დღეს საჩუქარი მივიღე J
აი ეს, არაჩვეულებრივი, კრემ პუდრა.
და ეს არ არის რეკლამა, უბრალოდ კარგი საჩუქარი მივიღე ერთი ძალიან კარგი, ჭკვიანი და საყვარელი ქალბატონისგან კეთილგანწყობის, სიყვარულის ნიშნად, რომელიც ორმხრივია. გამახარა და თავადაც გაიხარა. ნამდვილი ქალია და იცის, როგორი ძვირფასია ჩვენთვის ყურადღება, ასეთი, პატარ-პატარა
საჩუქრები, სიხარულები, რომელიც ამ ნაცრისფერ სამყაროს გვიციმციმებს.
თქვენც ხომ გაგიხარდათ? J
ჰოდა, მე მეტი რა მინდოდა და ფიქრი დავიწყე J
არ მიყვარს გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ ხანდახან, მაინც
მიხდება მათი გამოყენება, რაკი ისინი ხშირად ჭეშმარიტებას ღაღადებენ. ამიტომაც გეუბნებით:
გაუღიმეთ ცხოვრებას და ისიც აუცილებლად გაგიღიმებთ თქვენ.
დღევანდელი დღეც და ჩემი ბოლო პერიოდის ყველა დღე, ამისი
დადასტურებაა. მე ვუღიმი ცხოვრებას, რაკი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მიხარია გაღვიძება,
რადგან ვიცი, ყოველი ახალი დღე კიდევ უფრო ლამაზ დღეებთან მაახლოვებს. მიხარია დაღამებაც
ისევ გათენების იმედად. ბედნიერი ვარ.
რა არისო ბედნიერება?
ბედნიერება, რაღაც გაგებით, ცხოვრების იმედიანად ყურების
უფლებაცაა. ოღონდ ეს უფლება თავადაც უნდა მოიპოვო.
ადამიანი დამოკიდებული არსებაა:
ამინდზე_ წვიმა, თოვლი, ელჭექი, სიცხე, სიცივე...
პოლიტიკაზე თავის ქვეყანაში,
ქვეყნის გარეთ,
ომსა თუ მშვიდობაზე, რომელშიც უწევს ცხოვრება,
ადამიანებზე _ მათ კეთილგანწყობაზე, მათ სინდის-ნამუსზე,
ახლობლებზე,
უცნობებზე,
მაგრამ ყველა ქალი, ჩვენ, ყველანი ერთად და ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ განწყობას და საკუთარ ბედნიერებას დამოუკიდებლად
ვქმნით.
და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს განცხადება პატარა
გოგონებისთვის, რომლებიც ახლა ჩემ ბლოგს კითხულობენ, მინდა ვუთხრა მათ _ იყავთ ბედნიერები
იმით, რასაც თავად შეძლებთ, გაუღიმეთ ცხოვრებას და შემდეგ ისიც ღიმილით, სიყვარულით
დაგიბრუნებთ უკან ამ ღიმილს.
ქალი სუსტი არსებააო... ჰო, სუსტია, მაგრამ სად არის
სისუსტის დრო?
მაგრამ ვის უნდა უყვარდე სუსტი?
ან ვინ არის ისეთი ძლიერი, ყოვლისშემძლე, ისეთი გულუხვი
ან ალტრუისტი, რომ ჩვენი სისუსტეების თრევა შეძლოს?
მე თუ მკითხავთ, ასეთი ‘’თრევით’’ გათრეული ცხოვრება
არც არავის აბედნიერებს.
ძალიან მომწონს გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც
თუ მე კარგად გავიგე, ვინმეს იგნორირების და ჩაგვრის იდეა კი არ არის, არამედ, სწორედ ქალურობის
უფლების დაცვაა ჩვენი სქესის ადამიანებისთვის. ქალურობის, რომელიც ყველაზე ძვირფასია
ყველა ნორმალური ქალისათვის.
მაინც რა არის ეს ქალურობა ან რატომ ვიღებ დაუსრულებლად
უიმედო, ტრაგიკულ წერილებს იმ პატარა გოგონებისგან, რომლებიც უიმედოდ ებრძვიან საკუთარ ჯერ-ჯერობით არცთუ საშიშ, ჭარბ წონას?
თქვენ ფიქრობთ, რომ ქალურობა სიგამხდრეა?
თქვენ ფიქრობთ, რომ ლამაზი არა ხართ, თუკი ზედმეტი
10 კილოგრამი გაწევთ მხრებზე?
თქვენ ფიქრობთ, რომ მამაკაცების კეთილგანწყობას, მათ
ყურადღებას მხოლოდ იმით ვიმკით, რომ გამხდრები ვართ?
ღმერთო, თუ მართლა ასე ფიქრობთ, არაფერიც არ გცოდნიათ
მათ შესახებ. თურმე ძალიან ცუდი თვალით უყურებთ მათ. არა, ასე ფიქრი არ შეიძლება, რადგან
საოცრად ამცირებს იმ სქესს, რომელიც მინდა, აღზევებული იყოს ისევ ჩვენი და ჩვენი შვილების
ბედნიერებისათვის.
არა, ზედმეტი ათი კილოგრამი არასდროს არის ჩვენი უბედურების
ბილეთი.
ჩვენი უბედურების ბილეთი სხვა რამეა _ განწყობა, რომელიც
საკუთარი თავის არასწორი შეფასებით იწყება.
მიყურეთ მე და მომბაძეთ!
ნახეთ, რა დღეში ვარ _ თავიდანვე განვაცხადე, რომ მსუქანი
ვარ და ეს საშინელაბაა ჩემთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერზე მაქვს ჩემი პოზიცია
და მას თამამად გამოვხატავ კიდეც. მე შეიძლება ჩემი სიმსუქნით ჯანმრთელობა მომერყა
და ლამაზ კაბებს ვეღარ ვატარებდი, თორემ ამას არანაირად არ გაუფუჭებია არც ჩემი პირადი
ცხოვრება და არც დამოკიდებულებები სხვა ადამიანებთან. ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე
არა ვარ მსუქანი შინაგანად. J
მე სიმსუქნის ფსიქოლოგიურად დამარცხება არ მჭირდება,
მე მას ფიზიკურად ვებრძვი, ამიტომაც ვხდები კიდეც ჩემი ასაკის მიუხედავად.
მე ვუღიმი ცხოვრებას...
მე ვუღიმი ადამიანებს,
ისინიც მიღიმიან,
დღეს ამ ღიმილის დადასტურება იყო ეს საჩუქარიც. J
მომბაძეთ J
დამიმეგობრდით ფეისბუქზე, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ
მე ‘’სტიმულის’’ პაციენტი ვარ და არა ექიმი. ვისაც ექიმისგან გჭირდებათ რჩევა, უნდა ''დაალაიქოთ'' ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდი და რაკი ექიმებს ძალიან ცოტა დრო აქვთ, მხოლოდ
მოფიქრებული, აწონილ-დაწონილი და აუცილებელი შეკითხვები გაუგზავნოთ მათ. J
დღეს მე და ჩემმა ექიმმა, თამუნამ, ვისაუბრეთ და შევთანხმდით,
რომ პროცედურებს ორშაბათიდან გავაგრძელებ. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს ‘’შვებულება’’
ანუ დასვენება ჩემს წონაზე. ვნახოთ, რა ეფექტი აქვს დასვენების დღეებს ‘’სტიმულის’’
მეთოდიკაში, ვნახოთ სადამდე მივალ. J
შევხვდებით
Комментариев нет:
Отправить комментарий