოთ შუშხუნა, დამღუპველ გამაგრილებელ სასმელებს და იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ‘’გეპატიებათ’’ რადგან ''ის დღე'', ის ორშაბათი აუცილებლად დადგება და თქვენც სილამაზისკენ სავალ გზაზე დადგამთ პირველ ნაბიჯს.

არადა,
ასეთი ორშაბათის მოლოდინი უსასრულოდ იწელება და ამ უსასრულობაში, ორშაბათების ახალ-ახალ მოლოდინებში თქვენ ყველა ორშაბათს ისევ მსუქანი იღვიძებთ.

ჰოდა სამწუხაროდ, ისეთი ორშაბათიც დგება, როდესაც თქვენ მშვიდად მიდიხართ ქუჩაში, დიდი, ქონების დასაფარად ჩამოფორთხიალებული სამოსით და მშვიდი სინდისით, რომ ჯერ ''ის ორშაბათი'' არ დამდგარა, ჟანგბადში შერეულ მანქანების გამონაბოლქვს ისუნთქავთ და სულ სხვა, იმ დღისთვის შესაფერის ფიქრებზე ფიქრობთ, თქვენს წინ კი ის ‘’ისვეტება’’ _ ის, ვისი ნახვაც ახლა არაფრით არ გინდოდათ...

იმას, ვინც თქვენს წინ დგას, თვალები უღიმის. უხარია, რომ შეგხვდათ. ხმამაღლა იწყებს ფიქრს _ რამდენი ხანი გასულაო, როგორ მომენატრეო, რა კარგი გოგო ხარ სწორედ აქ, ახლა რომ გამოიარეო... რატომ დამეკარგეო, სად ხარო... იღვრება, სითბოდ, ყურადღებად... მოდი აქვე დავჯდეთ ყავა დავლიოთო... ღმერთო, თითქოს სიზმარია ეს ყველაფერი. შედიხართ, სხდებით... მერე რა, რომ მსუქანა ხართ, მერე რა, რომ თავი არ მოგწონთ, ეგებ მას ასეთიც მოსწონხართ?.. საუბრობთ, გიხარიათ, ფიქრობთ... იქნებ?! ჰოდა ის, ჰო, სწორედ ის, ვისზე ფიქრის გარეშეც არასდროს დაგიძინიათ და გაგიღვიძიათ ახალ ამბავს გიმხელთ... სიხარულით გიმხელთ... უყვარხართ და ამიტომ, თორემ მისი ახლობელი რომ არ იყოთ ამეებს ხომ არ გიამბობდათ?..

მისგან მოწოდებული ინფორმაცია თქვენს ტვინამდე წამის დაყოვნებით მოდის. ყველაფერი ნათელია_ დაგაგვიანდათ... ის შეყვარებულია და ამას სიხარულით გაჰყვირის!..

J როგორი სურათია? თავი წარმოვიდგინე ჩემი დახატული გოგოს ადგილზე და გული გამისკდა. ისიც წარმოვიდგინე, რომ ამ დროს, როდესაც ეს, ჩემი ოცნების კაცი, თავის სიყვარულზე მელაპარაკება, როგორ დავცქერივარ ჩემს ღიპს, რომელიც მაგიდის ქვეშ მინდა რომ დავმალო, როგორ უშედეგოდ ვაიძულებ ჩემს მსუქან ფეხებს ერთმანეთთან მიტყუპებულები იდონ იმ მიწაზე, რომელიც ამ წამს გამომეცალა ფეხქვეშ და როგორ ვითმენ ამ დაძაბვით გამოწვეულ დისკომფორტს... 

არადა, ყველაფერი პირიქით შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. მე რომ ყველა ორშაბათი გამომეყენებინა (მეც, თქვენც, მათაც) ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ეს შეხვედრაც უფრო ადრე მოხდებოდა და ვინ იცის, ეგებ მასაც, ვინც მხოლოდ მეგობარს ხედავს თქვენში, სულ სხვა თვალით შემოეხედა. მე შემეძლო წითელი კაბა მცმოდა... ფეხი ფეხზე ცოტა გამომწვევად გადამედო და ისე დაჟინებით მეყურებინა მისთვის თვალებში, რომ დიდი წადილის მიუხედავად, ვერაფრით მოეხერხებინა დეკოლტესკენ თვალის გაპარება...  ჰო, ლამაზ ქალებს იოლად შეუძლიათ ცდუნებაცა და მამაკაცის ჭეშმარიტების გზაზე დაყენებაც J

ჰოდა, გამოიყენეთ ეს ჩემი შეთხზული ამბავი თუ ‘’სწავლება’’ და ნუღარ გადადებთ საკუთარი სილამაზისათვის ''ომის'' დაწყებას მომავალი ორშაბათისთვის.

აბა ვინ იწყებს დღესვე? J

მამჩნევთ, რომ კარგ ხასიათზე ვარ?

მე ჩემი ყველა ორშაბათი გამოვიყენე... ჰოდა, დღეს ის ორშაბათიც დგება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დაუგეგმავი იყო: ‘’ის’’ ჩამოდის! J


შევხვდებით J



იყავით აქტიურები და შეავსეთ შემი შემოთავაზებული კითხვარი მსუქანის ფბ გვერდზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий