რა არის ‘’სტიმული’’
რა პროცედურები
კეთდება აქ?
მეგონა, რომ ამ
კითხვებს ბლოგის დასაწყისშივე გავეცი პასუხი, მაგრამ როგორც ახლა ვხვდები, საჭიროა
ამ პასუხებს ერთად მოვუყარო თავი, რადგან
ზოგიერთი მკითხველი დაიბნა და ორიენტირიც დაკარგა. მე კი ჩვენი საერთო დარდის
სახელით, რომელსაც ჭარბი წონა ჰქვია, მზად ვარ გემსახუროთ! J
მაინც რა არის ‘’სტიმული’’ და რა ხდება ამ კარს უკან თბილისში, გამრეკელის ქუჩის ნომერ 4 სახლში?
‘’სტიმული’’ სხეულისა
და წონის კორექციის ცენტრია, რომელიც თქვენს ოცნებას გქონდეთ ლამაზი სხეული რეალობად
აქცევს და ის ამას ჯანსაღი და უვნებელი გზით
აკეთებს.
‘’ახდენილი ოცნება
და ლამაზი სხეული ჯანსაღი და უვნებელი გზით’’ ამ ცენტრის აქამდე დაუწერელი დევიზია.
მაგრამ რა არის
ეს ‘’უვნებელი გზა’’ სასურველ წონამდე მისაღწევად, როდესაც ერთ მხარეს ჭარბი წონა, ცელულიტი,
თვითშეფასების დაქვეითება და დაავადებების გრძელი ჩამონათვალია, რომელიც ჩვენს დამახინჯებულ
სხეულს ‘’სასჯელად’’ ახლავს. მეორე მხარეს კი განვითარებული ტექნოლოგიები, ფარმაცევტული
კომპანიები, რომლებიც ათასგვარ გასახდომ ტაბლეტებს გვთავაზობენ, ათასგვარი დიეტები
დაპირებით _ ათ დღეში მინუს ათი კილოგრამი... მოკლედ, ლაბირინთი, სადაც მოხვედრა ძალიან
იოლია, გამოსავალის პოვნა კი რთული?..
გვესაუბრება თამარ
იდუკაშვილი, ექიმი რომელიც სამი ათეული წელიწადია სუსტი სქესის წარმომადგენლებს ამ
უვნებელი გზით სხეულის ლამაზ ფორმებს ‘’უქანდაკებს’. თამუნას კაბინეტი თბილისში უკვე
ბრენდია, თუ შემთხვევით ჯერ არ გსმენიათ, დროა თქვენც გაიცნოთ ის.
_ თამუნა ექიმო,
უჩვეულო დროს დაიწყეთ ჭარბ წონასთან ბრძოლა... მაშინ საქართველოში ბნელოდა და ციოდა.
_ მაშინ, საზოგადოების
სულიერი და მატერიალური შეჭირვების დროს, ბევრს მართლაც უჩვეულოდ მოეჩვენა ბაზარზე
ჩვენი გამოჩენა. ჩვენ ხომ არც არაფერს ვყიდდით და არც არაფერს ვაწარმოებდით _ მხოლოდ
იმ ქალბატონების გარეგნობაზე ვზრუნავდით, რომლებიც საერთო ისტერიულ ფონზე მაღლა დადგნენ
და გადაწყვიტეს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ეზრუნათ. როდესაც პირველ ნაბიჯებს
ვდგამდი, გუმანით უკვე ვგრძნობდი, რომ ჩვენი წონის კლების პროგრამა, მხოლოდ ფიზიკურ
სილამაზეს არ მოუტანდა ჩემს პაციენტებს, რომ ეს გაცილებით მეტი იქნებოდა. მერე მივხვდი,
რომ სწორად ვფიქრობდი _ აი ამდენი წელიწადია ჩემი თვალით ვუყურებ როგორ იღვრება თითოეული
ჩვენი პაციენტის გაჯანსაღებულ, გალამაზებულ სხეულში ჯანმრთელი, გალაღებული სული და
ამით უფლის მადლიერი ვარ.
_ თქვენი წონის
კლების პროგრამა ძალიან განსხვავდება იმ მეთოდებისგან, რაც აქამდე მსმენია და მინახავს
_ აქ არავინ ღვრის ოფლს, არავინ ითმენს გაუსაძლის ტკივილს ვარჯიშისას, არავინ სვამს
გასახდომ ტაბლეტებს... ქალბატონები მშვიდად წვანან, ტელევიზორს უყურებენ, ყავას ან
ჩაის მიირთმევენ და ერთმანეთს ესაუბრებიან.
_ შევთანხმდეთ,
რომ ვარჯიში, სწორი ფიზიკური დატვირთვა, ცურვა, ცეკვა ან სირბილი ძალიან სასარგებლოა,
ამას შეთანხმებაც არ უნდა, ეს ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ირგვლივ მაინც უამრავი ჭარბწონიანია. მიმოიხედეთ, რამდენ ლამაზ სახეს დაინახავთ?!
მაგრამ ქალბატონს, რომელსაც ზედმეტი წონა არა აქვს, (3-5 კგ. მაინც) იშვიათად შეხვდებით.
რატომ? იმიტომ რომ სირბილიც, ცურვაც და ვარჯიშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახლავთ ეფექტური,
როდესაც ამას თანმიმდევრულად, სწორად, სისტემატიურად აკეთებთ. რამდენჯერ მოგისმენიათ
ფრაზა _ ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას და ვარჯიშს? ალბათ, უამრავჯერ, მაგრამ რამდენჯერ
ნახეთ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავთან დადებული პირობა შეასრულა და წონაში ამ მეთოდით
დაიკლო? მარტო, საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ადამიანი მხოლოდ განსაკუთრებული მოტივაციის
შემთხვევაში ახერხებს დაწყებული დიეტა ან ვარჯიში ბოლომდე მიიყვანოს. ეს პროცესი ხომ
დღეების, თვეების, წლების მანძილზე მტკივნეულად იჭიმება... ამიტომ მათ კი არ უნდა დავცინოთ,
რაიმე ახალი უნდა შევთავაზოთ. ეს ახალი შეთავაზება ჩემგან კი აი ამ საწოლებზე, აი ამ
აპარატების დახმარებით უმტკივნეულო გახდომაა.
_ ანუ, პაციენტები
წვანან, აპარატები კი მუშაობენ?
_ დიახ, ძალიან
მარტივად ასე ითქმის, მაგრამ ეს საკმაოდ სერიოზული პროცესია. მოგეხსენებათ, რომ ცელულიტს
სისხლის სწორი მიმოქცევა შლის, მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად კი ლიმფის სწორი მიმოქცევა
გვჭირდება, აი ამ პროცესს კი ეს აპარატები წარმართავენ, რომლებიც ევროპელი მეცნიერების
მრავალწლიანი შრომის შედეგია. ცელულიტი შლაკად ქცეული ცხიმოვანი სტრუქტურის წარმონაქმნია,
რომელიც ადამიანის ორგანიზმში კუნთოვანი შრიდან წარმოიქმნება, შემდეგ კი კანქვეშა შრეში
ვრცელდება და კანის ზედაპირული რელიეფის უსწორმასწორობას და ლოკალური ადგილების მცირე
ან დიდ დეფორმაციას იწვევს. ამას ისიც ართულებს, რომ ცელულიტი რამდენიმე ტიპისაა: მყარი,
თხევადი ან შერეული კონსტიტენციის, ამიტომაც მისი მკურნალობისა და დაშლის ფაზებიც ინდივიდუალურია.
ჩვენ მყარი კონსტიტენციის ცხიმს ჯერ შერეულ, შემდეგ კი თხევად ცხიმად გადავაქცევთ,
რის შემდეგაც ადვილად ვახერხებთ მის დრენირებას ორგანიზმიდან ლიმფოდრენაჟის საშუალებით.
_ განვუმარტოთ
მკითხველს თუ რა სასწაულმოქმედ აპარატებზე ვსაუბრობთ.
_ აი ამ აპარატზე,
ესთეტიკური მედიცინის მარგალიტზე, ტრანსდერმულ ლიპოსონოკატორზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ამ აპატრატით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა კვირაში მხოლოდ ერთხელ ტარდება. ჩვენ ექოსკოპიის დახმარებით
ვეძებთ ღრმა, ფიბროზულ ცხიმს და მას ადგილზევე ვშლით. ამ პროცედურის შემდეგ სამი უმარილო
დღე და დღეში ორი ლიტრი წყლის მიღება ინიშნება, აკრძალულია გარკვეული პროდუქტებსაც,
რათა რადიოტალღის მეშვეობით ცხიმოვანი უჯრედების, ფიბროზული ცხიმის დაშლას ხელი არაფერმა
შეუშალოს. პროცედურის შემდეგ დაშლილი ცხიმის ნაწილი ატფ-დ გადაიქცევა, რომელიც ორგანიზმს
ძალას და ენერგიას მატებს.
ამას გარდა გვაქვს
სხვადასხვა აპარატები, რომლებიც კუნთის სტიმულაციას, ცხიმის გაწყლოვანებას, დაშლილი
ცხიმოვანი უჯრედის დრენირებას და შარდთან ერთად მის გამოდევნას უზრუნველყოფენ, ჩვენი
უნიკალური ბიოკამერა კი შესაძლებელს ხდის ყველა ამ პროცედურის ვაკუუმში წარმართვას
და მათი მოქმედების ხარისხის გაუმჯობესებას.
_ ძალიან გამიკვირდა, როდესაც თქვენს პაციენტებს შორის საკმაოდ გამხდარი ქალბატონებიც
აღმოვაჩინე. თვალში საცემია ასაკობრივი მრავალფეროვნებაც.
_ დიახ, ჩვენთან
მხოლოდ წონაში დაკლების მიზნით არ მოდიან. ჩვენს პაციენტებს შორის ხშირად ნორმალური
წონის ქალბატონებიც არიან, რომლებმაც სხეულის
კორექციის მიზნით მოგვმართეს. ქართულ სინამდვილეში ამის აუცილებლობას როგორც წესი ე.წ.
გალიფეს პრობლემა იწვევს. მე სიხარულით ვუღებ კარს ასეთ ადამიანებს, რადგან ჩვენ მათი
პრობლემის მოგვარება ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე შეგვიძლია, თანაც გარანტიით,
რადგან სხეულის ძველი ფორმა, უკან აღარასდროს დაბრუნდება _ გასუქების შემთხვევაშიც
კი.
რაც შეეხება ასაკობრივ
მრავალფეროვნებას; ეს ბუნებრივია, რადგან ნამდვილ ქალს ყველა ასაკში სჭირდება ფორმაში
ყოფნა. ჩვენთან ზოგიერთი ოჯახიდან სამი თაობის ქალები დადიან _ ბებია, ქალიშვილი და
შვილიშვილი... ოცი წლის წინ ბებია მოვიდა, მერე ახლადნამშობიარები ქალიშვილი მოიყვანა
მოშვებული მუცლის მოსაცილებლად, ახლა კი შვილიშვილის დროც დადგა.
_ გალიფე და მოშვებული
მუცელი... ნამდვილი ტრაგედია ქალისათვის, ალბათ ამისგან თავის დასაღწევად ღირს თანხაც
დახარჯო და ცოტათი გაისარჯო კიდეც.
_ ჯვარი გვწერია
ტრაგედიისგან, მაგრამ ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა, უფრო ხშირად გაზრდილ მუცელს ოცდაათ
წალს გადაცილებული ქალები უჩივიან. მე მათთვის კარგი ამბავი მაქვს _ ჩვენ მათ მუცლის
ქონსაც მოვაშორებთ და მოშვებულ კანს ელასტიურობასაც შევმატებთ.
_ რა როლი უკავია
ამ პროგრამაში დიეტას?
_ ჩვენს პროგრამაში
ჩართულ ქალბატონებს თავიდანვე განვუმარტავ, რომ დიეტა მათი გახდომის და სხეულის კორექციის
პროცესს, ერთი ათად დააჩქარებს, ოღონდ დიეტა არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შიმშილობა.
ჩვენი წონის კლების პროგრამა, რომელიც ცელულიტთან ბრძოლას, სხეულის სწორ კორექციას,
მოდუნებული კუნთების გამკვრივებას, მოშვებული კანის აჭიმვას ანუ ლიფტინგს გულისხმობს,
მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვების ფონზე ხორციელდება, სწორი კვება ხომ ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს
დროიდან, ადამიანის ჯანმრთელობისა და სილამაზის თავი და თავია.
_ მაგრამ ხშირად
ძალიან რთულია სწორად იკვებო, რადგან ამისთვის დროც უნდა გამონახო და ენერგიაც მოიკრიბო.
_ სწორედ ამის
გათვალისწინებით ჩვენი პაციენტების სწორად კვებასაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ. წლების გამოცდილებამ
მიჩვენა ამისი აუცილებლობა. საკვები ჩვენთან მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტებისგან მზადდება,
პურსაც კი საკუთარი ტექნოლოგიით ვამზადებთ. იმისთვის რომ კვება მოსაბეზრებელი არ იყოს,
ჩვენი კულინარები ყოველდღიურად ახალ-ახალ მენიუს გვთავაზობენ რომელშიც ხორცის, ბოსტნეულის,
ბურღულეულის, რძის ნაწარმის გარდა ტკბილეულობაც შედის. ორგანიზმი არ უნდა დაიმშეს,
გახდომის პროცესი, რომელიც ყველა შემთხვევაში გარკვეული ტიპის შეზღუდვებს, ცხოვრების
წესის შეცვლას გულისხმობს, არაფრით არ უნდა იყოს მტკივნეული. არც იმისი მომხრე ვარ,
რომ საკვები უგემური იყოს. ან რატომ უნდა ვჭამოთ ზიზღით, თუკი შეიძლება, რომ ჯანმრთელი
პროდუქტებით მართალია მცირე ულუფებით, მაგრამ გემრიელი საკვები მივირთვათ?
_ ალბათ მკითხველს
გაუჩნდება კითხვა რად გვინდა ეს უახლესი ტექნოლოგიები თუკი მაინც უნდა დავიცვათ დიეტა?
_ დიახ, ამ კითხვას
ხშირად მისვამენ, ჩემი პასუხი კი ასეთია _ ეს აპარატები იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებიან
წონის დაკლებაში, თუკი თქვენი კვების რაციონს არ შეამცირებთ, მაგრამ ამას გაცილებით
მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. მეორეს მხრივ, თუ წონაში მხოლოდ დიეტის დახმარებით
დაიკლებთ, მაშინ სხეულზე აუცილებლად დაგრჩებათ
სიმსუქნით დეფორმირებული სხეულის ნაწილები. ჩვენი მეთოდის მთავარი ღირსება,
ხომ სწორედ ის გახლავთ, რომ წონის კლება სხეულის სწორი კორექციის ფონზე მიმდინარეობს.
ანუ, ადამიანი ისე იკლებს 20, გნებავთ 30 კილოგრამს, რომ მას არც ჩამოკიდებული მუცელი
რჩება თავისი სიმსუქნის მოსაგონრად და არც მოშვებული კანი მკლავებსა თუ ბარძაყებზე.
დიდი მადლობა თამუ, დღეს მეტად აკადემიური დღე გვქონდა... იმედი მაქვს, ბევრ კითხვას გავეცით პასუხი!
16.01.2016 ვიწყებ! ✌
ОтветитьУдалитьგილოცავთ თამუნა, მიხარია!!!
ОтветитьУдалить