აჰა,
დასრულდა ჩემი რომანტიკული თავგადასავალით თქვენი გართობის ხანა ( რომელიც თქვენს მოტივაციას
ემსახურებოდა) და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გავხდეთ. J
თუმცა,
ეს ფიქრი, როგორც გამოკითხვით მივხვდი, უკვე კარგა ხნის დაწყებული აქვს ყველა ჩემს
მკითხველს და ამის გამო მათი უმრავლესობის ცხოვრებაც ორად გახლავთ გახლეჩილი: რეალური
სიცოცხლე რეალური წონით და საოცნებო სიცოცხლე საოცნებო წონით.
ვითომ
ურთულეს შეკითხვაზე კი, რა სურთ ქალებს, ამ უმარტივესი ტესტირებითაც კი მარტივად გაეცა
პასუხი _ ქალებს ლამაზად სიცოცხლე სურთ.
შესაძლოა
მამაკაცები შემომედავონ და მითხრან, რომ მათაც სწორედ ეს სურთ, მაგრამ თუკი ჩვენ, მათივე
აღიარებით, სუსტი სქესის წარმომადგენლები ვართ, ნება გვიბოძეთ ამ სისუსტეში ჩვენი ერთადერთი
კოზირი - სილამაზე, ჩვენვე დაგვიტოვოთ. ჩვენ ხომ არ გეცილებით არც ომობანას თამაშში
და ფეხბურთის ბურთსაც მხოლოდ აქა-იქ ვურტყამთ ფეხს?
დიახ,
ქალებს ლამაზი სიცოცხლე სურთ _ სიმშვიდე, მყუდროება, სტაბილურობა, სიყვარული. სიცოცხლე
სადაც თავის მთავარ როლს თავადაც ლამაზები შეასრულებენ.
მაგრამ ფიქრები, რომელიც ასე იწყება ’’აი, გავხდები და...’’ ამ როლის შესრულებაში გვიშლის
ხელს.
‘’ლამაზი
ვარ, მაგრამ ზედმეტი 10 კილოგრამი მაქვს’’
‘’მარტო
ვარ, იმიტომ რომ სიმსუქნის გამო არავის ვუყვარდები’’
‘’ჩემი
ქმარი არ იმჩნევს რომ გავსუქდი, მაგრამ შიშით ვცხოვრობ... მეშინია ერთხელაც არ მოიბეზროს
ჩემი ყურება’’
‘’სიმსუქნის
გამო ვერ ვშოულობ სამსახურს...’’
‘’სამსახურში
ფისოს მეძახიან, ზურგს უკან კი მსუქან ფისოს... ვითომ არ ვიცი’’
‘’ბევრი
მეგობარი ბიჭი მყავს. სხვები უყვართ, მე კი მემეგობრებიან. ჯიგარიაო! ჯიგარი კი არა,
გოგო ვარ, მაგრამ ვერავინ ამჩნევს’’
‘’ძალიან
კარგი ბიჭია ჩემი ქმარი, არასდროს მაგრძნობინებს, რომ ჩემი სიმსუქნე მისთვის პრობლემაა,
მაგრამ როცა დიეტაზე გადავდივარ, მეკითხება, ნეტავ რამდენ დღეს გაქაჩავო... ე.ი. უნდა
რომ გავხდე... არადა ვერ ვიკლებ, დამღალა ამ ფიქრმა.’’
‘’ბედნიერი
ვარ, გათენება მიხარია, ოღონდ კარადას ვაღებ და ყოველ დღე ერთი და იგივე პრობლემა მიჩნდება _ არ ვიცი რა ჩავიცვა.’’
‘’არაფერი
არ მიხდება, არადა გემოვნება მშვენიერი მაქვს. ვიშლი ნერვებს.’’
‘’ერთი
ბიჭი მიყვარს... ის ვერ მამჩნევს. ალბათ ჩემი სიმსუქნის გამოა არა?’’
‘’
მე გრძელცხვირა და მელოტი ქმარი მყავს, მაგრამ ის გამხდარია, მე კი 20 კილო მაქვს ზედმეტი
და გადამაყოლა ამ 20 კილოს. რა ვუყო, მოვკლა? ‘’
‘’დავრჩი
გაუთხოვარი, უკვე 30 წლის ვარ. მსუქანი ვარ და ვერ ვთხოვდებითქო, როგორ ვაღიარო? სისულელე
არ არის ეს?’’
რატომ
მინდა გახდომა?
''მინდა, დავისვენო.''
‘’მინდა, ბედნიერი ვიყო’’
‘’მინდა, ლამაზი ვიყო’’
''მინდა, მას ვუყვარდე’’
‘’მინდა, ჩემით ამაყობდეს’’
‘’მინდა, არ დამცინონ’’
‘
’მინდა, ყველაფერი მიხდებოდეს’’
‘’ერთი
კაბა მაქვს... ის მინდა, რომ მომიხდეს’’
J
როგორ
გავს არა ყველაფერი ერთმანეთს?
დიახ
სიმსუქნე დაავადებაა და მას თავისი კლინიკა, ჩივილები და გართულებები აქვს.
და
თუ მსუქანი ადამიანი თვლის, რომ ის სიმსუქნის გამოა უბედური, ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ
მისი ავადმყოფობის გამოხატულებაა, ისევე როგორც სურდო ვირუსული ინიფექციისას ან ტკივილი
მუცლის არეში როდესაც აპენდიციტის ანთება გაქვთ. უბედურების განცდა სიმსუქნის
კლინიკური სურათიდან ერთ-ერთია.
ოღონდ
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსუქანი ადამიანებიც არიან ბედნიერები. მათ ჰყავთ
ოჯახიც და მზრუნველი მეუღლეც, მაგრამ მათ რეალიზება სულ სხვა რამეში მოახერხეს: პროფესიაში,
ცხოვრების წესში, შემოქმედებაში... ეს გენიალური ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობაა,
რომლებმაც იციან, რომ მსუქნები არიან, მაგრამ ამით არ და ვერ ითრგუნებიან, რაკი უფალმა
ისინი დიდი ნიჭიერებით დააჯილდოვათ. თუმცა ყველა მათგანს ურჩევნია, რომ გამხდარი იყოს,
თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. იმისი გარჩევაც კარგად შეუძლიათ
და ამას აღიარებენ კიდეც, რომ სილამაზის სტანდარტების დაცვა ძალიან მაღალი გემოვნების
დადასტურებაა.
გამხდარი
ვარ? ეს ნიშნავს, რომ უფლება მაქვს ვიყო გემოვნებიანიც, ინდივიდუალურიც, შემოქმედებითიც...
თუ არადა მთელი ჩემი გემოვნება, მონდომება და ძალა იმისკენ უნდა მივმართო, რომ საკუთარი
სიმახინჯე დავმალო. _ წინ წამოწეული მუცელი, ჩაკეცილი ღაბაბი, კისერზე ქონის ქედი,
უზარმაზარი გავა და მოდონდლილი ბარძაყები კი არცთუ იოლი დასამალია.
''არ
არსებობს ქალი, რომელიც ლამაზი არ არის''. ეს განცხადება თუ დეკლარაცია მართალიც არის
და ტყუილიც, ანუ ის და ისეთი, როგორადაც მას ვთარგმნით. და რაც მთავარია, ის დიდი სულიერი
და ფიზიკური ძალების კონცენტრირებას მოითხოვს. ამიტომაც, ზედმეტი თავის ტკივილისა და
ბევრი ფილოსოფიის გარეშე ცხოვრებისთვის ყველაზე მარტივ გზად ადამიანები წონის დასაკლებას ვირჩევთ... ოღონდ ძალიან ხშირად არაფერი გამოგვდის.
თქვენი
გამოგზავნილი პასუხებიდან როგორც მივხვდი, უმთავრესი შეცდომა რომელსაც ჩვენ გახდომის
გზაზე ვუშვებთ, ის არის, რომ სწორედ არ გვესმის მთავარი _ თუ ამ გზას დაადექი, უკან
არასდროს არ უნდა დაბრუნდე, თორემ ვერასოდეს მიხვალ დანიშნულების ადგილზე.
ჩემი
მკითხველების 99 პროცენტი დიეტას იწყებს და შუა გზაზე ჩერდება. მხოლოდ ორმა თქვენგანმა
მომწერა, რომ დიდი წონა დაიკლეს და სასურველ წონამდე მხოლოდ 5-6 კილოგრამი და სხეულის კორექციაღა
აშორებთ. ამ შემთხვევაში მე თამამად შემიძლია მათ ვურჩიო, რომ მოაკითხონ ‘’სტიმულს’’,
რადგან 5-6 თვიანი დიეტის შედეგად არასწორად გადანაწილებული ცხიმს ბოლო კორექტივები
გაუკეთონ და მართლაც იდეალური ფორმები შეიძინონ. ეს დამატებითი სტიმული იქნება მათთვის,
ეს მათ დაიმსახურეს!...
ისე არ გამოგოთ, რომ ჯერ უნდა გახდეთ და მერე მოხვიდეთ ’’სტიმულში’’
ან სხვა ექიმთან. მე ყველას ვეუბნები, რომ დამოუკიდებლად დიეტას და ვარჯიშს ყოველთვის
სჯობს ექიმის მეთვალყურეობით გახდომა... ოღონდ თუკი თქვენ სასურველ წონამდე მხოლოდ
5-10 კილოგრამი, გალიფე, ღიპი ან სხეულის რომელიმე სხვა არაპროპორციული ნაწილი გაშორებთ,
გიხსნით, რომ ‘’სტიმული’’ ამ შემთხვევაში სრულიად განსაკუთრებული შესაძლებლობაა. დიახ,
სხეულის მახინჯი ნაწილების უსისხლოდ და გართულებების გარეშე სამუდამოდ მოშორების გენიალური
შანსი!
გახდომის
მსურველების მთავარ შეცდომაზე ვსაუბრობდი და თემას გადავუხვიე...
მოკლედ,
წარმოიდგინეთ მაღალი, თვალუწვდენელი კიბე, სადაც აუცილებლად უნდა ახვიდეთ. თუკი თქვენ
ამ კიბეზე დიდი სისწრაფით დაიწყებთ ასვლას, აუცილებლად დაიღლებით, წაიქცევით და შესაძლოა
კიბიდანაც კი ჩამოგორდეთ. ზუსტად ეს არის ის მთავარი შეცდომა, რომელსაც გახდომის მსურველები
უშვებენ. მათ არ ყოფნით ნებისყოფა, რომ ამ კიბეს ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად შეუყვენ და
ამ მეთოდით ავიდნენ ბოლომდე.
ამიტომაც
გავს თქვენი პასუხები ერთმანეთს: ვიკლებ და ვიმატებ, ვიკლებ და ისევ ვიმატებ, 5-7 კილოს
ვიკლებ და 8-10 კილოგრამს ვიმატებ.
დიახ,
სიმსუქნის ეპიდემიის გამომწვევი მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ ჩვენ გურმანები
ვართ და ძალიან ბევრს ვჭამთ, არამედ ის, რომ ჩვენ არ გვყოფნის მოთმინება და სიმშვიდე,
რომ წყნარად ავიაროთ ეს დამღლელი კიბე.
გინახავთ
სპორცმენი, რომელიც გარკვეული დისტანციის დასაფარად ხან წინ გარბის ხანაც უკან ბრუნდება?
მაშინ რატომ გიკვირთ, რომ ვერასოდეს გახდით, თუკი ორკვირიანი, მკაცრი დიეტის შემდეგ
ერთთვიან, დელიკატესებითა და ნაირ-ნაირი სასუსნავებით ‘’დამტკბარ’’ დღეებს იწყობთ?
აი
კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა მიხვიდეთ ექიმთან, ‘’სტიმულში’’, ენდოკრინოლოგთან,
დიეტოლოგთან, ფსიქოლოგთან, ნევროლოგთან... იმიტომ, რომ ექიმმა თქვენი ნებისყოფის გათვალისწინებით
შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი დიეტაც და ერთგული დარაჯის როლიც შეასრულოს თქვენი გახდომის
ანუ გაჯანსაღების, ანუ ბედნიერების გზაზე!
შევხვდებით
Комментариев нет:
Отправить комментарий