მსუქანის ფეისბუქის გვერდმა
თვალნათლივ დამანახა, რომ ჩემი აუდიტორიის უდიდესი ნაწილს, ახალგაზრდა ქალბატონები
წარმოადგენენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. მახარებს როდესაც თქვენი შვილების ფოტოებს ვათვალიერებ
და ვიცი, რომ ამ არაჩვეულებრივი ბავშვების დედიკოებს გააზრებული გაქვთ რამდენად მნიშვნელოვანია
თქვენი ჯანმრთელობა თქვენი პატარებისთვის, გააზრებუალი გაქვთ, რომ დედობას ბევრი ფიზიკური
და მორალური ვალდებულებები ახლავს.
შვილი ერთადერთი
არსებაა ამქვეყნად, რომლისთვისაც ჩვენ ყოველთვის ულმაზესები ვართ, მაგრამ რაღაც პერიოდში,
როდესაც ბავშვები იზრდებიან და გონიერებაც ემატებათ, მათ აუცილებლად ვუჩენთ სადარდებელს
ჩვენი სიმსუქნით, ჩვენი ავადმყოფობით, ჩვენი უუნარობით, მოვიგვაროთ ჯანმრთელობის პრობლემები.
არადა ისედაც სტრესულ, რთულ სამყაროში დაბადებულ ამ ბავშვებს, ნამდვილად არ სჭირდებათ
დამატებითი დარდი. რომ იცოდეთ როგორ დარდობდნენ ჩემი შვილები, როდესაც ას კილოგრამს
მივაღწიე. როგორ მამხნევებდნენ, როგორ მაქეზებდნენ იმისთვის, რომ ძალა მომეკრიბა და
აი ეს ბრძოლა წამომეწყო. და როგორი ბედნიერი იყო
ჩემი ვაჟი, როდესაც ორთვიანი განშორების შემდეგ სახლში გამხდარი, გაახალგაზრდავებული
და ხალისიანი დავხვდი.
ჩვენი ჭეშმარიტი
გულშემატკივრები ამ მხარდაჭერითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ...
ძალიან მნიშვნელოვანია
რეალობის აღქმა.
ძალიან მნიშვნელოვანია
თავი არ მოიტყუო და პრობლემის გასაიოლებლად ის’’პატიების საბურველით’’ არ დაფარო. ასეთი
‘’საბურველი’’ კი ყველაზე ხშირად ჩვენი ფეხმძიმობაა.
ბავშვი გავაჩინე
და ამიტომ გავსუქდი, მიზეზი, რომელიც ნამდვილად რეალურია, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ის მაინც არ არის განაჩენი.
რატომ ვსუქდებით
ფეხმძიმობის დროს?
ეს პრობლემა განსაკუთრებით
იმ ქალებს ემუქრებათ, რომლებიც ფეხმძიმობამდეც ებრძოდნენ ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეულ ჭარბ წონას და მათაც, რომლებიც არასოდეს ყოფილან მსუქნები, მაგრამ მათი გენეტიკური
განწყობა, ამ მხრივ, საიმედო არ არის.
უნდა გავითვალისწინოთ,
რომ ამ პერიოდში გასუქების საშიშროების წინ 100 დან 50 ქალი დგება.
ფეხმძიმობა ყველა
შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჰორმონალური ძვრების პერიოდია, ესტროგენების პერიოდი, რომელთა
დახმარებითაც იზრდებიან საშვილოსნო და სარძევე ჯირკვლები. ამ პერიოდში გამომუშავდება
სწორედ ორსულობის ჰორმონი, პროგესტერონი, რომელიც საშვილოსნოში ნაყოფის განვითარებაზეა
პასუხისმგებელი.
ანუ, ფეხმძიმობა
ქალის ორგანიზმის ჰორმონებით გაჯერების პერიოდია, რომელიც თავის მხრივ, სიმსუქნის წინაპირობას
ქმნის. მაგრამ ამ ობიექტური მიზეზის მიუხედავად, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ
აუცილებლად უნდა გავსუქდეთ ფეხმძიმობისგან ან შეუძლებელია, რომ თავი დავიცვათ ამისაგან.
ასე მაგლითად: ძალიან
ხშირად, ფეხმძიმობის პერიოდის სიმსუქნეს ვერც გენეტიკას დავაბრალებთ და ვერც ჰორმონებს,
რადგან ფეხმძიმეს ცხოვრების არასწორი რეჟიმი და რიტმი ამის საშუალებას არ იძლევა. ქალი
ამ პერიოდში ხშირად სიფრთხილის და საღად განსჯის უნარს კარგავს და ფიქრობს, რომ ფეხმძიმობის
უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ ეს 9 თვე მშვიდად, კომფორტულად გაატაროს და ჯანმრთელი
ბავშვი მოავლინოს ქვეყნად. ამიტომაც ის საკუთრ თავს ბევრის უფლებებს აძლევს: ხშირად
წევს, ჭამს ორი ადამიანის სამყოფს, არაფრით იტვირთავს თავს. არ იცავს გონიერებასთან
ახლოს მყოფ კვებით რაციონს. მის რაციონში ჩნდება ბევრი ტკბილი, ცხიმიანი საკვები, ცომეული,
ნაირ-ნაირი დელიკატესები, რომელიც, როგორც წესი, რთული შემადგენლობისაა. მოკლედ, ფეხმძიმეც
და მისი გარშემომყოფებიც იმით არიან დაკავებულები, რომ მომავალი დედა გაანებივრონ, სინამდვილეში კი ამის მაგივრად მას სიმსუქნისთვის
და სამუდამო განსაცდელისთვის იმეტებენ.
ზოგი ქალი აცხადებს,
რომ მას არ სჭირდება დამატებითი ვარჯიში ფორმაში ჩასადგომად, რაკი მთელი მისი ენერგია
საოჯახო საქმეებს ეწირება. ესეც მცდარი შეხედულებაა. სამწუხაროდ, ხეხვა-გლეჯა და სადილების
კეთება, ვერ ცვლის ვარჯიშს, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის საჭირო
ნებისმიერი ქალისათვის.
დიდი საშიშროება
ელის ქალს მეძუძურობის პერიოდშიც. გამეღიმა ეს რომ დავწერე, რადგან მახსოვს ჩემმა ცხონებულმა
დედამთილმა სამშობიაროდან ჩვილით ხელში დაბრუნებულს რაღაც უცნაური, თეთრი ფერის ნახარშის
დალევა რომ მაიძულა. მე კი უარი ვერ ვუთხარი და დავლიე, მაგრამ მერე საბედნიეროდ სწრაფადვე
გავთავისუფლდი მისი მზრუნველობისგან, დედაჩემი კი თვლიდა, რომ ამ ნახარშების ნაცლად
გაცილებით უკეთესი იყო ბაბუაჩემის უსასუქოდ მოწეული სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი
მჭადი და ბებიაჩემის ამოყვანილი ყველი მეჭამა, რომელსაც მზრუნველად მიგზავნიდნენ თაფლთან,
წაბლთან, ხილთან ერთად ჩვენი ძალიან შორი სოფლიდან.
ეხ, კარგი რამეები
გამახსენდა... აღარავინა მყავს ახლა. მაგრამ მოგონებები ხომ მაქვს კარგი?
ისე, მართალი რომ
გითხრათ, მაშინ არც მჭადმა მიშველა და არც რაღაც ნახარშებმა, ამიტომაც, ჩემი ვაჟი ხელოვნურ
კვებაზე გადავიყვანე... და იცით რატომ?
იმიტომ, რომ ახლადნამშობიარები
ზუსტად 110 კილოს ვიწონიდი. აბა როგორ უნდა მოსთხოვო საკუთარ ორგანიზმს ასეთ დროს ჯანსაღი
ქალის ორგანისმის მსგავსად იფუნქციონეროს?
კიდევ უფრო უარესი
ელით იმ ქალებს, რომლებიც ასეთი მაღალი ხარისხის სიმსუქნის პირობებში ლამობენ დაფეხმძიმებას,
რადგან სიმსუქნე უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზეც.
საკვერცხე ისეთივე
ენდოკრინული ჯირკვალია, როგორც პანკრიასი ან ფარისებრი, ამიტომაც ის ჰიპოფიზის ჰორმონებით
რეგულირდება, სიმსუქნის დროს კი ჩვენი უჯრედები უმნიშვნელოვანესი ჰორმონის, ინსულინის
მიმართ მგრძნობელობას კარგავენ, ამიტომაც მისი ოდენობა იზრდება, რაც საკვერცხეების ფუნქციონირების
დარღვევას იწვევს. ასე რომ, სიმსუქნე უშვილობის რისკსაც ზრდის. ამისი თანმდევი პროცესებია მენსტრუალური ციკლის მოშლაც, სხეულის გათმიანებაც, ფერისმჭამელებიც, სებორეაც. უშვილობის
უდიდესი პროცენტი კი სწორედ მსუქან ქალებზე მოდის.
როგორ უნდა მოვიქცეთ,
რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ?
ამ კითხვაზე ერთადერთი
პასუხი არსებობს.
უნდა გვახსოვდეს,
რომ ფეხმძიმობიარის პერიოდში ქალის წონის ნორმალური მატება მხოლოდ 10-15 კილოგრამია.
უნდა გვახსოვდეს,
რომ ფეხმძიმობა კი არა, სიმსუქნეა დაავადებაJ
არ უნდა ‘’შევიბრალოთ’’
თავი იმის გამო რომ მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებთ და ამის გამო არ უნდა
გადავეშვათ ღორმუცლობის მორევში.
არ უნდა ვიწვეთ
24 საათის მანძილზე.
არ უნდა ვჭამოთ
დაუსრულებლად
უნდა ვიცხოვროთ
ისე,როგორც ვცხოვრობდით ფეხმძიმობამდე ( თუ ამას თქვენი გინეკოლოგი არ გიშლით)
მშობიარობის შემდეგ
ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონი შემდეგი ორი წლის განმავლობაში უბრუნდება ნორმას.
ამიტომაც ის, ვინც გონიერებას იჩენდა ფეხმძიმობის პერიოდში, ძალიან იოლად იბრუნებს მშობიარობამდელ
ფორმებს.
ექიმები კატეგორიულად
გვირჩევენ,რომ ნამშობიარებმა ქალმა არ უნდა დაიცვას არც მკაცრი დიეტა და არც ზედმეტად
არ უნდა დაიტვირთოს თავი, მაგრამ ეს რჩევა სხვა, ნებისმიერ ქალზეც ვრცელდება.
რას სთავაზობს ''სტიმული'' ფეხმძიმობით გასუქებულ ქალებს?
იგივეს, რასაც ყველა ქალს, რომელსაც წონის კორექცია სჭირდება _ არაჩვეულებრივ პროცედურებს, რომელიც მათ სხეულს სიმსუქნის კვალს, რომელიც ცელულიტად მიყვება მთელს ჩვენს სხეულს, მოაშორებს.
ერთადერთი რაც ახლადნამშობიარევ ქალს მოეთხოვება თუკი ''სტიმულში'' გადაწყვიტავს მისვლას ის არის, რომ მას ლაქტაციის პერიოდი ''სტიმულში'' მისვლამდე უკვე უნდა ჰქონდეს დამთავრებული.
იყოლიეთ ბევრი შვილი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეს ორი რამ შესაძლებელია ერთდროულად გააკეთოთ!
ისევ შევხვდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий