დღევანდელი დღე, დედის დღე, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება საქართველოში,
ჩემში ორმაგ ემოციას იწვევს. ნეგატიურსა და პოზიტიურს.
ნეგატივი ამ ძალიან
კარგი დღის, სხვა, არანაკლებ მშვენიერი დღის ჩანაცვლების მცდელობამ გამიჩინა.
8 მარტის ჩაწიხვლის
მცდელობაზე მოგახსენებთ, რომელიც დიდი სიხარულით აიტაცეს გარკვეული ტიპის ადამიანებმა
და ეს, ამ ამბავში კლარა ცეტკინის, როგორც უღირსი ქალის როლით ახსნეს.
დიახ, რატომ უნდა
აღვნიშნოთ ქალთა დღე, რატომ უნდა მივუტანოთ ქალებს ყვავილები, რატომ უნდა მივეფეროთ
მათ, თუნდაც ფორმალურად და რატომ უნდა მივანიჭოთ სიამოვნება, თუკი ამ ამბავში ეს ცუდი
ქალი, კლარაა გარეული?
ოღონდ, გულზე ხელი
დავიდოთ და ვთქვათ, ვინც ამ მოსაზრებას ემხრობა, გგონიათ ყველამ იცის 8 მარტის იდეის
გაჩენის ისტორია? ვინმეს ახსოვს ნიუ-იორკში,
1911 წელს „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო
ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარი და ის 140 ქალი, რომელიც ამ ხანძარმა იმსხვერპლა, ან უფრო
ადრე, 1857 წლის 8 მარტის ნიუ იორკის სამკერვალო ფაბრიკის მუშების გაფიცვა მათი აუტანელი სამუშაო პირობების გამო, იმ ქალების, რომლებმაც დიდი დარბევის შემდეგ
დააარსეს პირველი პროფკავშირი?
ან სხვა ამბები, რომლებიც ადასტურებს რამდენი შრომა
და ღვაწლი, რამდენი თავდადება დასჭირდათ ქალებს, რომ საკუთარი როლი ამ სამყაროში მტკიცედ
ფეხმოკიდებული სტერეოტიპიდან გამოეგლიჯათ და მსოფლიოს შენების თანასწორი უფლება მოეპოვებინათ
მამაკაცების მხარდამხარ? ამბები, რომელმაც შემდეგ დასაბამი მისცა 8 მარტის დაარსების
იდეას?
მითხარით, ამ ამბავში კლარაა მთავარი?
იმედი მაქვს, ეს რიტორიკული კითვაა და პასუხი ცალსახად უარყოფითია.
მე მაინც მგონია, რომ მასინდელი უზენაესი საბჭოს ის გადაწყვეტილება
შეეცვალა ერთი, მეორე, უფრო ‘’ჰუმანური’’ მიდგომით, ძალიან ჰგავს იმ ფაბრიკებისა და
ქარხნების გაჩანაგებას, რომელიც კომუნისტების დროიდან მემკვიდრეობად მივიღეთ და სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ.
ჰოდა, ამიტომაც, როცა კი მინდა 3 მარტი, დედის დღე მივულოცო თავს
და გარშემომყოფებს, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება.
პროტესტის გრძნობა იმ მამაკაცების მიმართ, რომელთაც ესიკვდილებათ
(არ მინდა ვაკადრო, რომ ენანებათ) ერთი ფოჩი ყვავილი საყვარელ ქალს თუნდაც იმიტომ მიართვან,
რომ ასეა მიღებული, სამაგიეროდ კი არ ესირცხვილებათ იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი საძაგელი
ქალი იყო ეს კლარა.
კიდევ მეტსაც ვიტყოდი ეს დღესასწაული რომ არა J
მე კი ასე მოვიქცევი: რადგან დღეს ჩემი დღეც არის, ავუნთებ
ჩემ დედიკოს სანთელს, მომადგება თვალზე ცრემლი ტრადიციულად... მივეფერები ჩემ შვილებს
ერთს სკაიპით და მეორეს აქვე მომჯდარს, ჰოდა, რაკი ‘’ის’’ შორს არის, წავალ და ჩემ თავს
მე თავად ვუყიდი ყვავილებს. J იგივეს გავაკეთებ
8 მარტსაც და ყველა იმ დღეს, როდესაც მომინდება რომ თავი კარგად ვიგრძნო.
J სხვათა შორის,
სულ ვაპირებდი ამის თქმას და ვერასოდეს მოვიცალე.
თუ თქვენ ყვავილები ჩემსავით გიყვართ, ნუ დაელოდებით,
როდის გაჩუქებენ თაიგულს. მიეცით თავს ამ პატარა ბედნიერების უფლება და თავი თავად დაისაჩუქრეთ
ფერად-ფერადი ყვავილებით. შემდეგ ყვავილები თქვენთან თავისი ფეხით მოვლენ!
ყვავილები შენს საწერ მაგიდაზე, მისაღებ ოთახში, თუნდაც
სამზარეულოში _ ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ლამაზი იყო.
ყვავილები (ანუ უკეთესი განწყობა) აჩქარებს წონაში კლების
პროცესს. J
გილოცავთ J
შევხვდებით
Комментариев нет:
Отправить комментарий