''ტესტირების'' პირველი ეტაპი, რომელიც ბლოგს საკუთარი ნებით ჩავუტარე,თქვენგან კომენტარების მოთხოვნით თუ თხოვნით, დასრულდა.
კომენტარების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ასიდან ოცი ქულა დავიმსახურე, შესაძლოა მხოლოდ ათი, რითიც აღფრთოვანებული ვერ ვიქნები, მაგრამ არც განწირულებაში ჩავვარდნილვარ, რადგან, ჯერ არც ''ტესტირება'' დასრულებულა სრულად, (რადგან თქვენ კიდევ დიდხანს შეგეძლებათ გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ) და არც ის არის ჭეშმარიტება, რაც ზედაპირზე დევს.
ახლა მოგახსენებთ უფრო გასაგებად თუ რას ვგულისხმობ.
ნებისმიერი ადამიანის სურვილია ლამაზად წარმოაჩინოს თავი.
როგორი უკომპლექსოებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ არ გვსიამოვნებს სხვას დავანახოთ ჩვენი ლაქები _ სახეზე, სხეულზე, სულზე... ადამიანები ათასგვარ საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ ეს ''ლაქები'' დაფარონ და ეს სულაც არ მეჩვენება დანაშაულად, რადგან სურვილი, უკეთესი გახდე, უკეთესი სამყაროსაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მთავარია ამ მიჩქმალვაში სხვა არ დააზიანო, თორემ მზისკენ სვლას რა ფასი აქვს, როცა გზადაგზა ყვავილებს ქელავ?
ჰოდა, არც იმაშია გასაკვირი რამე, რომ ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს სულაც არ უნდოდეს, რომ ამაზე ხმამაღლა იყვიროს. ამიტომაც, ძალიან მენიშნა ის ამბავი, რომ ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდზე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა კომენტარი. თან ისეთმა, რომელსაც ჭარბი წონა საერთოდაც არ აწუხებს. აი, ბლოგის კომენტარებში კი, უფრო მეტი აქტიურობა იყო, რადგან აქ საშუალება ეძლევა მკითხველს, არ გამოჩნდეს.
ან სხვას როგორ ვუთხრა ხმამაღლა იყვირე შენს პრობლემაზე მეთქი, როდესაც მე თავად ვიმალები?..
ოღონდ... აუცილებლად მინდა შევხვდე პროფესიონალ ფსიქოლოგს, ნევროლოგს და მას დავუსვა ეს კითხვა: როდესაც ჭარბწონიანი ცდილობს დაემალოს დანარჩენ სამყაროს, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ამას პროფესიონალთან მკურნალობა სჭირდება თუ თავადაც შეუძლია მოერიოს თავს? ეს დაავადებად შეგვიძლია განვიხილოთ თუ დაავადების თანმხლებ მეორად მოვლენად? ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ კითხვებზე ამომწურავ, პროფესიონალურ პასუხს მივიღებ, მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც ''სტიმულში'' გავდივართ მკურნალობის კურსს, თამარ იდუკაშვილი ზრუნავს. თითქოს ეს მას არ უნდა ეხებოდეს, რადგან აქ მოსული პაციენტი მისგან მხოლოდ სხეულის კორექციას ელოდება, მაგრამ თამუნა ჩვენ გაცილებით მეტს გვაძლევს. მთავარია მიენდო, მთავარია ფსიქოლოგიურად ''ჩაბარდე.''
წონის კლება იმდენად ხანგრძლივი პროცესია, რომ ამ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა გიწევს. ეს პროცესი ახალი ცხოვრებაა ძველში. ანუ ის ცალკე, ერთ, დამოუკიდებელ ცხოვრებად შეიძლება რომ განიხილო, რომელიც შენს ნამდვილ ცხოვრებაშია ''მოთავსებული''
თუ ეს არის ნამდვილი და სხვა, ყველაფერი მეორეხარისხოვანი?
არა, არა, მეორე აზრი უარვყავით, რადგან ნამდვილი ცხოვრება სწორედ ის არის, რაც მანამდე, გასუქებამდე ვაკეთეთ _ დავიბადეთ, სხვები გავაჩინეთ, გვიყვარდა და გვიყვარს. ეს კი, წონაში კლების გრძელი და მძიმე პროცესი, ამ ნამდვილი ცხოვრების ლამაზად გატარებისთვის გასავლელი მეორე ცხოვრებაა.
ძალიან ჩავხლართე? :)
მოკლედ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კომენტარის ავტორს. მათ, ვინც მიხვდა, როგორ მჭირდებოდა მათი მხარდაჭერა...
მადლობა მინდა ვუთხრა თამუნა იდუკაშვილს, რომელსაც სანამ თითს დავაჭერდი ასატვირთად წინა ბლოგს, დავურეკე და ვკითხე: ''თამუ, ვა ბანკზე მივდივარ, კომენტარები თუ არ იქნება, წერას შევეშვები, როგორ ფიქრობ, წავიდე?''
რაზეც თამუნამ მიპასუხა: ''რა თქმა უნდააა!!!''
სხცას მისგან არც ველოდი, ის ხომ რისკიანი, საღი, ჭკვიანი ადამიანია და არც მე მირჩევს არასოდეს, რომ რასიმე მეშინოდეს.
დღეს თამუნას დაბადების დღეა.
ჰოდა, აი ჩენი დეპეშაც მას :)
თამუნა, გილოცავ, ღმერთმა გაგაძლიეროს, შეგაძლებინოს შენი არჩეული გზით სიარული!
უამრავი ადამიანი გეტყვის დღეს, რომ მისი იმედი ხარ. ბედნიერებაა ამისი მოსმენა...
შენ ჩემი იმედიც ხარ, მაგრამ მეც მიგულე იმედად!!!
შენი მსუქანი. :)
ხვალ ძველით ახალი წელია,
დავიცვათ ტრადიცია და დავისვენოთ :)
ზეგ შევხვდებით...
Комментариев нет:
Отправить комментарий