როგორც ხედავთ, საოცრად გამიტაცა სიმსუქნის ფენომენის
ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევამ. რაც უფრო
ვუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის, ‘’სიმსუქნე’’ ანუ ჭარბი წონა,
ჭეშმარიტად ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობაა და ნამდვილად იმსახურებს
ამ კუთხით ყურადღებას.
მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი ყველა მსუქანს ვეტყვით,
რომ ის ავადმყოფია და ამდენად მის ჭარბ წონაში მისი ბრალეულობა ნულის ტოლფასია?
ანუ რას ვეუბნებით ჭარბწონიანს იმის თქმით, რომ მისი
ჭარბი წონა მისი მუცელღმერთობის ბრალი კი არ არის ( რის გამოც ის დასაძრახი იქნებოდა)
არამედ ობიექტური მიზეზის, ავადმყოფობის ბრალია ( რის გამოც ის სიბრალულსა და თანალმობას
იმსახურებს)? ამით ჩვენ მას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ვუბიძგებთ თუ დანებებისა და შეგუებისაკენ?
ან რა ტიპის რეცეპტი უნდა გამოწეროს ექიმმა ასეთი ავადმყოფისთვის?
მოკლედ, აქ ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხების
გაცემა ჩემთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, მაგრამ რაკი იმაზე უკვე შეთანხმებულები
ვართ, რომ რაც იწერება პირდაპირპროპორციული ყოველთვის არ არის ჭეშმარიტებასთან, ვცადოთ
და ვიაზროვნოთ.
ფსიქოლოგიური დარღვევებით გამოწვეული ერთ–ერთ კვებით
მოშლილობად მედიცინაში ბულემია სახელდება.
ბულემია ანუ მგლური მადა, კვებითი მოშლილობა, რომელსაც
ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს: 1. საკვების მიმართ დაუოკებელი სწრაფვა და მუცლის
ამოყორვა 2. ამოყორვის შემდეგ გულისრევის გამოწვევა.
ბულიმია ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას ( როგორადაც
ეს მიიჩნევა), არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:
დეპრესია,
დანაშაულის და ზიზღის განცდა საკუთარი თავის მიმართ,
თვითკონტროლის დაკარგვა,
მკაცრი თვითკრიტიკა,
ქება–დიდების მოსმენის მუდმივი სურვილი,
საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.
ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:
სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);
დისკომფორტი ყელის არეში;
დაღლილობა;
კუნთების ტკივილი;
კბილების კარგვა;
ყბაყურა ჯირკვლების გადიდება.
კვლევების შედეგად, ეს დაავადება მსოფლიოს მოსახლეობის
4% ში გახლავთ გამოვლენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კვლევებს დავუჯერებთ, თქვენს
სამეგობრო–საახლობლოს 4% სწორედ ამ დაავადებით იტანჯება ისე, რომ ამის შესახებ თქვენ
არავითარი ინფორმაცია არ გაქვთ.
დაგაფიქრეთ ვინ შეიძლება რომ იყოს თქვენს სამეგობროში
ეს 4%? J
თქვენ ალბათ ამ სავარაუდო ‘’კანდიდატების სიაში’’ ახლა
ჭარბწონიანები შეგყავთ არა?
ეს ბუნებრივი იქნებოდა, რადგან თქვენ არ იცით, რომ რამდენიც
არ უნდა ეძებოთ სამედიცინო ლიტერატურაში, ბულემიის
ნიშნებში ვერსად იპოვით განსაკუთრებულ ჭარბწონიანობას.
დიახ, ბულემიით დაავდადებულ ადამიანებს მხოლოდ წონის
მატების პანიკური შიში აქვთ და არა განსაკუთრებულად ჭარბი წონა. ჭარბწონიანი მათგან
მხოლოდ მცირე ნაწილია და ისიც სულ სხვა მიზეზების
გამო ( შესაძლოა ენდოკრნული დარღვევების გამო, რომელიც ბულემიის თანმხლებ დაავადებად
განიხილება, შესაძლოა მიზეზი სულ სხვა იყოს), რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
გარდა ამისა, ამ სიიდან ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ
ამოყაროთ ყველა მამაკაცი, რადგან ბულემია ჭეშმარიტად ქალური დაავადებაა, თუმცა გამონაკლისის
სახით ის ზოგჯერ მამაკაცებსაც ეწვევათ ხოლმე. ოღონდ ეს შემთხვევები იმდენად იშვიათია
და იმდენად ცოტაა აღწერილი, რომ ამას განხილვის ღირსადაც არ ჩავთვლი, თუ მამაკაცები
ძალიან არ გამიბრაზდებიან.
მით უმეტეს, რომ ბულემია სულაც არ გახლავთ სახუმარო
საქმე, მიუხედავად იმისა რომ მისი მისამართით ექიმებიც და პაციენტებიც საკმაოდ დამამცირებელ
სიტყვებს და სიტყვათა შეთანხმებებს იყენებენ.
ისეთებს როგორიცაა ‘’მუცლის ამოყორვა,’’გასკდომამდე
ჭამა,’’ ‘’მგლური მადა’’...
მეტიც, სამედიცინო
ლიტერატურის კითხვისას აღმოვაჩინე, რომ იქ, სადაც არ უნდა იყოს არც ერთი ემოციური სიტყვა
და ყალბი პათეტიზმი, მაინც იპარება ასეთი რამ. კონკრეტულად კი შეგონებები, რომლებიც
ამ პათეტიზმს შეიცავენ და ნამდვილად არაფრის მომტანია. აი მაგალითად, ამონარიდი ქართული
სამედიცინო ჟურნალიდან ‘’მკურნალი’’: ‘’დავფიქრდეთ, იქნებ სჯობს ვეცადოთ, დავიცვათ ზომიერება, არ მივეცეთ ნაყროვანების ცოდვას, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა?’’
ეს სიტყვები
საკმაოდ სამართლიანი სიტყვებია, როდესაც ჯანმრთელი ადამიანის მიმართ გაისმის,
მაგრამ ეგებ ვინმემ მითხრას, როგორ უნდა გავიგო ეს მოწოდება იმ ადამიანის მიმართ,
რომლის დაავადებასაც ნერვული ბულემია ჰქვია?
დაავადება, რომელიც
შესაძლოა თან დაერთოს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგოებს, ასევე ცვლილებებს
ენდოკრინულ სისტემაში და ფსიქიკაში.
შაქრიანი დიაბეტი;
ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;
ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;
თირეოტოქსიკოზი;
გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.
ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ
დაავადებებისა, რომლებსაც შესაძლოა თან დაერთოს ‘’მუცლის ამოყორვის’’ ის რიტუალი,
რომელსაც ჯანმრთელი ადამიანები საკმაოდ ამრეზილები უყურებენ.
არსებობს ბულემიის რამდენიმე ტიპი.
ერთი, როდესაც ადამიანს აქვს საკვების გადასანსვლის
შეტევები
მეორე,როდესაც
ადამიანი მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად ჭამს
და მესამე,
ღამის ბულემია, როდესაც ადამიანი ღამით კვებაზე ვერ აცხადებს უარს და
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვებს იღებს.
მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი.
შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი კი ყველაფერს ივიწყებს და ყველაფერი თავიდან იწყება. ის ავად არის!
ერთი პერიოდი
მეგონა, რომ მე ღამის ბულემია მქონდა, რადგან ძალიან მიჭირს ღამის კვებაზე უარის
თქმა, მაგრამ რაკი არცერთ ჩემს ექიმს _ არც ენდოკრინოლოგს, არც ნევროლოგს და არც
თამუნას ეს დიაგნოზი არ დაუსვამს, ამიტომაც ჩემს ღამეულ სუნსულს სამზარეულოსა და
ტელევიზორს შორის, ვერაფრით გავამართლებ დაავადებით.
ჰო, ზოგჯერ
ასეც ხდება. ნებისმიერ მძიმეწონიანს ურჩევნია, რომ საკუთარი განსაკუთრებულად ჭარბი
წონა დაავადებით, ავადმყოფობით, ცუდად ყოფნით, ბედის ირონიით და ა.შ. და ა.შ.
გაამართლოს, რადგან ასე უფრიო კომფორტულია ცხოვრება. ჩვენ არ გვსურს ვაღიაროთ, რომ
უნებისყოფოები ვართ, ჩვენ არ გვსურს ვაღიაროთ, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ, ჩვენ არც
ჩვენი სხვა რომელიმე ნაკლის გამომზეურება გვახარებს. მომიძებნეთ თუნდაც ერთი
ადამიანი, რომელიც იტყვის რომ უნებისყოფოა! არა, ასეთები არ არსებობენ. და თუ
მაინც ვინმე ამას ამბობს, დამიჯერეთ ეს რაღაც სხვა სურვილების განხორციელებას
ემსახურება.
ამიტომაც
ვზივარ ახლა და ვწერ აი ამ ჩანაწერს, რომ გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ ბულემია
საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, ის ჭარბწონიანობის მიზეზი მაინც არ
გახლავთ და მის სამკურნალოდ პირველ რიგში მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება და არა დიეტა,
როგორც ეს ჩვენს, ჭარბწონიანების შემთხვევაშია.
თუმცა ეს იმას
არ ნიშნავს, რომ თქვენი განსაკუთრებულად მომატებული მადა არ შეიძლება რომ რაიმე სხვა
დაავადებით იყოს გამოწვეული.
ჭარბი წონა,
მით უფრო განსაკუთრებულად ჭარბი წონა, შესაძლოა მართლაც ჩვენი მუცელღმერთობის,
დეპრესიის ან რაიმე სხვა ფსიქოლოგიური მიზეზებით იყოს გამოწვეული, მაგრამ შემდეგ
მან თავად გამოიწვიოს ისეთი საშიში დაავადებები, რომელსაც ადამიანი ვერაფრით
გაუმკლავდება პროფესიონალის ჩარევის გარეშე.
ან შესაძლოა
პირიქითაც მოხდეს და ჩვენი ჭარბი წონა ფიზიკურმა ფაქტორებმა განაპირობონ. მაგრამ
ეს აუცილებელი არ არის რომ ბულემია იყოს.
სამედიცინო
ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ბულემიით დაავადებულ ადამიანები
ამბოლატორიულ მკურნალობას არ ექვენდებარებიან და ამიტომ, მათი სტაციონარში
გადაყვანა ხდება აუცილებელი.
მათ
სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტებიც და ფსიქოლოგიური მეთოდებიც.
მათ ზოგჯერ საკმაოდ მრავალპლანიანი მკურნალობა
ენიშნებათ, რომელზე ლაპარაკიც ჩემგან ვფიქრობ აქ უადგილო იქნება.
ჰოდა, თუ
თქვენ ისევე გაგიმართლაც, როგორც მე და მუცლის ამოყორვის შემდეგ, სინდისის ქენჯნის პირობებშიც ტკბილად შეგიძლიათ
ჩაიძინოთ, გამოდის, რომ ნამდვილად ვერ მოხვდით მსოფლიოს მოსახლეობის იმ 4%–ში,
რომელსაც სინდისის ქენჯნა გულისრევის გამოწვევისკენ უბიძგებს.
ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად წაბრძანდეთ ენდოკრინოლოგთან, წყნარადვე მოიფიქროთ თქვენი წონის
კლების გრაფიკი, პატარ–პატარა ( ან დიდ–დიდი) დარღვევებისთვის მიიღოთ
მედიკამენტები და გახდეთ.
ხოლო ვისაც
იდეალური სხეულის პატრონი გნებავთ რომ გახდეთ, მე მომბაძეთ და სხეულისა და წონის კორექციის ცენტრში, ‘’სტიმულში'' მობრძანდით. აქ რა ხდება იხილეთ აქ:
შევხვდებით ისევ.
Комментариев нет:
Отправить комментарий