ჩემმა
მცდელობამ დავამყარო კონტაქტი მკითხველთან ‘’მსუქანის’’ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით,
მცირედი შედეგი უკვე გამოიღო, რადგან პირად ფოსტაში კომპლიმენტებისა და
ჩემი ქება–დიდების გარდა, რომელიც ძალიან მსიამოვნებს და სიამაყითაც აღმავსებს, მკითხველი
კონსტრუქციულ კითხვებს, შეთავაზებებსაც მიგზავნის.
დღეს
ორი ასეთი კითხვა მინდა გამოვყო და სახალხოდ გავცე მათ პასუხი, რადგან ვფიქრობ, ისინი
თქვენც დაგაინტერესებთ.
პირველი
კითხვა მცირედით, მაგრამ მაინც შეიცავს დაეჭვებას.
‘’თქვენ
ამტკიცებთ, რომ სიგამხდრეს ბედნიერება მოაქვს?“
არა,
მე არ ვამტკიცებ, რომ სიგამხდრეს ბედნიერება მოქავს, მაგრამ მას აუცილებლად მოაქვს თავდაჯერებულობა,
სილამაზე და ჯანმრთელობა... ამ სამი კომპონენტის არსებობა კი, თავის მხრივ, აუცილებლად
მოქმედებს ჩვენი ბედნიერების ხარისხზე.
არ მეგულება ქვეყნად ქალი, რომელიც როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყოს ( არ ვგულისხმობ
ტრაგიკულ დღეებს ცხოვრებაში) ქუჩაში კარგ ფორმაში გამოვიდეს და უკეთეს ხასიათზე არ
დადგეს.
არ მეგულება ქვეყნად ქალი, რომელიც ''მაგარ'' ფორმაში მივა სამსახურში, თავაწეული შევა
შენობაში, კომპლიმენტებს ან აღტაცებულ მზერას მიიღებს და ამით კარგ ხასიათზე არ დადგება.
არ მეგულება ქალი, რომელიც ცხვირს ჩამოუშვებს, ენა დაებმევა და კონტროლს დაკარგავს
უფროსთან საუბრისას, როდესაც იცის, რომ ძალიან ლამაზია.
არ მეგულება ლამაზი, მიტოვებული, სასოწარკვეთილი ქალი _ ასეთი ქალები ძალიან მალე დგებიან
ფეხზე.
სილამაზეს
თვითდაჯერებულობა, ჯანმრთელობას ძალა, ღონე და წარმატება მოაქვს. სიყვარული მოაქვს,
რაკი ასეთი ქალბატონების ენერგეტიკა საოცრად იზიდავთ მამაკაცებს... ისიც ხომ ყველამ
ვიცით რომ არჩევანს ჩვენ თავად ვაკეთებთ?
ანუ,
ერთადერთი, რაც შეიძლება ლამაზმა ქალმა, რომ ინატროს, ის არის რაზეც გამუდმებით
ვლოცულობ: ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი შვილები და ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები,
ქვეყანა... და მე ყველაფერს შევძლებ!
მეთანხმებით
გოგოებო? J
მეორე
კითხვა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც დიეტა დაარღვია და გამოსავალს ეძებს, ძალა მოიკრიბოს.
‘’ეეჰ,
დღესაც დამერღვა დიეტა, კარგი იქნებოდა, მსუქნები რომ ვიკრიბებოდეთ ან ჯგუფი გვქონდეს
და ერთმანეთს ვუზიარებდეთ აზრებს.’’
ამას
ხშირად მწერენ. ან არც მწერენ, მაგრამ ჩემ ირგვლივ გამუდმებით ისმის ეს სიტყვები:
დამერღვა,
შემომერღვა,
შემომეჭამა,
მივატოვე
ოცნება,
ხელი
ჩავიქნიე,
მოტივაცია
დავკარგე...
დიახ,
ჯგუფის იდეაც კარგია და ამ შემომეჭამა და დამერღვას შინაარსიც მესმის,მაგრამ...
ჩვენ
ხომ ორი თვალი და გონება გვაქვს... მერე რა, რომ შემომეჭამა, ეს ჩავთვალოთ, რომ სისუსტის
გამომჟღავნება იყო და ნუ ჩავიქნევთ ხელს ბედნიერებისკენ სვლაზე...
მერე რა, რომ უკვე
ბევრი ვიწვალეთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ შრომა ყოველთვის იძლევა შედეგს, რომ ტყუილად ჯდომას
არაფერი მოქავს, ერთი შეხედვით ტყუილი შრომაც კი აუცილებლად გვიფასდება...
კიდევ
ერთიც: ძალიან გთხოვთ, ნუ განიხილავთ გახდომის პროცესს მხოლოდ დიეტის ჭრილში. მხოლოდ
დიეტით, მით უფრო მკაცრი დიეტით და უმოძრაობით,
ადამიანი ძალიან რთულად მიიწევს წარმატებისკენ. ან მისი წარმატება თითქმის არასდროს
არის სრულყოფილი.
მხოლოდ
ძალიან ახალგაზრდა ორგანიზმს აქვს უნარი ფიზიკური აქტივობის გარეშე, მხოლოდ დიეტის
წყალობით, შედარებით იოლად აღიდგინოს სხეულის ლამაზი ფორმები, მაგრამ ასეთ შედეგს ყოველთვის
აჯობებს ვარჯიშით, ცურვით, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით მიღწეული შედეგი. არც ვიცი
ამას რატომ გიმტკიცებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღია კარს ვამტვრევ, თქვენც ხომ
ხედავთ თქვენს ირგვლივ როგორ გამოირჩევიან მასიდან მოცეკვავეები, სპორტსმენები თავისი
გრაციოზულობითა და სილამაზით?
დავარღვიე
დიეტა?
უნდა
გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ თქვენი ტვირთი არ არის. ძალიან ძლიერი ნებისყოფის ადამიანებსაც
უდგებათ ასეთი სისუსტის დღეები.
ნახეთ
როგორი სურათია:
დიეტის
დაწყების პირველი დღე: მოტივაცია მაღალია და ნებისმიერ დისკომფორტს _ შიმშილის გრძნობას,
მცირედ სისუსტეს, თუნდაც ძლიერს, თავაწეული ხვდები.
თუ
ღამემ არ გაგტეხათ და მეორე დღემდე მშვიდობიანად მიაღწიეთ, თავს გაცილებით მსუბუქად
გრძნობთ და ილუზია, რომ უკვე სხვისთვისაც ხილულია თქვენი დაკლებული გრამები, გიბიძგებთ გარშემომყოფებს
ჰკითხოთ _ ხო გავხდი? J
მესამე
დღე უფრო ხშირად კრიტიკულია... ამ დღეს მე ყოველთვის მირჩევნია ახლოს ვიყო ჩემ ექიმთან
_ დავურეკო, მივაკითხო ან სახლიდან გავიქცე და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც დამავიწყებს
ჩემს ''გასაჭირს''.
მესამე
დღეს ''გადარჩენილები'' ორ კვირამდე. როგორც წესი, წარმატებით მიდიან. ორი კვირის თავზე კი
სასტიკი გამოცდა ელით, რადგან ნორმალური დიეტის დაცვის პირობებში მათ უკვე აქვთ შედეგი_
დაკლებული რამდენიმე კილოგრამი ( 2–4). და ამიტომაც, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ,
იმის მაგივრად, რომ მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდოთ, ეშვებიან... ანუ თვითტკბობას ეძლევიან
და უფრო ხშირად, ამ დაკლებულ რამდენიმე კილოგრამს სასწრაფოდ ინაზღაურებენ...
წონის
კლების გზაზე, ჩვენ აუცილებლად კიდევ გვხვდება ასეთი, კრიტიკული, საშიში დღეები...
განსაკუთრებით საშიში კი ის პერიოდია, როდესაც ჩვენი გათვლით დიეტა უკვე დამთავრებული
უნდა გვქონდეს, მაგრამ ფაქტი სულ სხვას გვეუბნება
_ წინ კიდევ დიდი გზაა!
მაინც
როდემდე უნდა ვიდიეტო?
მაინც
როდემდე უნდა ვიკეთო პროცედურები?
მაინც
როდემდე უნდა მოვიკლო ყველა სიამოვნება?
ამ
კითხვებზე ერთადერთი სწორი პასუხი გვაქვს და ის თქვენც იცით _ მანამ სანამ
იდეალურ
წონას, იდეალურ ფორმებს და ჯანმრთელობას არ მივიღებთ საჩუქრად!
წარმატებებს გისურვებთ!
ძალიან მომწონს ჯგუფის იდეა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ამ ბლოგის შემოთავაზება შემიძლია... ჯერ მეც პაციენტი ვარ, ''სტიმულის'' პაციენტი, რომელიც ყოველ დღე ხვდება თავის ექიმს, სწავლობს საკუთარ თავს და მსუქანი ადამიანის ფსიქოლოგიას იმისთვის, რომ აღარასდროს თქვას _ მე მსუქანი ვარ.
შევხვდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий