пятница, 12 февраля 2016 г.

მიოსტიმულატორი


დღეს გადავწყვიტე ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიუხედავად ჩემი მცდელობისა, განვიხილო გახდომის პროცესი, როგორც კომპლექსური მიდგომა, განსაკუთრებულად ინტერესდება იმ აპარატებით, რომლებსაც სილამაზისა და სხეულის კორექციის ცენტრი ‘’სტიმული’’ იყენებს.
პრინციპში, ეს ინტერესი ლეგიტიმურია, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წონისა და სხეულის კორექცია მხოლოდ აპარატების, მხოლოდ დიეტის, მხოლოდ ვარჯიშის ან რომელიმე ''სასწაულმომქმედი'' წამლის გამოყენებით ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორც ეს ამ აპარატებისა და დიეტის ან დიეტისა და საკმაოდ სერიოზული ვარჯიშის შედეგად არის შესაძლებელი. სასწაულმომქმედ წამლებზე ფიქრს და ოცნებას კი ჯერ-ჯერობით უნდა შევეშვათ, რაკი სამწუხაროდ, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან წამგებიანია და პრინციპში ისევ  ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს.
მიოსტიმულატორის შესახებ მე ბლოგის დასაწყისშივე გესაუბრეთ, მაგრამ რაკი ჩემი მკითხველი კვლავ და კვლავ გამოხატავს ინტერესს, ვეცდები ახლა უფრო დაწვრილებით ავხსნა მისი მუშაობის პრინციპი.

მიოსტიმულატორი ერთ-ერთია იმ რამდენიმე აპარატიდან, რომელსაც ''სტიმული'' იყენებს. ის პროფესიონალური ინსტრუმენტი და მასზე მუშაობაც მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ. ეს აპარატი მხოლოდ იმ ექიმების ხელშია ეფექტური, რომლებმაც კარგად იციან რას ნიშნავს  აღგზნება და აღგზნების საპასუხო რეაქცია, ანუ კარგად აქვთ შესწავლილი რეფლექსოთერაპია, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში კი ის შეუბრალებელია და შეუძლია სასტიკად დაამახინჯოს სხეული. აქ ნებისმიერი პოზიცია მილიმეტრულ დონეზე, ცოდნით და დიდი დაკვირვებით უნდა იყოს შერჩეული.

მიოსტიმულატორის თავდაპირველი დანიშნულება სულაც არ გახლდათ ესთეტიკური მედიცინა. მას იყენებდნენ და დღემდე იყენებენ მრავალგვარი დაზიანების და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ის გამოიყენებოდა და გამოიყენება იმ პაციენტებთან რომელთაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების უნარი, გამოიყენება კარდიოქირურგიაში, პერიფერიული და ცენრალური ნერვული სისტემის სამკურნალოდ, ის შეუდარებელია ართრიტის, ართროზისა და ოსტეოქონდროზის მკურნალობის დროს.
მიოსტიმულატორი მსახურია სპორტსმენებისთვისაც, როდესაც მათ კუნთებისა და ნერვული ღეროების სტიმულაცია ესაჭიროებათ. მიოსტიმულაციას იყენებენ სხვადასხვა ნერვის ანთების, ნერვული ღეროს ტრავმული დაზიანების, აგრეთვე დამბლებისა და კუნთის განლევის შემთხვევაშიმიოსტიმულაცია არის ტრამვის განკურნების საშუალება, მისი დახმარებით შეგვიძლია კუნთი უფრო გამძლე და მოქნილი გავხადოთ, მეტიც, ის აღადგენს მკვდარ კუნთს, ამკვრივებს მოდუნებულ კანს, ხდება კანის განახლება-გაახალგაზრდავება, შლის ცელულიტს. 

 როგორია პროცედურა: 
ელექტრულ (იმპულსურ) დენს კუნთში ან ნერვში ატარებენ იმ ელექტროდების  საშუალებით, რომლებიც მოთავსებულია სხეულის ზედაპირის ელექტრულად აგზნებად წერტილებში.
მიუხედავად იმისა, რომ ‘’სტიმულში’’ ეს აპარატი ესთეტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, ‘’სტიმულის’’ პაციენტების დიდი ნაწილი დაუფარავად გამოხატავს აღფრთოვანებას იმის გამო, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების წყალობით, მათ სხეულის ლამაზ ფორმებთან ერთად საჩუქრად ერგოთ წელისა და ზურგის ტკივილისგან განთავისუფლება, მათ ეხსნებათ დაჭიმულობის შეგრძნება კისრის იდამოებში, მათი კანი კი სრიალა და გლუვი ხდება... ანუ ისინი იბრუნებენ არა მხოლოდ ახალგაზრდულ სხეულს, არამედ ჯანმრთელობას.
ახლა რაკი უკვე მეტ-ნაკლებად ვიცნობ ჩემი მკითხველის სურვილებს, დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებთ რამდენი პროცედურაა საჭირო ამ ყველაფრის მისაღწევად?
მაგრამ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია თქვენსავე პრობლემებზე. ასაკზე, წონაზე, ჩივილებზე.
როგორ მუშაობს ეს აპარატი წონის კორექციაზე?
 მიოსტიმულაციის აპარატზე პროცედურა შეგვიძლია შევადაროთ ასკოლომეტრიან გარბენს, 18 მასაჟისტის გაკეთებულ ერთდროულ მასაჟს, ერთდროულად 20 ტრენაჟორზე ვარჯიშს. რაკი ეს ასეა, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ პროცედურის დროს ორგანიზმში ძალიან დიდი სისხლის მიმოქცევა ხდება იმისთვის, რომ ცხიმი დაიშალოს, ოღონდ ეს კანქვეშა ცხიმია, უფრო ღრმა შრეებისთვის კი სულ სხვა აპარატი გამოიყენება, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებთ.

რამდენ კალორიას ვწვავთ ერთი პროცედურით?

ერთი პროცედურაზე  800 კალორია იწვება.

 რამდენი ხანი სჭირდება პროცედურას?

 ორი 35 წუთი, ანუ 70 წუთი. 

მუხტს იმ ადგილებში უშვებენ სადაც განსაკუთრებით ზედმეტია ცხიმი?

არსებობს  პოზიციების შერჩევის ბევრი ვარიანტი. ანუ ესეც ინდივიდუალურია ადამიანის აგებულებისა და ცხიმის განლაგებისდა მიხდევით. ექიმი შესაძლოა ცხიმს საერთოდ არ შეეეხოს და მას კი არ დაადოს ელექტროდი, არამედ პირიქით, ალყაში მოაქციოს და აღგზნება გავატაროს მისკენ, ან თუ დეფორმაციაა და ამის საჭიროებას ხედავს, მსუბუქად შეეხოს, რომ ცოტათი წინ წაწიოს პროცესი. ყველაფერი ზუსტად, მილიმეტრულ დონეზეა გათვლილი, ეს აპარატი შეუბრალებელია შეცდომების მიმართ, სამაგიეროდ, სწორად გათვლის შემთხვევაში გასაოცარ შედეგს გვაძლევს.

 ის კორექციასაც აკეთებს?

იმდენად სწორ და ეფექტურ კორექციას აკეთებს, რომ მას არა ჰყავს ანალოგი ამ თვალსაზრისით. პლასტიკური ქირურგიაც კი ვერ არის ისეთი მოქნილი, როგორიც ეს აპარატია. ამ აპარატით გაკეთებული კორექცია სამუდამოა

დიახ, შეიძლება გასუქდე, მაგრამ ფორმა არ დაკარგო. მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ყველა ჭრილი სწორად არის დამუშავებული.

ეს პროცედურა კვირაში სამჯერ კეთდება სხვადასხვა პროგრამაში.

როგორია შეგრძნება?

 შეგრძნებაა რომ იმ ადგილებზე სადაც პროცედურა კეთდება უამრავი ჭიანჭველა გწიწკნის, ეს არ არის უსიამოვნო ან მტკივნეული პროცედურა.

მგონი, ჩამოგითვალეთ ამ აპარატის მთავრი სიკეთეები... იმედი მაქვს, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი გახდა და თქვენი ინტერესიც მეტ-ნაკლებად დავაკმაყოფილე.

შევხვდებით


Комментариев нет:

Отправить комментарий