понедельник, 11 января 2016 г.

არ უთხრათ მოდიეტეს!



 რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არანაკლები სინანულითაც, მინდა ჩამოგითვალოთ ის სიტყვები, ფრაზები და წინადადებები, რომელიც არსოდეს არ უნდა უთხრათ მოდიეტეს!

ნებისმიერ მოდიეტეს _ უცნობს, ნაცნობს, საყვარელს, ძვირფასს, ნაკლებად საყვარელს, მას ვისი არსებობაც თქვენთვის მხოლოდ ფაქტია და მის მიმართ არავითარ ემოციას არ გრძნობთ, მას, ვისაც უყვარხართ, თქვენ კი ვერც ამჩნევთ... დიახ, ის სიტყვები მინდა გამოვიტანო თქვენს სამსჯავროზე რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მტერს, უხეშ, ვერაგ, საძაგელ ადამიანს შეგიძლიათ მიახალოთ სახეში, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი არ იზიარებთ წმინდა სწავლებას’’ გიყვარდეს მტერი შენი ვითარცა თავი შენი. ‘’

ეს ცრუ, ყალბი და არაფრისმაქნისი ‘’მზრუნველობის’’ გამომხატველი სიტყვებია რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა.

მოწოდებები ტრიბუნიდან:

‘’ამ ერთხელ ჭამე, არაფერი მოგივა!’’

‘’ფერი აღარ გადევს, ჭამე!’’

‘’მთელი კვირაა არაფერი გიჭამია, მო კვდე ბიიიი!’’

‘’არა, არა შენი საქმე კია, მაგრამ მე გირჩევ, რომ კი არ იშიმშილო, არამედ ცოტა ჭამო!’’

‘’შენ მსუქანი კი არა ხარ, მსხვილძვალა ხარ!“



შეკითხვები:


‘’როგორ ფიქრობ, რომ გახდე, უკეთესად იგრძნობ თავს?’’

‘’ვერ გავიგე რატომ იკლავ თავს, ვის ეპრანჭები?’’

‘’კიდევ რამდენ ხანს უნდა იდიეტო, მთელი ცხოვრება?’’

‘’ვისთან დადიხარ, ადამიანის ფერი რომ აღარ გადევს, ექიმია თუ სადისტი?’’

‘’ეგებ სხვა ექიმთან გეცადა?’’



‘’კეთილი’’ რჩევები:

‘’აუცილებლად უნდა მიხვიდე სხვა ექიმთან, ეგ რაღაც არ მომწონს...’’

‘’არა, ეგ დიეტა არ ვარგა, აი ნახე ჩემი დაქალის მეზობლის მამიდაშვილმა რა გააკეთა?!..’’

‘’ასე აუცილებლად მოკვდები!...’’




და ყველაზე სასტიკი ჩემი აზრით მათ შორის, აი ეს ''ტკივილნარევი'' რჩევა: ‘’შეეგუე, ძვირფასო, მეტი რაღა გინდა, სამი შვილი გყავს, სამსახური გაქვს, ქმარს უყვარხარ... ცხოვრება ასეთია... მივდივართ...’’



ამ, ‘’აქაურ’’ ანუ ჩვენებურ, ქართულ შეკითხვებსა და მოწოდებებს, უკვე შეემატა ‘’სწავლებები’’ უცხოეთში საცხოვრებლად გადაბარგებული, ნამოგზაურები, მრავალქვეყანანანახი და ბრძენი ჩვენი მოქალაქეებისგან. ამიტომ, შემიძლია ისინიც შემოგთავაზოთ. ეს ძირითადად შეძახილებია.


უცხო ‘’მარგალიტები’’ 

‘’ყველა ქართველი ქალი სულელია, მეტი საქმე არა მაქვს კაცის გულისტვის ‘’ერთ ადგილს’’ გავიხდუნებ!’’

‘’ეგ ფაშვიანი და უსაქმური კაცები იმისი ღირსებიც არ არიან, რომ მსუქანი ქალები ემსახურებოდნენ!’’

‘’ესაა სწორედ ჩამორჩენილობა და სოფლელობა, აქ, არავინ უყურებს ქალი მსუქანია თუ გამხდარი, იმიტომ რომ აქ სხვა დონეა!’’


რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი შემიძლია უსასრულოდ და უკიდეგანოდ გავწელო, მაგრამ აქ შევჩერდები და თქვენ დაგიტოვებთ ასპარეზს...


ჩემი თხოვნა იქნება, რომ გააგრძელოთ ეს მხიარული ჩამონათვალი.
ეს ერთგვარი ტესტი იქნება ჩემი ბლოგისთვის.

ბოლო ხანებია ( წინასაახალწლო დღეებიდან დღემდე) ეჭვმა დამრია ხელი.. იქნებ ზედმეტია ეს ბლოგი და რეალურად ის არავის აინტერესებს?

ბლოგს აქვს  მკითხველების მთვლელი, ამიტომ მე კარგად ვხედავ, რომ მას უამრავი მკითხველი სტუმრობს ყოველდღიურად... მომეცით სტიმული, რომელიც სამწუხაროდ, საყოველთაო საახალწლო მხიარულებამ და ზეიმმა ჭამა–სმის თანხლებით, მომირყია და როგორც კიდევ ერთი ‘’შეჩვენებული ქართველი’’ იტყოდა, ჩამომიშალა. J


ჰოდა, თუკი სახლიდან გასულს ჩემი რომელიმე  მეზობელი ჩამიგდებს ხელში და თქვენთვის მოსაწერი წერილის წერაში ღამენათევს, მსგავსი შეგონებებით გადამქანცავს, აღარ ვიგრძნობ დათრგუნულად თავს... არც ბიცოლაჩემი ნათელას ‘’სისინს’’ შევიმჩნევ, როცა მის გამომცხვარ ხაჭაპურს ‘’უსინდისოდ’’ არაფრით შევჭამ, არც იმაზე დამწყდება გული, რომ მართლა ძალიან ნელა, ტაატით, ტკივილით, ‘’სისხლითა და ოფლით’’ გამყავს დღეები, რომელიც ისედაც ძალიან ცოტა გვაქვს ყველას... მე კი სხვას არაფერს, არაფერს, არაფერს ვაკეთებ იმის გარდა რომ წონა დავიკლო და მერე თქვენ მოგწეროთ ჩემს ფიქრებზე.

წონაში კლების პროცესი შემთხვევით არ შემიდარებია ომისთვის. ეს ომია საკუთარ თავთან, საკუთარ ნივთიერებათა ცვლასთან, საკუთარ ბედთან... და იმ გარემოსთან, რომელიც არაფრით გეტყვის, რომ შენ ის გმირი ხარ, რომელმაც იცის როგორ უნდა იაროს დინების საწინააღმდეგოდ.

გელით მხიარული კომენტარებით.

ვისაც გამოჩენა არ სურს, შეუძლია ინკოგნიტოდ მომწეროს ბლოგის კომენტარებში. ვინც არ იმალება, შეუძლია სტიმულის ფბ გვერდზე გააკეთოს კომენტარი.

P.S.

ვიცი, რომ ‘’სტიმულში’’ პაციენტები ჭორაობენ, თითქოს გავსუქდი J

არა, მე ერთადერთი ადმიანი ვარ მსოფლიოში, რომელმაც ახალი წლის დღეებში წონა დაიკლო. მე ასეთი ფოტოსესიისთვის ვემზადები. 


7 комментариев:

  1. გამხდარი რომ გეუბნება - "რა გინდა, ჩემზე გამხდარი გინდა გახდე?" და რატომ არა?

    ОтветитьУдалить
  2. მაგ შეკითხვებს და ე.წ. ,,კეთილ" რჩევებს ჩემი პირადი გამოცდილებდანაც გავამდიდრებდი ისეთი შედევრებით როგორიცაა:
    ,, ყბა ყბაში გაქვს გაცმული"
    ,,რა იყო, მოდელობა გინდა?"
    ,,რას დაემსგავსე"
    ,,მე მსუქანი უფრო მომწონდი"
    აი ეს ბოლო განსაკუთრებით მაგიჟებს. ვინმე ამიხსნის, რანაიად შეიძლება უფრო ლამაზი ვყოფილიყაი 95 კილოზე, ვიდრე დღეს–55 კილო???
    მოკლედ, მე ჩემი თავი გამხდარი ბევრად უფრო მომწონს, ტანსაცმელსაც უფრო ვიხდენ,ასაკიც დამიკლო, და საერთოდაც–გაუმარჯოს სიგამხდრეს!!!

    ОтветитьУдалить
  3. ერთი შეკითხვა განსაკუთრებით მეცნო–,,ვის ეპრანჭები?"
    მე არ ვიცი ამ შეკითხვის დამსმელები კითხულობენ თუ არა ეხლა ამ ბლოგს,მაგრამ მაინც ვუპასუხებ:
    დიახ, ვეპრანჭები ამქეყნად ყველაზე კომპეტენტურ, ყველაზე ზუსტ ექსპერტს–საკუთარ თავს!!!
    და კიდევ: მსუქნებო, ნუ სკდებით გულზე, მე თუ წონაში დავიკელი, ის გამქრალი კილოგრამები თქვენ არ მოგიმატიათ!!!
    გამხდრებო, თქვენ რაღა გხეთქავთ? თქვენ ისიც გეყოფათ,რომ როცა გინდათ, რასაც გინდათ და რამდენსაც გინდათ,ჭამთ და მაინც გამხდრები ხართ, წესით ჩვენ უნდა ვსკდებოდეთ შურით თქვენი შემყურენი–ჩვენ ხომ თითო ლუკმა ათად გვერგება!!!
    ხოდა, შეგვარგეთ რა გახდომა და თუ არ შეგვაქებთ, ჩუმად მაინც იყავით!!!!

    ОтветитьУдалить
  4. :) მგონი სახუმაროდ არ გვაქვს საქმე :) ეს კომენტარები ადასტურებს, რომ მიზანში მოვარტყი. ერთი გამახსენდა კიდევ: ყველა გამხდარი ხომ ვერ იქნება? ეს კი მართლაც ''შედევრია''! _ მე მსუქანი უფრო მომწონდი. :) გმადლობთ აქტიურებო. დიახ, ქალური სოლიდარობა მაინც არსებობს :)

    ОтветитьУдалить
  5. კი არ გასუქდი, ადამიანს დაემსგავსე :)

    ОтветитьУдалить
  6. gemovnebis sakitxia vitom? tu martla gulcrpelad moscons vinmes zedmeti kilogramebi? erti ki unda aucilebld unda vtkva rom zogiert saxes(saxes!!!!!) aranairad uxdeba "kba kbashi rom akv gakrili), garda amisa chemive dakvirvebit kali rom dzvlebis xrovad aris kceuli arc es icvevs estetikurad dadebit emociebs...samodelo saagentoebsac mkacrad akritikeben aseti modelebis chvenebistvis es gansakutrebit cudad mokmedebs mozardebze xshiria anoreksiis shemtxvevebic...okros shualedi ki rogori advili mosargebia tanze?

    ОтветитьУдалить