ბოლო ხანებში გამუდმებით ვსვამ კითხვებს და მევე ვპასუხობ.
რაკი
არავინ მედავება, ვთვლი, რომ მეთანხმებით...
ჰოდა,
თავისუფალი გიჟი რომ არ გამოვიდეს ჩემგან პრინციპით _ ‘’გიჟი თავისუფალია’’, ძალიან გთხოვთ
გამაკრიტიკოთ! J
ჩემი
ექიმი კი გამუდმებით მაკრიტიკებს.
მაკრიტიკებს
როცა ვწუწუნებ,
მაკრიტიკებს
როცა ზედმეტ ინიციატივას ვიჩენ,
მაკრიტიკებს,
როდესაც დღეების და დასაკლებად გამეტებული კილოგრამების ათვლას ვიწყებ და არა და არ
ვჩერდები, ვნერვიულობ, საკუთარ თავს ვეომები, ნაირ–ნაირ შედარებებს ''ვუხმობ'' ჩემი მდგომარეობის
აღსაწერად.
მოკლედ,
ჩემი ექიმი ჩემი წონის, სხეულის კორექციისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დარაჯია J
და
ვინ იტვირთავს ასეთი სირთულის მისიას გარდა ექიმისა?
მე
ხომ აუტანელი, მომთხოვნი, არა, უფრო მეტიც, პრეტენზიული პაციენტი ვარ, რადგან უნარი
არ მაქვს წყნარად ვიჯდე და ველოდო.
არ შემიძლია ტყუილად ჯდომა. არც იმისი უნარი მაქვს, არ ვიფიქრო, არადა ზუსტად ვიცი,
ის საქმე, რომელსაც შევები, აბსოლუტურ სიმშვიდესა და მოთმინებას გულისხმობს.
აი,
ხომ ხედავთ ტყუილად ჯდომა თქო ვამბობ, არადა ყოველ დღე, დალოცვილი კვირა დღის გარდა,
პროცედურებზე დავივარ, ვიცავ დიეტას, რომელიც ათასჯერ მაქვს შეთანხმებული, უკვე ყოველ დღე ვიღებ ათას კომპლიმენტს ჩემი შეცვლილი ფორმებისა და
გამოცოცხლებული გარეგნობის გამო, მაგრამ მე მაინც მეტი მინდა.
არადა
სად არის ეს ‘’მეტი’’?
სად
გადის ზღვარი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის?
ვინ
ადგენს როგორ უნდა გამოიყურებოდე 20 –30–40 ან მეტი წლის ასაკში? ეგებ ბუნება?
დიახ,
მე ბუნებას ვებრძვი!
ოღონდ
ვერაფერს ვუხერხებ თამუნას, რომელიც თავის მხრივ სწორედ ამ ბრძოლაში, ბუნებასთან ბრძოლაში, მეხმარება J
ახლა,
რაკი ისევ ‘’გაიჭედა’’ ჩემი წონა, მე კი სულ სხვა გეგმები მქონდა ( თან მეცინება ამას
რომ ვწერ) გადავწყვიტე, საკუთარ ნივთიერებათა ცვლას ომი გამოვუცხადო და 10 დღიანი, უმკაცრესი
მონო დიეტა გავაკეთო... ოღონდ სადღაც, ტვინში შემორჩენილმა საღმა აზრმა ‘’მაიძულა’’
რომ ეს ‘’გადაწყვეტილება’’ თამუნასთვის შემეტყობინებინა.
შევატყობინე
კიდეც... ოღონდ მაშინვე შემრცხვა J
მე
ხომ დაუსრულებლად გიმეორებთ, რომ ერთადერთი გზა წონის მოსაშორებლად ბალანსირებული,
ჯანმრთელი საკვები და ფიზიკური აქტივობაა, ან ის პროცედურები, რომელსაც მე ვიკეთებ...
დიახ,
თქვენ გიმეორებთ. მაგრამ მეც ხომ ერთი რიგითი პაციენტი ვარ, რიგითი მსუქანი, რომელსაც
სასტიკად ეჩქარება მიზნამდე მიირბინოს.
ამიტომაც
მეპატიება სულსწრაფობა?
მაგრამ
ვინ მაპატიებს?! J
მოკლედ,
იმას არ გეტყვით რა მიპასუხა თამუნამ, ( არც ასეთი ბავშვივით გულწრფელი ვარ) მაგრამ
ახლა ჩემ მდგომარეობას ( მაპატიეთ ჟარგონი) ერთ ადგილზე მოსმა ჰქვია J
ჰოდა,
აი, ვზივარ და უსტარს გწერთ... დამწვრისას.
სრულიად
დედამიწის ზედმეტწონიანო ადამიანებო, ბედნიერი ვარ, რომ თქვენც, ჩემი არ იყოს, გაწუხებთ
თქვენი ზედმეტი წონა და იბრძვით მის მოსაშორებლად, მაგრამ მინდა გულწრფელი თანაგრძნობით
გამოგიცხადოთ, რომ როგორი ყოვლისშემძლე აპარატებიც არ უნდა გამოიგონის კაცობრიობამ
ამ მისიის შესასრულებლად, ადამიანის ორგანიზმი (ლიკა იდუკაშვილის ფრაზას მოვიშველიებ)
შალი მაინც არ არის რომ ერთ დატრიალებაზე შედგეს. J
წონის
კორექცია პაციენტის აბსოლუტური სიმშვიდის, დიდი მოთმინებისა და ექიმების შრომის შედეგად
მიიღწევა!
ჩვენ კი,
მსუქნებს, ერთი ლოზუნგი თუ გვიშველის: დიეტა და ფიზიკური აქტივობა დღეების თვლის გარეშე! J რაკი ყველა დათვლილი დღე, ყველა
ზედმეტი ფორიაქი, გაუსაძლისს და შეუსრულებელს ხდის ამ მისიას.
მეთანხმება
ჩემი ქართულენოვანი მკითხველი?
დღეს
სულ ეს იყო, რადგან მოგიწოდეთ სიმშვიდისკენ, მაგრამ თავად მაინც ვფორიაქობ, თუმცა ეს ის ფორიაქი
აღარ არის რითიც წერა დავიწყე... მეცინება ჩემ თავზე...
ხო,
მართლა, აქ თუ ვინმე იჭყიტება მამაკაცთაგან, მინდა იცოდეს, რომ მათაც ეხებათ ის რაც
აქ დავწერე, ოღონდ სადმე, დასაწყისში ან ბოლოში დიდი პლიუსით დაამატონ ლოზუნგს + ალკოჰოლისგან
თავის შეკავება J
მე
კი თავს იმითაც დავიმშვიდებ, რომ ახლა გადმოვყრი ჩემ გარდერობს და იმ სამოსს მოვირგებ,
რომელშიც ‘’სტიმულამდე’’ ოცნებასაც ვერ გავბედავდი, რომ მეტარებინა... ხვალინდელი საღამოსთვის
უნდა მოვემზადო... ჰო, აი რატომ ვფორიაქობ _ ‘’ის’’ ისევ მიდის... როგორც იქნა ამოვთქვი...
შევხვდებით!
Комментариев нет:
Отправить комментарий