წონის შენარჩუნება
ის ურთულესი ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველამ იცის, მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავად, მაინც
ძალიან მცირე პროცენტი ახერხებს მის ‘’ამოხსნას’’.
ის, რომ ამ კითხვაზე
პასუხი სრულიად ნათელია, იმ მცირე აქტიურობიდანაც დადასტურდა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ
.
დიახ, ყველამ ძალიან
კარგად ვიცით, რომ წარმატებული დიეტის შემდეგ, მიღწეულის შესანარჩუნებლად ისევ თავშეკავება
და ცხოვრების ჯანმრთელი წესი თუ არ დავიცავით, ჩვენი ორგანიზმი სასწრაფოდ აინაზღაურებს
ამ სიმწრით და ჯაფით დაკლებულ კილოგრამებს.
მაგრამ თუ ეს ასეა, რა გამოდის?
ი,ს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ისევ დიეტაზე უნდა გავატაროთ?
ანუ ასკეტური ცხოვრებით
უნდა ვიცხოვროთ? :)
ასკეტური და უმეგობრო,
რადგან აი, მაგალითად, ჩემი მეგობრები, არაფრით მომცემენ იმის უფლებას, რომ არასდროს მივირთვა ტკბილეული,
არასდროს დავლიო ალკოჰოლი, იმიტომ, რომ ამით ჩვენ ერთად ყოფნის დროს ვისვენებთ. ისინი არც იმის ნებას დამრთავენ, რომ დავიძინო მაშინ როდესაც
მათ ჩემთან ტელეფონით ლაპარაკი უნდათ უუუმნიშვნელოვანეს საკითხებზე ( ასჯერ, ათასჯერ
და მილიონჯერ განხილულზე), ვირბინო დილაობით, როდესაც მათ ჩემთან ერთად ყავის დალევა
სურთ, ვიცეკვო მაშინ, როდესაც მათი ცხოვრება პრობლემებით არის სავსე და ჩემგან თანაგრძნობას
მოელიან...
ვაჭარბებ?
კი არ ვაჭარბებ,
კიდევ მეტსაც გეტყვით. მე რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ
ჩემს ჯანმრთელობას მივუძღვნა, გამოდის, რომ მარადიულად არეული უნდა მქონდეს სახლი, იმიტომ, რომ უბრალოდ ვეღარ ვასწრებ საოჯახო საქმეს რაც ‘’ეს საქმე’’ წამოვიწყე, ვეღარ უნდა
გავაკეთო ჩემი შვილებისთვის საყვარელი კერძები, რადგან ჯანმრთელი
საკვების მომზადებას ძალიან ბევრი დრო სჭირდება, ამ დალოცვილ 24 საათში კი ამ 24 საათზე მეტი არა და არ ''ჩნდება''. გარდა ამისა, მარადიულად
გაუუთოვებელი მაისურებით უნდა ვატარო ჩემი შვილები, იმიტომ რომ უთოობისთვის ისედაც
მხოლოდ საღამოობით ვიცლიდი, ტელევიზორთან, ახლა კი ტელევიზორის და საუთოოს ნაცვლად
სეირნობა მაქვს ‘’გამოწერილი.’’
კიდევ უფრო ვაჭარბებ?
მაშინ შემიძლია
მეტიც გითხრათ J
და საერთოდაც, რა
დროს მარადიულ დიეტასა და ჯანმრთელობაზე საუბრის დროა, როდესაც ჩვენს ირგვლივ ასეთი
მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონია?
ახლა ვინემე მეტყვის
რომ ეს, რაც ახლა ვთქვი, ზედმეტი იყო და სპეკულაციას ვეწევი მტკივნეული ემოციებზით?
დიახ, სწორედ ასე
ვიქცევი, რადგან ეს ყველაფერი, რაც აქ ჩამოვთვალე, მოუცლელობა, მეგობრები, საქვეყნო
დარდები და პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სიზარმაცის გამართლებაა. და ამ სიზარმაცეს
არც მეტი არც ნაკლები სიცოცხლის სიყვარულის დაზარება ჰქვია.
შეუბრალებელი ვარ?
არა, არავითარ შემთხვევაში,
ეს უფრო რეალობისთვის თვალის გასწორებაა.
და თუ ამ რეალობას
საკუთარ სახელს თამამად დავარქმევთ, არც იმაზე დარდი დაგვჭირდება, როგორ შევინარჩუნოთ
წონა და ამას არც მარადიულ დიეტას დავარქმევთ.
-თამუ, როცა სასურველ წონას მივაღწევ, ისევ უნდა ვიდიეტო წონის შესანარჩუნებლად? _
ვკითხე დილაადრიანად ''სტიმულის'' დამფუძნებელს, რომელიც სწორედ
ამ მიზნით, მიღწეული შედეგების დასაფიქსირებლად, თვეში ორჯერად, სავალდებულო პროცედურას
უნიშნავს თავის პაციენტებს. ეს ''სტიმულიდან'' ''გაშვებული პაციენტებისთვის'' დანიშნული ოროცედურები ჩვენს ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ''სტიმულის'' პროცედურები ხომ რეფლექსოთერაპიაა, რომელსაც ჩვენი თავის ტვინი 24 დღის განმავლობაში იმახსოვრებს და ამ მახსოვრობით ორგანიზმს ''აიძულებს'' შეკუმშვის უნარი, რომელიც პროცედურების წყალობით შეიძინა, არაფრით დაავიწყოს. ამიტომაც არის, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ ისევ გრძელდება წონის კლება... მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს თამუნასგან, მისგან იმ ადამიანებისათვის მინდა რჩევა, რომლებიც დამოუკიდებლად ებრძვიან წონას. ჰოდა, პასუხი არ იგვიანებს.
_ კვირაში 7 დღე
გვაქვს... თუ ერთხელ უკვე გასუქდა ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მეორედ და მესამედ
ისევ აქვს იგივე და კიდევ უფრო დიდ წონასთან მიახლოვების შანსი. ამიტომაც, ასეთმა,
წონამოწესრიგებულმა ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ კვირის 7 დღიდან მათი მხოლოდ
ორი დღეა. ანუ ამ ორ დღეს მათ მოშვების, ზომიერი თავმიცემულობის უფლება აქვთ, კვირის
5 დღე კი აუცილებლად უნდა მოახერხონ მხოლოდ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით, ზომიერად
იკვებონ.
_ თამუ,ანუ ამ ლოგიკით ისე გამოდის,
რომ ადამიანს ერთი თვის, ანუ 30-31 დღის მანძილზე მხოლოდ 8 ბედნიერი დღე აქვს?
_ როგორ გითხრა,
თუ ბედნიერება მხოლოდ ჭამაა, კი ბატონო, ასეა.
J ნახეთ რაები მითხრა? არადა თავად კი აპროტესტებს ამას, მაგრამ ჩემი აზრით, პოეტია თამუნა, დიახ, ძალიან კარგ
ლექსებს წერს, მაგრამ ვერ მიხვდა ( არც მე ვუთხარი) რომ ეს კითხვები ინტერვიუსთვის
მჭირდებოდა, ჩათვალა, რომ სისუსტემ შემომიტია და დამამუნათა.
სისუსტეები კი იცოცხლეთ,
საკმაოდ მაქვს. ვინ ვინ და ეს კარაგდ იცის ჩემმა ექიმმა.J
აი, დღეს ორი წერილი მივიღე.
რა თქმა უნდა, ვერ
დაგისახელებთ მათი ავტორების ვინაობას, რადგან მათ რომ ამისი სურვილი ჰქონოდათ, პირადში კი არა,
სახალხოდ მომწერდნენ ამ წერილებს.
პირველი წერილი
დეპრესიის ელემენტებს შეიცავდა _ ახალგაზრდა, სიმპათიური გოგონა მწერდა, რომ ის მარტო
გრძნობს თავის პრობლემასთან ( ჭარბ წონასთან) თავს, რაკი არსაიდან არ აქვს მხარდაჭერა... მისი
სამსახური კი ( საოფისე საქმე აქვს) საშუალებას არ აძლევს აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.
მეორე წერილს კი
პირდაპირ დაგიკოპირებთ:
გამარჯობა smile emoticon თქვენ პოსტებს თვალს ვადევნებ და ძალიან გგულშემატკივრობთ... შესაძლოა, ჩემი შემთხვევა განსხვავებულია, მაგრამ , ვფიქრობ, არ უნდა იყოს უინტერესო... ვარ 19 წლის.. ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი 55 კილო, ახლა 47. ეს იყო ჩემი ოცნების წონა და მივაღწიე კვების სტილის რადიკალური შეცვლით. შესაძლოა, ათეულ ზედმეტ კილოგრამთან შედარებით სასაცილოდ გეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლები ნებისყოფა და მონდომება იყო საჭირო...
პირველ რიგში, ჩამოვწერე ის პროდუქტები და საკვები, რაც საერთოდ გამოვრიცხე. ეს იყო ყველაფერი, ზეთზე მომზადებული , ცომეული , ძეხვეული და საკონდიტრო ნაწარმი...
დილას ვიწყებდი ჰერკულესის ფაფით, ვჭამდი ბევრ რძის ნაწარმს, განუსაზღვრელი რაოდენობის ხილს, და ვსვამდი მწვანე ჩაის... დღეში შესაძლოა 5–6 ულუფით მეკვება, მაგრამ მცირე რაოდენობით.. დესერტად ცოტა თაფლი , ან შავი შოკოლადი მქონდა... მაქსიმალურად ვცდილობდი, მემოძრავა ბევრი... ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გარე მოტივაციაც.. ჩემი მობილური და კომპ გადაჭედილი იყო იდეალური ფიგურის მქონე მოდელების სურათებით, კედელზე, საწოლის წინ, დიდ პლაკატზე მეწერა : დიახ , მე შემიძლია ! ... და მართლაც შევძელი, სულ რაღაც 2 თვეში... სასურველი წონის მიღწევის შემდეგ, ტორტის ნაჭერზეც არ ვამბობდი უარს, არც ცომეულზე, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ მცირე რაოდენობით... სასურველი წონა და ფიგურა ზრდის თვითშეფასებას და წარმატების საწინდარია. გისურვებთ იგივეს ! heart
emoticon
როგორ ფიქრობთ რა რეაქცია შეიძლებოდა მქონოდა ამ ერთმანეთისგან რადიკალურად
განსხვავებულ წერილებზე?
ორივე შემთხვევაში საკუთრი თვი გამახსენდა.
დიახ, ამ ორი, განსხვავებული ადამიანის, ბოლომდე მესმის.
პირველის იმაში, რომ საკუთრ სისუსტეს სხვას (გარემოებებს) მიაწერს, მეორისა
კი ძლიერებაში. ოღონდ ამ ორ ადამიანს ერთი რამ აერთიანებთ _ პროტესტის განცდა. მეორე წერილის ავტორს არაფერი უთქვამს საკუთარ წინასადიეტო ტანჯვიან ფიქრებზე, რადგან უკვე მიღწეული აქვს სანუკვარი შედეგი, მაგრამ მასაც მსგავსი ფიქრები ექნებოდა. დიახ, ყველაფერი პროტესტით იწყება. ის არის პირველი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. დავინახე პრობლემა და მე ის უნდა მოვაგვარო! დავინახე პრობლემა და მე მას უნდა ვაჯობო! იმედი მაქვს, მიმიხვდება პირველი წერილის ავტორი, რომ ახლა სიმართლეს ''ვღაღადებ'' და საკუთრ, უკვე გამოვლენილ პროტესტს სწორი ნაბიჯებით აღმოფხვრის და არა დანებებით, როგორიც ყველა შემთხვევაში არის დეპრესია ან დეპრესიასთან მიახლოვებული მდგომარება.
ხშირად მეუბნებიან მკითხველები კომპლიმენტად, რომ ისე ვწერ, თითქოს ეს მათი
ამბავია... ეს წერილები როცა წავიკითხე, მე გამიჩნდა მსგავსი განცდა. დიახ, ეს ჩვენი ამბავია. ისიც კარგად ვიცით, რომ მიღწეულის შენარჩუნებასაც მხოლოდ
ერთადერთი რამ სჭირდება_ სიცოცხლის სიყვარული, რაც თავის მხრივ პერპენტუმობილედ კი
არ გადაგვაქცევს, იმისთვის, რომ ყველაფერი მოვასწროთ, არამედ ძალას მოგვცემს საიმისოდ,
რომ ლამაზად ვიცხოვროთ.
შევხვდებით
Комментариев нет:
Отправить комментарий