მკითხველმა ორი ძალიან კარგი თემის იდეა მომაწოდა _ ანორექსია და ოქროს შუალედი, რომლის გონივრულ ზღვარზეც სიარული უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.
პირველ რიგში მინდა გავიმეორო ის, რასაც პირდაპირ ან მინიშნებით, ბლოგის ყველა ჩანაწერში ვიმეორებ: ‘’სტიმულის’’ დევიზია ‘’ლამაზი სხეული ჯანსაღი და უვნებელი გზით’’ და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან გახდომის პროცესი საკმაოდ მტკივნეული და სახიფათო გზაა, სადაც დაშვებული შეცდომები შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის ფასიც დაჯდეს. სილამაზეს კი ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.
დღეს ანორექსიაზე ვისაუბრებთ.
სამყარო, სადაც სილამაზის ეტალონად 90–60–90 პარამეტრები ითვლება,
სამყარო რომელშიც ამ პარამეტრების გაფეტიშებამ ახალი, 1920 წლამდე უცნობი სასტიკი დაავადების, ანორექსიის, შემთხვევები საგანგაშოდ გაზარდა,
სამყარო სადაც სხვების შიშველი სხეულის დანახვა და მისი საკუთართან შედარება აღარავითარ პრობლემას აღარ წარმოადგენს,
მეტიც, სამყარო, სადაც ადამიანები ბავშვობიდანვე ეკრანებზე უყურებენ სხვისი, ლამაზი შიშველი სხეულების შერწყმას.
და ეს ყველაფერი თითქოს არჩევანის უფლებას გიკლავს.
შენ ხედავ სხვის ლამაზ სხეულს, რომელსაც ნდომით შეჰყურებს ვიღაც. ეს საოცარი, მიმზიდველი სანახაობა იმდენად რეალურია და შენი ხელის გულზეც დევს, რომ შანსს არ გიტოვებს ის ხელოვნებად, ვთქვათ ფერწერულ ტილოდ აღიქვა ( რაც სინამდვილეში ასეთი არის კიდეც, რადგან ეს ადამიანები ათასებიდან ამოკრებილ გამონაკლისებს წარმოადგენენ).
უყურებ ‘’იმას’’ და სარკესთან დგები.
‘’იმას,’’ იმ ქალს, ვისაც ანთებული თვალებით და მთრთოლვარე თითებით ეფერებოდა ასევე ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, ქანდაკებად გამოძერწილი მამაკაცი, ფაიფურის სხეული ჰქონდა, შენი კი ცომისაა და ამ ცომს, არავინ არ ეფერება.
‘’იმას’’ სიფრიფანას, აბრეშუმის კანით, გასაჭირის დროს მზრუნველად იკრავენ მამაკაცები გულში და მის დახმარებას ლამობენ, შენ კი, შენი მოწონებული ბიჭები, ქუჩაში რომ ფეხი გადაგიბრუნდეს, შეიძლება წამოდგომაშიც არ დაგეხმარონ.
''იმას'', აბრეშუმკანიანს, გამოქანდაკებულ მკერდზე ვნებიანად რომ უწყვია თლილი თითები, უზრუნველი და ლამაზი ცხოვრება აქვს, რომელზეც საქმიანი, ჭკვიანი და სიმპათიური მამაკაცი ზრუნავს, შენი მკერდი კი ერთი ჩვეულებრივი, ცოტა მოშვებული მკერდია, შენი და შენი არცთუ სიმპათიური მამაკაცის ცხოვრებაზე კი შენ თავად ზრუნავ. ან უკეთეს შემთქვევაში, ორივეს არა გიშავთ რა, მაგრამ ეს ზღაპარი დანამდვილებით არ არის.
ჰოდა, ამ ''ხელოვნების ტყუილის'' ატმოსფეროში ცხოვრობ და გეგმებისა და ოცნებების აღრევის ყველაზე ძალუმ საუკუნეს ქედს იმით უხრი, რომ საკუთარი თავი აღარ გიყვარს.
აღარ გიყვარს შენი წამოზრდილი ღიპი და ის, ‘’ღიპი,’’ შენი უბედურებების წყარო გგონია.
დამნაშავეს ეძებ.
დამნაშავე კი საკვებია.
პური შენი არსობისა, საწამლავია და თავს უკრძალავ.
მერე პურს თან მიყვება სხვა ყველაფერი, რაც გიყვარს.
და ვერც კი ამჩნევ, რომ შენი ცხოვრების რაღაც მომენტში, შენ მხოლოდ შენი გემოვნებისათვის მიუღებელი საკვებით იკვებები. მერე კი...
მერე საერთოდაც აღარც იკვებები.
ისევ სარკეში შეჰყურებ შენს თავს და მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ შემოჯარული სამყარო დაგძახის, რომ უკვე ძალიან გამხდარი ხარ, შენ მაინც არ მოგწონს შენი მუცელი, შენი გვერდები, შენი თავი და შიმშილობას, თვითმკვლელობას, აგრძელებ.
ასეთ მომენტში, ვინც არ უნდა გითხრას, შენ ვერ გაიგებ, რომ თავს იკლავ, რადგან
გაგების, რეალობის აღქმის უნარმა მიგატოვა.
ნერვული ანორექსია
წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავს
ისევ მსუქნად თვლის. ის თითქოს გაფუჭებულ
სარკეში იყურება, სადაც რეალობა ოცი
კილოგრამით მეტი მოსჩანს. ასეთი ადამიანები
მაშინაც აგრძელებენ კვების შეზღუდვას, როდესაც
სრულიად ძალაგამოცლილები არიან. ანორექსიით
დაავადებულებს ბულემიის დამახასიათებელი
ნიშნებიც ახასიათებთ ანუ მუცლის ამოვსების და
გაწმენდის ( გულისრევის გამოწვევით)
სიმპტომები.
ანორექსია შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიკური,
ისე ფსიქოლოგიური სახის პრობლემებით. მას არაერთი სიმპტომი გააჩნია, მაგრამ რომელიმე მათგანის ქონა აუცილებლად ანორექსიის არსებობას არ გულისხმობს.
პირველ სიმპტომად მიიჩნევა ავადმყოფის მიერ იმ საკვებზე უარის თქმა, რომელიც მისი აზრით ყველაზე მეტად ასუქებს. ამას ხშირად ემატება დიდი რაოდენობით შარდმდენი და სხვა სახის მედიკამენტების მიღება, დამქანცველი ვარჯიშები, გულის რევის ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ.
ანორექსიის მიზეზებს ჯგუფებად ჰყოფენ: ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ, სოცილაუირ და ქცევით.
ფიზიკური მიზეზები:
თავის ტვინის სიმსივნე, რომელიც არღვევს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის ჰორმონალურ ბალანსს, მაგრამ ანორექსიის ყველაზე ხშირი შემთხვევები ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული.
ფსიქოლოგიური ფაქტორები:
ის ძალიან ხშირად დაკავშირებულია გარდატეხის ასაკთან, ამ პერიოდის დეპრესიულ მდგომარეობასთან, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების იდენტიფიკაციასთან, შიშებთან, მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, რომ ცალმხრივი სიყვარულიც კი იყოს. ანორექსია ძალიან ხშირად არის დეპრესიის და შიზოფრენიის თანმდევი.
ადამიანს ამ დრეოს საკუთარი სხეულის არაადეკვატური აღქმა, სრულყოფილებისაკენ ავადმყოფური სწრაფვა და დაბალი თვითშეფასება უყალიბდება.
განწყობის ხშირი ცვლა,
გასუქების პანიკური შიში,
ყველაფერი ეს სოციალურ ქმედებებში აისახება.
მის დაბალ შრომის ნაყოფიერებაში და აკადემიურ მოსწრებაში,
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭებაში,
ასეთი ადამიანები მეგობრებთანაც წყვეტენ ურთიერთობას.
შედეგად კი იწყებენ:
წონის სწრაფად დაკარგვას,
უქვეითდებათ იმუნური სისტემა და შედეგად ხშირად ავადდებიან სხვა დაავადებებით,
უჩნდებათ სისხლის მიმოქცევის პრობლემები,
აქვს სიცივის მარადიული შეგრძნება და ა.შ.
სტატისტიკის მიხედვით ქალებში ეს დაავადება 4-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე კაცებში. ეს დაავადება ძირითადად 10-30 წლის ასაკში ვლინდება და დაავადებულთა 80 %-ს 12-24 წლის გოგონები შეადგენენ.
მკურნალობის გზები
ანორექსიის მკურნალობისას რამდენიმე გზას მიმართავენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად ეფექტრურია. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოტერაპიას, რომლითაც უშუალოდ ანორექსიის გამომწვევი ფსიქოლოგიური პროლემების მოგვარება ხდება. ამის შემდეგ კი იწყება მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპია - საჭიროების შემთხვევაში ხდება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების პირდაპირი გზით შეყვანა და ა.შ.
ოღონდ, ანორექსიის მკურნალობის უდიდესი ნაწილი, უშედეგოა.
ანორექსიას კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს.
თუ თქვენ თავის ტკივილი გაწუხებთ, აუცილებლად ამჩნევთ ამას და წამალობასაც ადექვატურად მიმართავთ, მაგრამ ანორექსიით დაავადებული ადამიანი ვერასდროს ხვდება, რომ მას მკურნალობა სჭირდება. ამ დაავადების სივერაგე იმაშიც მდგომარეობს, რომ ადამიანის ორივე თვალი და ყველა გრძნობათა ორგანო საკუთარი პრობლემის მიმართ ბრმავდება. ამიტომაც მისი გადარჩენა მხოლოდ სხვა ადამიანებს შეუძლიათ.
მე კი ეს ყველაფერი იმის გამო შევისწავლე,
რომ თქვენთვის მეთქვა:
გამხდარი და ჯანსაღი სხეული ერთი
ცნებაა და მას ამ ორი კომპონენტის
მთლიანობა წარმოადგენს.
როგორი გადამდებიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, არ მინდა იფიქროთ,თითქოს მე მოგიწოდებდეთ, რომ ამას ნებისმიერი გზით მიაღწიოთ.
ამ სამყაროში გონიერებაზე დიდი სრულყოფილება არ არსებობს.
და თუკი თქვენ თქვენი წონა არ მოგწონთ და მისგან გათავისუფლების რადიკალურ ზომებზე ფიქრობთ, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან ეს შავ–ბელი ფიქრები, დაივიწყეთ თვითგვემაა და ამ მართლაც სერიოზული პრობლემის მოგვარება სპეციალისტებს მიანდეთ.
სულაც არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ყველა ჭარბწონიანს ერთად მოგიწოდებთ, რომ ‘’სტიმულს’’ მიმართოთ სამკურნალოდ, არა, საბედნიეროდ, საქართველოში ეს სფერო იმ ‘’შარლატანების’’ ხელში აღარ არის, რომლებიც გახდომის მსურველებს შარდმდენებით და საფაღარათო საშუალებებით ღუპავენ. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეაჩერიოთ არჩევანი სხვა პროფესიონალ ექიმებზეც.
მთავარია ჯანმრთელი და ლამაზი სიცოცხლე!
მთავარია ჯანმრთელი სიცოცხლე!
მთავარია სიცოცხლე!!!
ისევ შევხვდებით.
მინდა გიამბოთ ჩემი ახალი დიეტის და კიდევ ერთი ჭკვიანი აპარატის შესახებ, რომელსაც ‘’სტიმული’’ იყენებს .
მინდა ვისაუბროთ ოქროს შუალედზეც.
ვინც ახლა შემოგვიერთდა მათ გასაგონად ვამბობ: იმის გასარკვევად თუ რას ნიშნავს ''სტიმული'' და რას მისი შემოთავაზებული ‘’ლამაზი სხეული ჯანსაღი და უვნებელი გზით’’ გადადით ბმულზე ''სტიმულის პროცედურები''
Комментариев нет:
Отправить комментарий