უნდა ვიდარდოთ და
დავიწყვიტოთ თუ არა ნერვები იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ სისტემატიურად გამოძინებას? უნდა გვეშინოდეს თუ არა სიმსუქნის, თუკი ჩვენი
დღის რეჟიმი,სამსახური, ცხოვრება იმის ფუფუნებას არ გვიტოვებს, რომ იმდენი ვიძინოთ
რამდენიც გაგვიხარდება. ან რას ნიშნავს ზომიერი ძილი…
თანამედროვე ტენდენციაა, რომ ადამიანებს უფრო და უფრო
ნაკლები სძინავთ და ამის პარალელურად უფრო და უფრო სუქდებიან. შესაძლებელია თუ არა,
რომ ეს ფაქტები ერთანეთთან კავშირში იყოს? არის თუ არა მნიშვნელოვანი სრულფასოვანი
ძილი წონის დარეგულირებაში?
თითქოს ეს საკამათოც არ არის, რადგან აზრი, რომ სრულფასოვანი
ძილი აუცილებელია ნორმალური წონის მისაღწევად, უკვე საკმაოდ მტკიცედ არის ფეხმოკიდებული
საზოგადოებაში და ამაზეც არავინ დავობს.
უფრო მეტიც, რაც დრო გადის, იმის ნაცვლად,
რომ ადამიანებმა დილაობით ირბინონ, ივარჯიშონ ან იცურაონ, ჯანმრთელი პროდუქტებით აავსონ
მაცივრები, უფრო და უფრო ხშირად ‘’გაიგონებთ’’ ფრაზებს მათი საძინებლიდან ‘’საყვარელო,
მაცადე გამოვიძინო, ვერ ხედავ, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვცდილობ გავხდე, შენ კიდევ
მაღვიძებ.’’ J
სწორია თუ არა ეს მიდგომა, ან რას აკეთებს ამ დროს მეცნიერება?
ის, ასეთ ‘’ძილით მოდიეტეებს’’ ერთაზროვნად უჭერს მხარს.
ასე მაგალითად: თუ წყაროებს დავუჯერებთ,
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტში ამ საკითხზე მეცნიერების საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს
პროფესორ ტიმ ოლდსის და დოქტორი კეროლ მაიერის
ხელმძღვანელობით.
ამ ჯგუფმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე, უკვე დაადასტურა
გამოუძინებლობის უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე და ამ პრობლემით
გამოწვეული კიდევ უფრო უარესი პრობლემებიც, რომელთა შორის წამყვან ადგილებზე არიან:
მახსოვრობის დაქვეითება, ბავშვებში ჰიპერაქტიურობა, იმუნური სისტემის მოშლა... დეპრესია, სუიციდზე ფიქრი... დაავადებების
ჩამონათვალის პირველ ათეულში სიმსუქნეც მოხვდა. მათი დასკვნის მიხედვით, სრულფასოვანი
ძილი აბსოლუტურად შეუცვლელია გახდომისთვის.
მოკლედ, დასკვნა ასეთია: ადამიანებს, რომლებსაც ნაკლები
სძინავთ, მსუქნები არიან.
თუ წარმოვიდგენთ ფიზიოლოგების აღმოჩენილ კავშირს გამოუძინებლობასა
და ჭარბ წონას შორის, ის ნალის ფორმის იქნება. ვერტიკალურად სიმსუქნის რისკი, ჰორიზონტალურად
კი ძილის ხანგრძლივობა. ძილის ნაკლებობა საშიშია, ნორმალურ ძილად კი 8-9 საათიანი გამოძინება
ითვლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბი ძილიცსიმსუქნის რისკ ფაქტორია.
რატომ ხდება ასე? ლაბორატორიული კვლევები ამ კითხვაზე
პასუხსაც იძლევიან.
როდესაც ადამიანს საკმარისად არ ძინავს, მის სისხლში შაქრის შემცველობა
იმატებს, ისევე როგორც სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა. ლეპტინისა და გრელინის
თანაფარდობა კი, ანუ იმ ჰორმონების თანაფარდობა, რომელნიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის
ორგანიზმში მადაზე,მადის სასარგებლოდ იცვლება.
კიდევ უფრო მეტიც, სიმსუქნის ეპიდემია პირდაპირ კავშირშია
მსოფლიოში ასევე ‘’პოპულარულ’’ უძილობის ეპიდემიასთან. ტიმ ოლდსის ჯგუფმა გამოარკვია,
რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ბავშვებს 75 წუთით
ნაკლები ძინავთ, მსოფლიო მოსახლეობის ძილის დეფიციტი კი 25-35 წუთია.
თითქოს ყველაფერი ამის შემდეგ საკითხი არის თუ არა ძილი
გახდომისთვის აუცილებელი, ამით უნდა დაიხუროს: დიახ, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია
წონაში დასაკლებად და ნორმალური წონის შესანარჩუნებლად.
მაგრამ,
მიუხედავად ამ ციფრების დამაჯერებლობისა, საკითხს
ასე ხელაღებით მაინც ვერ მივუდგებით. ჯერ ერთი, თუ ძილის დეფიციტზეა საუბარი, მიუხედავად
კვლევებისა და იმ 30 წუთიანი დეფიციტის განსაზღვრისა, რომელიც ამ ჯგუფმა გამოავლინა,
ჩვენ მას მაინც ვერ დავარქმევთ ზუსტს, რადგან შეუძლებელია გააკეთო დასკვნა თუ რა გავლენას
ახდენს ძილი ადამიანის ორგანიზმზე, როდესაც გამოსაკვლევი 100 ადამიანიდან ვიღაცას გაცილებით
მეტი ძინავს, ვიღაცას კი მხოლოდ 5-6 საათი.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უფლებას გვაძლევს რომ ლაბორატორიულ
კვლევებში ეჭვი შევიტანოთ, ის არის, რომ ლაბორატორიულ პირობებში აბსოლუტურად დარღვეულია
ძილისთვის საჭირო და ჩვეული სივრცე...
კიდევ უფრო მეტიც, თავად ამ ჯგუფის ექსპერტის, ჯიმ ხორნის
მტკიცებით, დაძინების მცდელობისთვის ლოგინში უშედეგო კოტრიალს, გაცილებით სჯობს ერთსაათიანი
გასეირნება სუფთა ჰაერზე. სხვა ექსპერტები კი ამავე ჯგუფიდან ბატონ ჯიმს სთავაზობენ,
რომ ძილისა და უძილობის ჭარბ წონასთან კავშირს კომპლექსურად უნდა შეხედოს;
ასე მაგალითად:
ერთმა ადამიანმა კარგად გამოიძინა, მეორე
კი ადრიანად ადგა, ისაუზმა ჯანმრთელი პროდუქტით, შემდეგ კი დაახლოებით 5 კილომეტრიანი
გარბენი გააკეთა... საინტერესოა, ვინ არის ამ შემთხვევაში უფრო სწორი?
რა უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის,
ძილი თუ სპორტი? იქნებ როცა ვამტკიცებთ, რომ ძილი აუცილებელია გახდომისთვის, ეს ისე
უნდა გავიგოთ, რომ ძილს არაპირდაპირი კეთილი გავლენა აქვს ორგანიზმზე და მას ამით იმ
მექანიზმების გამოღვიძებაში უწყობს ხელს, რომელიც შემდეგ ადამიანს გაცილებით აქტიურს და
მოძრავს ხდის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს წონის კლებას?
ერთ-ერთ თავის სტატიაში პროფესორი ტიმ ოლდსი, როგორც
პატიოსანი მეცნიერი, წერს: გვაპატიეთ, რომ ჩვენს კვლევებში ასეთი დაბნეულობა და ქაოსია,
მაგრამ ამ ლაბორატრიული კვლევების წყალობით, ჩვენი ჯგუფი უკვე დიდი ხანია გამოუძინებელია.
J
დასკვნებისათვის საფიქრალი მოგეცით, მაგრამ ერთი რამ
უდავოა: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ცოტა გძინავთ და ამიტომ სუქდებით, მარტივად შეგიძლიათ
ეს პრობლემა და დასაძინებლად დაწვეთ დღეს, იმისთვის რომ გაიღვიძოთ ხვალ. ანუ როგორც
ყველა ექიმი ერთხმად გვირჩევს, დღისა და ღამის გასაყარს ყოველდღიურად შეხვდით საწოლში.
ვერ იძინებთ?
თუ ეს მოუგვარებელი პრობლემაა და უსასრულოდ გრძელდება, მიმართეთ ექიმს, მაგრამ ნურაფრით ჩავარდებით ამისგან
დეპრესიაში, რადგან დეპრესია თავის მხრივ გამოსავალი არ არის.
გამოსავალი ამ სიტუაციაში სიმშვიდეა, რომელსაც ადამიანი
საკუთარ თავს რწმენით აძლევს და არა ძილის წამლით
ან დამამშვიდებლით.
თან... მოიკითხეთ ირგვლივ და თქვენ აუცილებლად ნახავთ ისეთ გამხდარ ადამიანებს, რომლებიც დაგიწყებენ მტკიცებას რომ უძილობით გახდნენ!
Комментариев нет:
Отправить комментарий