понедельник, 18 января 2016 г.

რატომ უნდა გავაუთოვოთ ქალი?!


''უთო''

ახალი აპარატი, რომელიც ‘’სტიმულში’’ აღმოვაჩინე, პაციენტებს შორის ‘’უთოს’’ სახელით იმ შეგრძნებების გამო სარგებლობს, რომელიც ამ პროცედურის გაკეთების დროს გიჩნდებათ. სამედიცინო ენაზე კი ელ პი ჯი სისტემის ვაკუუმმასაჟორი ჰქვია.
მე ამ აპარატით უკვე გავიკეთე პირველი პროცედურა, ასე რომ ახლა, თამუნა იდუკაშვილს გამოკითხვას ვუწყობ იმის შესახებ თუ ''რატომ უნდა გავაუთოვოთ ქალი''

_ თამუნა ექიმო, რას აკეთებს ეს ''უთო'' ჩვენი ორგანიზმისთვის?

_ ვაკუუმმასაჟორით გაკეთებული პროცედურა ორგანიზმიდან სითხისა და შლაკის  გამოდევნას, დრენირებას ემსახურება. 

ჯანსაღი ორგანიზმი,  თავად ახდენს დრენირებას ზემოდან ქვედა მიმართულებით, მაგრამ ქვემოდან ზევით მიმართულებით დრენირება ძნელია, მოგეხსენებათ, რომ ცელულიტი უმთავრესად მოთავსებულია ბარძაყის და ქვედა კიდურების არეში, ჩვენ კი  ვეხმარებით ცელულიტის გამოდევნას ამ ვაკუუმმასაჟორით. ე.ი. ის მიყვება ლიმფის კედელს ქვემოდან ზედა მიმართულებით და ამით ვეხმარებით ცხიმის წვას და გამოდევნას ორგანიზმიდან.

პროცედურა მსუბუქად, განსაზღვრული ძალით ტარდება. ეს ძალა კომფორტული ძალაა, რომელიც სასიამოვნო მანუალური მასაჟის ეფექტის შეგრძნებებს გიჩენთ.

აპარატს აქვს თავისი განსხვავებული პროგრამები:
დრენაჟის, გამკვრივების, ცელულიტის, მაგრამ ჩვენ ძირითადად დრენირებისას ვხმარობთ, რადგან ‘’სტიმულში’’ გამკვრივებისთვის და ცელულიტისთვის კიდევ უფრო საინტერესო აპარატები გვაქვს.

_ ეს პროცედურა ყველა პაციენტს, რამდენადაც ვიცი, არ ენიშნება.

_ არა, რადგან ჯერ ერთი, ეს პროცედურა რომ დავნმიშნოთ ამისი საჭიროება უნდა იყოს, მეორეც, თუ პაციენტს გასინჯვის შემდეგ ვარიკოზული ტოტები აღმოაჩნდა თუ მისი ვენები და ზოგადი მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს, მას ეს დამატებითი პროცედურა არ ენიშნება

_ რა შემთხვევაში ენიშნება?

_ როდესაც ვგრძნობ, რომ პაციენტს  კიდევ მეტი დახმარება სჭირდება, როგორც ორგანიზმისთვის ახალი, მაპროვოცირებელი საშუალება...



ჩემი ახალი დიეტა

ჩემმა კვლევამ რომელიც წინა ჩანაწერში წარმოგიდგინეთ, ანორექსიის შესახებ, ახალ სიმაღლეზე ამიყვანა! J

ანუ თამუნას შეგონებები, რომ არსად გვეჩქარება და დრო იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე მე წარმომიდგენია, საბოლოოდ დაიმკვიდრა ჩემს გონებაში და გულში ადგილი. J

მე ახლა წესიერ, უწესიერეს, დიეტას ვიცავ და ანგელოზისებრი მოთმინებაც მოვიკრიბე. J

ჩემი ახალი დიეტა საკმაოდ წააგავს ძველს, მაგრამ მაინც სიახლეა, რაკი მესამე დღეა დღეში ოთხჯერად კვებაზე გადავედი.

ჩემი რაციონი.

საუზმე
7სთ–9სთ.მდე _ ერთი ნაჭერი უმარილო სულგუნი ( 50–60 გრ,) და 1 მოხარშული კვერცხი

11სთ.–12 სთ. მდე _ ერთი ფორთოხალი ან 2–3 ცალი კივი.

სადილი 
14სთ.–15 საათამდე 200 გრ. მოხარშული, კანგაცლილი თევზი, სალათის ფოთლები, კიტრი, ბროკოლი, მწვანილი.

17სთ.–19 სთ, მდე 1ც. ფორთოხალი ან 2 ცალი კივი.

20სთ.–22 სთ, მდე კვება კი ჩემი ფიზიკური აქტივობის მიხედვით მაქვს დანიშნული. 

ანუ თუ სტიმულის შემდეგ მხოლოდ ვიჯექი ან ვიწექი, 1.5% კეფირს და 100 გრ. 0% ხაჭოს მივირთმევ, მაგრამ თუკი აქტიური საღამო მქონდა, შემიძლია თავს უფლება მივცე და 200 გრ. ხაჭო და 1ს.კ. თაფლი მივირთვა.

ამას ემატება ის, რომ 1.5–2ლ. წყალს აუცილებლად ვიღებ, ყავას და ჩაის კი უშაქროდ ვსვამ.

ხორცს და ქათამს თევზი იმიტომ ვარჩიე, რომ ბოლო პერიოდში ქათმის სახსენებელი შემძულდა. მე უბრალოდ მისი გადაყლაპვის უნარი წამერთვა და მიუხედავად ჩვენი ძვირფასი ნინოს მცდელობისა, გაეგემრიელებინა ქათამი, შედეგი ვერაფრით შევცვალეთ.
მადლობა ღმერთს, რომ საკვები იმდენნაირი არსებობს სამყაროში, თევზის შეძულებაც არ გადამექცევა პრობლემად. მთავარია, ისე არ გადავირიო, რომ მხოლოდ შავ ხიზილაზე ვიყო თანახმა, თორემ ჩემი ბიუჯეტი ამას თვეობით ვერ გაუძლებს J

პრინციპში, ამ უმარილო და უშაქრო დიეტამ, ნამდვილ, შავ ჩაიზე უარი მათქმევინა და მხოლოდ ხილის ჩაის გეახლებით, მაგრამ არც ეს არის დიდი სატანჯველი. ყავას კი ისედაც უშაქროდ ვსვამდი ყოველთვის.

გადავწყვიტე, რომ ასე ზუსტად ორი კვირის განმავლობაში ვიკვებო და რაც მთავარია, არც ერთხელ არ ავიწონო ამ დათქმული ორი კვირის გასვლამდე.
რადგან, ყოველ წუთას სასწორზე დგომას თავისუფლად შეიძლება, რომ ჩემი ფსიქიკა საბოლოოდ შეეწიროს.

ოქროს შუალედი.

კვებაში, ცხოვრების სტილში, აზროვნებაში... ის რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნი, რომ მე ეს ოქროს შუალედი ვიცი სადაც არის.

არა, თეორიულად როგორ არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში ამ შუალედს სიგიჟესა და გონიერებას შორის, თამუნას ნერვების ხარჯზე ვაღწევ.

ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.

ჩემი ექიმი ერთი შეხედვით ყველაზე რბილი ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან რბილები, ფაფები და ყანყალა ადამიანები, ვერც წარმატებებს აღწევენ და ვერც სამყაროს ცვლიან სილამაზის სახელით.

მოკლედ, ოქროს შუალედი სადღაც დამეკარგა ჰოდა მის საძიებლად ‘’სტიმულში’’ მივედი. J

მშვიდად ვარ.

დროებით. J

პ.ს. ძალიან გემრიელი დიეტა მაქვს... თუ ვინმე გადაწყვეტს რომ იგივე გააკეთოს, გამახარებთ თუ თქვენს ორკვირიან შედეგს მომწერთ.




Комментариев нет:

Отправить комментарий