понедельник, 15 февраля 2016 г.

რა ღირს ''სტიმულის'' პროცედურები



ძალიან ხშირად მეკითხბიან თუ რა ღირს ‘’სტიმულის’’ პროცედურები. 
ცოტა უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს თავს, რადგან მეც პაციენტი ვარ და არავის მოუცია ჩემთვის ამაზე საუბრის უფლება, თუმცა, არც აუკრძალავს. J

ორიოდე დღის წინ ‘’სტიმულის’’ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ასეთი კომენტარი ვნახე:

‘’არ შეიძლება ცოტა თანხა დააკლოთ? რამდენი ახალგაზრდა ვართ, რომელსაც ოცნებად აქვს გახდომა, მაგრამ ფულის საშუალება არ აქვს. ეცადეთ ცოტა შეღავათი გაუკეთოთ ხალხს...’’ (სტილი შენარჩუნებულია)

ვნახე ეს კომენტარი და რადგან ‘’სტიმულის’’ ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორმა ოჯახური პრობლემების გამო პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ( უბრალოდ 2 დღე არ იყო კომპიუტერთან) გადაწყვეტილება მივიღე ამ საკითხსაც ღიად შევეხო.

ან რა არის დასამალი? 
დიახ, ‘’სტიმულის’’ მომსახურებით სარგებლობა საკმაოდ ძვირი ღირს. მაგრამ თუ ამ მომსახურებას ისე განვიხილავთ როგორც ნებისმიერ გასაყიდ პროდუქტს და მის თვითღირებულებას ხარისხის, მომსახურე პერსონალის, აპარატურის თვითღირებულების, დანახარჯების და შედეგის გათვლით გამოვიყვანთ, შემდეგ კი ამას ევროპული ბაზრის ფასს შევადარებთ ისე, რომ რეალობას არ ავცდეთ, იოლად მივხვდებით, რომ ‘’სტიმული’’ თავის მომხმარებელს საკმაოდ დაბალ ფასს სთავაზობს.

თუმცა იმ ადამიანისაც მესმის, რომელიც გულწრფელ გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ არ შეუძლია ამ მომსახურებით ისარგებლოს, რაკი რეალობა ის არის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამ მიზეზით ოცნებები ძალიან ხშირად ოცნებებად რჩება. სადაც ბიზნესში, ხელოვნებაში, მედიცინაში, განათლებაში... უამრავი ხარვეზია არა იმიტომ, რომ ჩვენ რამე არ შეგვიძლია, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანაში გლობალური სიღარიბეა.

სწორედ ამის გამო და ამის გათვალისწინებით, ‘’სტიმულმა’’ რომელიც კერძო კომპანიაა და მთლიანად საკუთარი შიდა ბრუნვით არსებობს, ‘’სტიმულმა’’ რომელსაც არასდროს ყოლია და არ ჰყავს დამფინანსებელი, თავისი არსებობის ყველა ეტაპზე გაითვალისწინა და ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ მერყევ სოციალურ ფონს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის აპარატურა და ის მომსახურება, რომელიც ახლა ‘’სტიმულში’’ 460 დოლარის ექვივალენტია ლარებში, მინიმალურია, უფრო სწორედ ხუთჯერ, ათჯერ დაბალია ევროპულ ქვეყნებში არსებული მსგავსი ტიპის დაწესებულებთან შედარებით.

ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც ძალიან კარგად ვიცი, იმას გეტყვით. ‘’სტიმულის’’ ტიპის დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა იტალიაში მომხმარებელს კვირაში 8 000 ევრო უჯდება, მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, სადაც ფასები ერთ პროცედურაზე 50-100-200 ევროს ფარგლებში მერყეობს. არადა ის, რასაც ‘’სტიმულში’’ გვთავაზობენ იგივე ევროპული ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა, რომელთა შეძენისას არავინ ითვალისწინებს იმას თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს მას. გადაიარაღება, განახლება კი ნებისმიერ მსგავსი ტიპის დაწესებულებას მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება.

რაკი უამრავი ადამიანი მეკითხება ფასს, კიდევ უფრო დავწვრილმანდები.

დღევანდელი მდგომარეობით ‘’სტიმულში’’ ნაყიდი ერთი კურსის ღირებულება 460 $(ექვივალენტი ლარებში) გახლავთ. ეს თანხა 200 $ -ით ნაკლებია იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც დოლარის კურსი ერთი ლარით ნაკლები იყო. ანუ ‘’სტიმულმა’’ მყისიერი რეაგირება მოახდინა მისი მომხმარებლის ჯიბის ‘’შეთხელებაზე’’ და ფასი ზღვრამდე დასწია. იმ ფასამდე, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას მინიმალური მოგების ხარჯზე იარსებოს და განვითარდეს.

ამ პაკეტის ღირებულებაში არ შედის ტრანსდერმული პროცედურა, რომელიც კვირაში ერთხელ ინიშნება და ინდივიდუალურია ყველა აციენტისათვის. ამ პროცედურის ღირებულება წუთობრივად ითვლება. ერთი წუთის ფასი კი 3 ლარია. ტრანსდერმული პროცედურის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია, რომ ყოველი მომდევნო პროცედურა გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს, რაკი პირველ პროცედურაზე ორგანიზმიდან ცხიმის 20% გამოდის.

ის, ვინც გარკვეულია ტურიზმში დამერწმუნება, რომ ევროპულ, ამერიკულ ფასებთან შეუსაბამოდ დაბალი ფასების გამო, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც გამოჩნდა. ამ წყაროებით არსებობას ახლა ბევრი კერძო კომპანია ახერხებს. კომპანიები, რომელთა მიმართულებაც ესთეტიკური მედიცინა, სტომატოლოგია გახლავთ.

იგივე შეიძლება ითქვას ‘’სტიმულზეც’’. ამ სფეროში მსოფლიო ბაზარზე დაწესებული ფასების ფონზე, საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ქართველი ცდილობს სამშობლოში დაგეგმილი ვიზიტები წინასწარ შეუთანხმოს სტიმულის ადმინისტრაციას, იმისათვის რომ უკან, უცხოეთში, გალამაზებული საკმაოდ დაბალ ფასად დაბრუნდეს.

შეამჩნევდით, რომ ძალიან გულწრფელი ვარ ჩემს ჩანაწერებში. ამ კუთხითაც ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ეს ფასი, რომელიც დაბალია თქო გავიძახი, ნამდვილად სოლიდური დარტყმა გახლავთ ჩემი ჯიბისთვისაც, ამიტომაც დამაგვიანდა ''სტიმულში'' სამკურნალოდ მისვლა, ამიტომაც მივედი კატასტროფამდე, რაზეც ახლა საოცრად ვდარდობ. მე არ გავითვალისწინე, რომ ''სტიმულს'' აქვს ძალიან მოქნილი პოლიტიკა ამ მიმართულებით. მას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩემი აზრით ყველაზე საღ ბანკთან, ''თი ბი სი ბანკთან'' და თავის მომხმარებელს 6 თვიან უპროცენტო განვადებასაც სთავაზობს.

გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ ‘’სტიმული’’ აუცილებლად აკეთებს აქციას ''20+10''. სწორედ ამ აქციის დახმარებით შევიძინე ორი 30 დღიანი პაკეტი და ამით რეალური დანაზოგი გავაკეთე...

თუ ყურადღებით კითხულობთ ჩემ ბლოგს, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ მტკივნეულად განვიცდი ჩვენი ქვეყნის სოციალურ ფონს, იმას რომ ადამიანებს არა თუ მკურნალობის, არამედ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების, ნორმალური საკვების ყიდვის საშუალება არ აქვთ. ამიტომ ვცდილობ გავერკვე თუ რა ასუქებს ჩვენს ხალხს, რომლის გენეტიკური კოდიც წვრილი წელი და გაშლილი მხარია _ სიღარიბე? ხშირად ვსვამ ამ შეკითხვას... დიახ, ალბათ ესეც, მაგრამ სწორად გამიგეთ, უსაყვედურო პატარა, კერძო კომპანიას მაღალი ფასი, მაშინ, როდესაც უზარმაზარი კომპანიებიც კი შექმნილი სიტუაციის გამო განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, გადარჩენისთვის იბრძვიან,  ჩემი აზრით არ არის კორექტული.

თუ ჩემი ბლოგის მკითხველი ხართ, იმასაც შეამჩნევდით, რომ მე ყოველთვის მოგიწოდებთ, გაგულიანებთ წონის კლებისაკენ, მაგრამ ამის ერთადერთ გზად არასდროს გისახავთ ‘’სტიმულს’’. მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეტებ, რომ ვიცი, ბლოგის 24 000 მკითხელს შორის, სამწუხაროდ მხოლოდ მცირედს ძალუძს ამ თანხის გადახდა.

გარდა ამისა, ზუსტად ვიცი, რომ თუკი მაღალ სტანდარტებზე არ გაქვს პრეტენზია, წონაში დაკლება ყველა ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლადაც.

მეტიც, თუ არ შეგვიძლია ამ მაღალ სტანდარტებს შევწვდეთ, ამის გამო ცელულიტს და ჯანმრთელობისთვის საშიშ, მომაკვდინებლად საშიშ წონას კი არ უნდა დავნებდეთ, არამედ უნდა ვიბრძოლოთ.

როგორ?

ჯანსაღი საკვებით,

გონივრული ცხოვრებით,

თვითგანვითარებით,

ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვით,

და რაკი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, იმისი იმედიც მაქვს, რომ თუ ძალიან, ძალიან გჭირდებათ ‘’სტიმულის’’ ან სხვა რომელიმე ძვირადღირებული დაწესებულების მომსახურება, თქვენ ამასაც მოახერხებთ.

მთვარია თავაწეულები ვიყოთ!

მთავარია ხელებდაშვებულობას არ შევეჩვიოთ!

მთავარია სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

მაპატიეთ დღეს ჩემი ემოციურობა, მაგრამ მეც ერთ–ერთი თქვენგანი ვარ.ემთვის გაცილებით უფრო კომფორტული იქნებოდა თქვენთვის მეთქვა: გოგოებო, გადაყარეთ თქვენი უზარმაზარი, უფორმო კაბები ფანჯრებიდან, მოდით ყველანი ერთად ‘’სტიმულში,’’ გალამაზდით და მერე ჩემთან ერთად წამოდით ახალი, ლამაზი, ფერად–ფერადი კაბების ასარჩევად მაღაზიებში...

შევხვდებით.


ვიმეგობროთ ფეისბუქზე. მომწერეთ რაც გნებავთ. მე მზად ვარ გემსახუროთ უსასყიდლოდ. J

Комментариев нет:

Отправить комментарий