ავად გავხდი.
სერიოზული არაფერი, დაბალი სიცხე, არცთუ შემაწუხებელი
ხველა და სისუსტე მაქვს, ამიტომ, ბუნებრივია ‘’სტიმულში’’ ვეღარ დავდივარ პროცედურებზე.
მიზნისკენ სავალ გზაზე, ხშირად გვხვდება დაბრკოლებები.
ესეც პატარა დაბრკოლებად მივიღე და მშვიდად გავაგრძელე ჩემი დიეტა და ჩემი ბლოგი, რაც
ადასტურებს, რომ ნამდვილად გადავრჩები. J
დღეს განსაკუთრებულად მომენატრა შოკოლადი, ამიტომ იმ
პროდუქტზე, რომელიც ყველა დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის იმედის სხივად მოჩანს, გადავწყვიტე
ინფორმაცია შემეგროვებინა.
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური
და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც
სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ
ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო,
დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც kakawa-მ დაახლოებით
1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა
ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია
და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.
სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის
მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს
ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ
უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ
პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი"
ერქვა.
მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების
ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა
და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც xokolatlდა ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი)
და აღმგზნები თვისებებით.შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური
და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც
სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ
ამ ნარევს წითელ წიწაკას უმატებდნენ.
საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა
შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით,
ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით
უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით
უნდა გაემდიდრებინათ.
თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი
სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია
მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ:
შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება:
თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი.
მაგრამ ჩვენ რაკი მოდიეტეები ვართ, ამ ჯერზე მხოლოდ
შავი შოკოლადით დავინტერესდები.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ შავი
შოკოლადია ნებადართული დიეტაზე ყოფნის დროს. ამასვე ადასტურებენ ის წყაროები, რომელიც
მრავლად შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ არც ერთხელ მქონია შემთხვევა, რომ ენდოკრინოლოგს
და დიეტოლოგს მისი ჭამის ნებართვა მოეცა...
აქედან დასკვნა: დიახ, შესაძლოა შავი შოკოლადი
ნამდვილად დიეტური პროდუქტია ( რა თქმა უნდა, შეზღუდული რაოდენობით), მაგრამ ყველაფერი
მაინც ინდივიდუალურია, ამიტომ სანამ მის ჩართვას განიზრახავთ დიეტაში, დაეკითხეთ ექიმს.
მწარე შოკოლადი ანუ სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს
დანამატებს.
არის ძალიან მწარე, ძლიერი არომატის შოკოლადის
ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
შავი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე კი, რომელსაც ხშირად
სუფთა შოკოლადსაც ეძახიან იმისდა მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან თუ სად არის
დამზადებული.
მაგალითად: ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების
კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ
ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
დავინტერესდი ქართული წარმოების ‘’ბარამბოს’’ შავი შოკოლადით
და აღმოჩნდა, რომ ის ორ ასეთი სახეობის შოკოლადის ფილას უშვებს და მათ ორივეს შავი
შოკოლადი ქვია, თუმცა განსხვავებულია შეფუთვითა და ერთი დეტალით. ერთი 100გრამიანი
ყვითელი შეფუთვის შავი შოკოლადის ფილა ''ბარამბო'' კაკაო პროდუქტების 49% შეიცავს, ერთი
100გრამიანი შოკოლადისფერი შეფუთვის შოკოლადის ფილა ''ბარამბო'' კი კაკაო პროდუქტების 68 %–ს.
ერთადერთი შოკოლადი, რომელსაც ''ბარამბოს'' გარდა ვცნობ
ქართულ ბაზარზე, აი ეს, გერმანული წარმოების შოკოლადი გახლავთ. როგორც ხედავთ მასში
კაკაოს შემცველობა კიდევ უფრო მაღალია და ის 73% შეადგენს.
ასე რომ, შოკოლადის მწარმოებლები არ ცდილობენ შეცდომაში
შეგიყვანონ, თქვენ უბრალოდ უნდა გაეცნოთ შოკოლადის მონაცემებს და იმის მიხედვით გააკეთოთ
არჩევანი თუ რა მიზანს ემსახურება შოკოლადის ფილის შეძენა.
ჩვენი, გურმანების სიმშვიდისთვის უნდა ითქვას, რომ შავი
შოკოლადის სასარგებლოდ უამრავი დამაჯერებელი არგუნტი არსებობს.
არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ამ უზარმაზარი ინდუსტრიის,
შოკოლადის ბიზნესის სარეკლამო სვლაა. ასე რომ იყოს, იმედი მაქვს, ამდენი ხნის განმავლობაში, მეცნიერები, რომელთა
პატიოსნებაში შეტანის უფლება არავის აქვს, თავის დასკვნებს აუცილებლად გაგვიმხელდნენ.
არსებობს დიდი ჩამონათვალი შოკოლადის კეთილი თვისებისა,
რომელიც ყველას საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.
პირველ რიგში ის გასაოცარად გემრიელია:)
გვმატებს ენერგიას,
გვიუმჯობესებს ხასიათს,
აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს,
ამცირებს გულ–სისხლძარღვთა
დაავადებების რისკს,
არის კარგი ანტიდეპრესანტი,
აწესრიგებს არტერიულ წნევას,
აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას,
იცავს კბილის ემალს,
ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს,
აუმჯობესებს მეხსიერებას,
ის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც არის რეკომენდირებული.
ითვლება, რომ ორგანიზმზე თავისი ზემოქმედებით შოკოლადი მარიხუანას წააგავს. შოკოლადი შეიცავს სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც ტვინის იმავე ნაწილებს ააქტიურებს, რასაც ნარკოტიკი.
გარდა ამისა აქ არის სხვა ორი კომპონენტიც, რომელიც პირველის მოქმედებას ახანგრძლივებს. სწორედ
ეს სამი კომპონენტი, კოფეინთან და თეობრომინთან ერთად, ენერგიისა და მხნეობის მოზღვავებას და ტონუსს ამაღლებს იწვევს. მაგრამ შოკოლადისგან ნარკოტიკული თრობა მხოლოდ მისი კილოგრამობით გადასანსვლით შეიძლება :)
ასევე დადგენილია, რომ კანის დაბერების პროცესს ყველაზე მეტად შავი შოკოლადი
აფერხებს.ბრიტანელი
მეცნიერების დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ მწარე შოკოლადი კოლაგენური ბოჭკოების
რღვევას აფერხებს და ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ აუმჯობესებს ცვლის
პროცესს.გარდა ამისა დადგენილია აგრეთვე ისიც, რომ შავი შოკოლადი მელანომის (კანის
კიბოს) განვითარების პროცესსაც ამცირებს.
ცნობილია, რომ შოკოლადი უძილობისა და და ქრონიკული დაღლილობის
წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაცაა, იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უშლის
თრომბის წარმოქმნას, ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და ორგანიზმის საერთო ტონუსს
ამაღლებს.
შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი დეპრესიას
ებრძვის, მეხსიერებას აუმჯობესებს, სტრესის მიმართ ამტანობას ამაღლებს და იმუნიტეტს
ზრდის’’, – დაასკვნეს იაპონელმა მეცნიერებმა.
ამიტომ გაციების პროფილაქტიკისთვის ისინი პაციენტებს შოკოლადის
ჭამას ურჩევენ. მრავალწლიანი კვლევის შედეგად ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა
დაადგინა: ვინც ყოველდღიურად 20–25 გრამ შოკოლადს მიირთმევს, პრაქტიკულად კიბოთი და
წყლულოვანი დაავადებით არ ავადმყოფობს.
მოკლედ, ეს პროდუქტი, შოკოლადი, ნამდვილად იმსახურებს გემრიელი წამლის სახელს. :)
ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ის სასარგებლო მხოლოდ 30–50 გრ. ოდენობითაა და მხოლოდ ამ რაოდენობით მიღებისას არ მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს.
გავიქეცი, ერთი ნატეხი შავი შოკოლადი უნდა მივირთვა,
შევხვდებით. :)
წინა
ჩანაწერები შეგიძლიათ ეძებოთ ბლოგის მარჯვენა მხარეს, ჩამონათვალში.
კომენტარებს,
მოსაზრებებს, შეკითხვებს, ვუპასუხებ აქ და არა ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий